2017 წლის 10 დეკემბრის აქცია, რომლის ორგანიზატორიც იყო “თეთრი ხმაურის მოძრაობა”, მიმართულია ნარკომანიის დეკრიმინალიზაციისა და ნარკოტიკების ლეგალიზაციისაკენ.
ამ მოძრაობის ოფიციალური მხარდამჭერია სოროსის ფონდი საქართველოში, რომელმაც ამ მიზნით წელს პროექტისათვის – “ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში” 24000 დოლარი გამოყო.
იმისათვის, რომ არ მომხდარიყო საზოგადოების უმრავლესობის წარმომადგენელთა დაპირისპირება შეკრებილებთან, იმავე ადგილზე კონტრაქცია გამართეს მხოლოდ სასულიერო პირებმა მრევლის გარეშე, ლოზუნგებით:
არა ნარკომანიას!
ნარკომანია სიკვდილია!
ნარკოტიკები – გზა ჯოჯოხეთისაკენ!