განათლების სამინისტრო – სკოლაში სექსუალური აღზრდა აუცილებლად შევა…

განათლების სამინისტრო – სკოლაში სექსუალური აღზრდა აუცილებლად შევა…

როგორც ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს ხელმძღვანელმა მარიამ ჩიქობავამ edu.aris.ge-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა ამეტაპზე ეროვნული სასწავლო გეგმის საბაზო საფეხურის რევიზია მიმდინარეობს და სექსუალური განათლების სკოლაში შეტანის საკითხზე სამინისტრო თანამშრომლობას გაეროს მოსახლეობის ფონდთან გეგმავს:

“ეს მართლაც ისეთი საკითხია, რომ ამის დისკრედიტირება თუ მოხდა, მერე ძალიან ძნელი იქნება მისი დანერგვა. არადა, თუ საზოგადოების შეთანხმების საგნად არ იქცა, ვერ დაინერგება. თუ მშობელია წინააღმდეგი, ან ვთქვათ მასწავლებელი ამბობს, რომ მე არა, ამას ვერ ვასწავლი… მაშინ აზრი არ აქვს, რომ ჩვენ შევიტანოთ…

ზუსტად ახლა გვსურს ვითანამშრომლოთ გაეროს მოსახლეობის ფონდთან, რომელიც თავისი ექსპერტებით მოგვამარაგებს, თუ როგორ მოხდეს ახლა საბაზო საფეხურზე ამის შეტანა. ყოველ შემთხვევაში, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ნაადრევ ქორწინებაზე აუცილებლად იქნება ეს საკითხები წარმოდგენილი და გვინდა, რომ ეს პროფესიონალურ დონეზე რაღაცა დოზით შევიდეს საბაზოზე და საშუალო საფეხურზე ალბათ უფრო მეტად” – განაცხადა მარიამ ჩიქობავამ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე დაეთმობა თუ არა სექსუალურ განათლებას ცალკე საგანი  და როდის უნდა ველოდოთ ცვლილებას, განათლების სამინისტროს წარმომადგენელი პასუხობს:

“ეს ცალკე საგნად ნამდვილად არ იქნება, ეს იქნება აუცილებლად ბიოლოგიის კონტექსტში და იქნება სამოქალაქო განათლების კონტექსტში.”

როგორც ცნობილია ხელისუფლებას სკოლებში სექსუალური განათლება (რეპროდუქციული ჯანმრთელობა) და მამათმავლობის სწავლება (გენდერი) შეაქვს. შეთანხმებას ამის შესახებ განათლების სამინისტროსა და გაეროს სამ ფონდს შორის ამა წლის 15 მაისს მოეწერა ხელი (იხ: zneoba.ge).