მოქალაქე ნინო ანდრიასოვა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ მცხეთაში, ჯვრის მონასტერზე ვანდალიზმის ფაქტები ნახა – წარწერები თურქულ, არაბულ და ლათინურ ენებზე. იქვე არის მის მიერ გადაღებული ფოტომასალაც:
“!!!!23.03.2016
დღეს ვიყავი სტუმრებთან ერთად ჯვარზე და რა ვნახე… ჯვრის კედლებზე წარწერები თურქულად, არაბულად და როგორც ხედავთ ლათინურად არის… როგორ შეიძლება ასე???…”
წყარო: https://facebook.com
თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, საქმე გვაქვს ძალიან მძიმე დანაშაულთან, რომელიც კონკრეტული კულტურულ-რელიგიური ძეგლის შეურაცხყოფას სცდება და შესაბამისმა სამსახურებმა ყველაფერი უნდა მოიმოქმედონ, რომ ამის ჩამდენები კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ და ასევე შეიმუშავონ პრევენციის მექანიზმი, რათა მომავალში აღარ განმეორდეს მსგავსი ფაქტი საქართველოს ტერიტორიაზე.