საბერძნეთში ემიგრანტები ცეცხლის გასაჩაღებლად ხატებს იყენებენ

საბერძნეთში ემიგრანტები ცეცხლის გასაჩაღებლად ხატებს იყენებენ

კალავრიტელი მიტროპოლიტი ამბროსი საბერძნეთში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით საგანგებო მომართვით გამოდის:

,,ყოველდღიურად უფრო მეტად ნათელი ხდება, რომ ,,ემიგრანტები“,  ,,ლტოლვილები“ და ,,არალეგალები“ არიან  საბერძნეთის დამყრობლები!

თავის მხრივ, პოლიტიკური სისტემა მათ იღებს, იცავს, ქმნის ხელსაყრელ პირობებს! არავინ არაფერზე წუხს!

მართველი პარტიის, სირიზას,  ერთ-ერთმა მინისტრმა, გუშინწინ თქვა აშკარა სისულელე: ,,მიგრანტების მეშვეობით საბარძნეთში  გადაწყდება დემოგრაფიული პრობლემა“ !!!

როგორც ვხედავთ, მთავრობა იცავს ჩვენი ქვეყნის დამყრობლებს!

ისინი ტაძრებიდან და სამლოცველოებიდან ხსნიან ხატებს და კოცონში დებენ, რათა გათბენ!

მიტროპოლიტ სერაფიმეს, პირეის პორტში, მოსთხოვეს მართლმადიდებლური ჯვრის მოხსნა!

ქალაქ კავალაში არალეგალმა მუსულმანმა მიგრანტებმა სკოლის კედლიდან მოხსნეს ღვთისმშობლის ხატი და მოითხოვეს რომ არ დაერეკათ საეკლესიო ზარები!

გუშინ ევკარპიაში, თესალონიკის რაიონში, მუსულმანები არიგებდნენ შემდეგი შინაარსის ბროშურებს ბერძნულად: ,,ბერძნებო, ირწმუნეთ წინასწარმეტყველ მუჰამედის სიტყვა, რათა გადარჩეთ. ომი მოვიდა თქვენს ქვეყანაში. ურწმუნოთა სისხლის მდინარეები დადგება. ხელმოწერა: ალაჰის მეომრები“.

საბერძნეთის სახელმწიფო არხზე, უკვე გაუშვეს საინფორმაციო გამოშვება არაბულ ენაზე!

გამოიღვიძეთ ლეთარგიული ძილისგან!

შეხედეთ, რა ხდება გარშემო! საბერძნეთი იღუპება!

ჩვენ ნელ-ნელა ვკვდებით.  იღუპება მართლმადიდებლობა და ბერძნული იდენტობა!  ნუთუ გინდათ რომ ბრძოლის გარეშე დანებდეთ? დაფიქრდით!“

წყარო: romfea.gr