…ყოველივე განგებულებით აღესრულებოდა და ყოველივე ქადაგებულ იყო წინაწარმეტყუელთა მიერ და ყოველივე ძალითა მაღლისაჲთა იქმნებოდა, რომელმანცა მოიყვანნა მოგუნი იგი სპარსეთით. და იხილეს რაჲ ყრმაჲ იგი დედისა თანა, დავარდეს და თაყუანის-სცეს მას. რაჲ იხილეს მუნ განსაკვირვებელი, რაჲ იხილეს უცხოჲ ანუ დიდებული კაცობრივთა გულისსიტყუათა ზედა, არა თუმცა მიუთხრობელი იგი მადლი და დიდებაჲ შობილისა მის განაკვირვებდა სულთა მათთა? ამისთვისცა არა თუ თაყუანის-სცეს ოდენ, ვითარცა იტყვის მახარებელი, არამედ აღაღესცა საუნჯეთა მათთა და მოართუეს ძღუენი: ოქროჲ, გუნდრუკი და მური. რამეთუ არა კაცსა ლიტონსა ხედვიდეს, არამედ ღმერთსა ხორცშესხმულსა და მეუფესა ყოველთა არსთასა. ამისთვისცა მოართუეს გუნდრუკი, ვითარცა ღმერთსა, ოქროჲ, ვითარცა მეუფესა, მური, ვითარცა ჩუენთვის განკაცებულსა, რომელსა ეგულებოდა სიკუდილისა გემოჲსა ხილვად და სამ დღე საფლავსა დადებად, რამეთუ ამისი სახე იყო მური იგი. ესე ყოველი მადლმან საღმრთომან გულისხმაუყო მათ, რომელმანცა ვარსკულავი წინამძღურად მისცა. და მო-რაჲ-ვიდეს, არარაჲ პოეს დიდებაჲ და სიმდიდრე კაცობრივი, არამედ ბაგაჲ და სავანე უნდოჲ და დედაჲ სიგლახაკესა შინა. ხოლო მადლი შობილისაჲ მის მიუთხრობელ იყო და სიმდიდრე იგი სულიერი უაღრეს ყოველთა ბუნებათა, ვითარცა იტყვის წინაწარმეტყუელი: “დაფარნა ცანი შუენიერებამან მისმან და ქებითა მისითა აღივსო ქუეყანაჲ”. ამან მადლმან აღავსნა გულნი იგი მათ მოგუთანი და და განაბრძნნა გონებანი მათნი; ამისთვისცა არა გარეშესა მას ხედვიდეს სიგლახაკესა, არცა ვითარცა კაცსა გულისხმა-ჰყოფდეს ლიტონსა, არამედ ვითარცა ღმერთსა თაყუანის-სცემდეს და მაცხოარსა ყოველთასა. და შეწირეს ძღუენი არა მიმსგავსებული სიზრქესა მას ჰურიათასა – მსხუერპლები ცხოართა და ზუარაკთაჲ, არამედ მახლობელი გონიერებასა მას ეკლესიისასა: ოქროჲ, მური და გუნდრუკი, სახედ გულისხმისყოფისა, მორჩილებისა და სიყუარულისა.
წმ. იოანე ოქროპირი
“თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ”
– – –
მაცხოვრის შობის ფრესკა, მოგვები, დეტალი. ატენის სიონი.