“აჰა მორიგი იერიში და მიზანმიმართული, პროვოკაციული, ბინძური ხელების ფათური ჩვენი ერის ქრისტიანთა სულებში. ჩვენი წმიდა რელიგიური გრძნობების ფეხქვეშ გათელვა… ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში საკუთარი შვილებისაგან მისი გაშარჟება-დაცინვა. მადლიერების წილ საკუთარი ზეციური დედის შეგინება, რომლის მეოხებითა და ლოცვით დღემდე მოგვიტანია თავი. “რომელსა არა უყვარდეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე იყავნ შეჩვენებულ” – ბრძანებს პავლე მოციქული. ასევე რაოდენ სასჯელს დაექვემდებარება ის, ვინც შეურაცხყოფს “საყდარსა მას მეუფისასა, უზეშთაესს ქერაბინთა და სერაბინთასა”, რომელიც უფალმა თავის დამბადებლად გამოარჩია. სანამ დროა მოვუწოდებ გიორგი გაბუნიას შეინანოს საჯაროდ მისი ქმედება და ნუ იქცევა ეშმაკის იარაღად და ნურც ამქვეყნიურ, ბნელ პროვოკაციულ ძალების ხელში ინსტრუმენტად, რომელთაც სურთ ჩვენი საზოგადოების გახლეჩვა და დაპირისპირება.”
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი
– – –
ფოტოს ავტორი: ბ. მუმლაძე