2017 წლის 15 მაისს განათლების სამინისტრომ გაეროს სამ ფონდთან მოაწერა ხელი შეთანხმებას ამაზე:
“ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, ჯანსაღი ცხოვრება და რეპროდუქციული ჯანმრთელობა (იგივე სექსუალური განათლება, რედ.) უახლოეს მომავალში ქართული სკოლის სასწავლო გეგმის განუყოფელი ნაწილი იქნება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) გენდერული თანასწორობის ერთობლივ პროგრამასთან, რათა დაეხმაროს ეროვნული სასწავლო გეგმის მიმდინარე რევიზიას და დაეხმაროს ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის საკითხების ინტეგრირებას საგანმანათლებლო პროგრამაში შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.
საქართველოს განათლების სამინისტროსა და გაეროს სამ უწყებას – გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაძლიერების სტრუქტურას (გაეროს ქალთა ორგანიზაცია) შორის თანამშრომლობა მოიცავს საშუალო განათლების სამ ძირითად სფეროს:
- ფორმალური განათლება სკოლებში;
- არაფორმალური განათლება, მათ შორის არჩევითი საგნები და მშობელთა განათლება;
- პროფესიული განათლება და ტრენინგი.
გაერო დაეხმარება განათლების სამინისტროს სკოლის და კოლეჯის სასწავლო გეგმის ანალიზში გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით, ახალი სასწავლო პროგრამების შემუშავებაში, სწავლების მეთოდოლოგიების განახლებაში, მასწავლებლების და პროფესიული ორიენტაციის კონსულტანტების მომზადებაში და გაუზიარებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის გავრცელების ხელშესაწყობად ზოგადი განათლების მეშვეობით.”
წყარო: agenda.ge
(საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინგლისურენოვანი ალმანახი)
P.S.
უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც საუბარია “გენდერულ თანასწორობაზე”, იგულისხმება არა ქალი და მამაკაცი, არამედ გარყვნილების და პათოლოგიების ის სახეები, რომლებსაც სოდომიის ცოდვის პროპაგანდისტებმა “მეცნიერული” ტერმინები დაარქვეს…
გენდერის შესახებ სრულად იხილეთ: zneoba.ge