ერთი სასწაულის შესახებ

ერთი სასწაულის შესახებ

სქემარქიმანდრიტი ვიტალის (სიდორენკო) წესის აგებაზე მომხდარი ფაქტი

VqLPSBpyi84
მამა ვიტალი (სიდორენკო)

მღვდელი პავლე კოსაჩი: „პატრიარქმა1 შენდობის ლოცვა წაიკითხა და მე გადმომცა იგი, რათა მამა ვიტალისთვის ხელში ჩამედო. ამ დროს მისი ხელის დიდი თითი გაიხსნა, მე ლოცვის ფურცელი მის ხელისგულზე დავდე – და ხელი თვითონ შეიკრა. იმდენად თავზარდაცემული ვიყავი, რომ მოულოდნელობისაგან წამოვიყვირე: „თვითონ გამომართვა!“ მოგვიანებით მივიღე ეს ფაქტი ჩვეულებრივად – ეს ადამიანი ხომ არაამქვეყნიური იყო“.

„თვითონ აიღო!“ – დამიდასტურა გვერდით მდგომნა მღვდელმა მიქაელ დიდენკომ (იგი 2000 წელს გარდაიცვალა არქიმანდრიტის ხარისხში).

უწმიდესმა პატრიარქმა თანხმობის ნიშნად უსიტყვოდ დააქნია თავი და მსახურება განაგრძო (მღვდელმსახურთა ეს რეაქცია დაფიქსირებულია ვიდეოკამერით).

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით მამა ვიტალი დაკრძალულია წმიდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის საკურთხევლის პირდაპირ, ტაძრის ეზოში. საფლავზე ჩაუქობლად ანთია კანდელი, არ ქრება სანთლები და ყოველთვის არის ყვავილები. მამა ვიტალის საფლავთან მოდიან ისინიც, ვინც ადრე მას არ იცნობდა, მოდიან ხუცესის მადლიანი შეწევნისათვის, რომელსაც ისინი რეალურად გრძნობენ თავიანთ ცხოვრებაში. სიცოცხლეში ხომ მამა ვიტალი ხშირად ამბობდა: „როდესაც მოვკვდები, მოდით ჩემს საფლავზე და მიამბეთ ყველაფერი, როგორც ცოცხალს, მე დაგეხმარებით“.

„მამა ვიტალი, დამეხმარე! მამაო, შემეწიე!“ – უხმობენ სულიერი შვილები და არა მხოლოდ ისინი და მწუხარება განქარდება, სული სიხარულით ივსება და სულიერი თუ ფიზიკური სნეულებანი იკურნება.

მამა ვიტალის სიყვარული მისი ზეციურ იერუსალიმში წასვლის შემდეგ კვლავ ჩვენთანაა, რამეთუ პავლე მოციქულის სიტყვისაებრ, „სიყვარული არასადა დავარდების!“ (1 კორ. 13, 8).

146430.pსქემარქიმანდრიტ ვიტალის (სიდორენკო) საფლავი წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის ეზოში

ვრცლად მამა ვიტალის შესახებ

– – –
1 საუბარია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე.

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial