თურქულმა კომპანიამ ბათუმში ტაძრის გალავანი დაანგრია

თურქულმა კომპანიამ ბათუმში ტაძრის გალავანი დაანგრია

“26 მარტს, საშინელ ვანდალიზმს ჰქონდა ადგილი, ბათუმში, წმინდა ევდემოზ კათალიკოსის ქუჩაზე მშენებარე წმინდა მღვდელმოწამე ევდემოზ კათალიკოსის (დიასამიძე) სახელობის გალავანი იქნა დანგრეული. სწორედ ახლა უნდა დავდგეთ ერთად და დავიცვათ ჩვენი ეკლესია“ – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც წმ. ევდემოზ დიასამიძის მშენებარე ტაძარის ფეისბუქ გვერდზეა განთავსებული. იქვეა მოყვანილი ფოტომასალაც:

12472294_1016583398377144_5576132355703445641_n

12400670_1016583588377125_7028357246440157918_n

1150143_323968571083102_643469576_n

როგორც ცნობილი გახდა ეკლესიის გალავნის დანგრევა ტაძრის მეზობლად მშენებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის წარმომადგენლებმა იმ მოტივით განახორციელეს, რომ თითქოს მათ კუთვნილებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი მშენებარე ტაძრის მრევლმა მიისაკუთრა.

როგორც ცნობილი გახდა, ეს ტერიტორია თავიდანვე დავის საგანს წარმოადგენდა, მაგრამ რამოდენიმე თვის წინ ტაძრის ტერიტორიის მესაკუთრე შ. მელაძესა და მშენებარე კორპუსის მეპატრონე ნ. ჰასთაოღლუს შორის წერილობითი შეთანხმება შედგა იმის თაობაზე, რომ ეკლესიის გალავნის აშენებას ხელი არ შეეშლებოდა.