12.06.17
დღეს თბილისში, უკრაინის საელჩოსთან მართლმადიდებელი მრევლი შეიკრიბა, რომელიც უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის დევნას და სქიზმატების და მწვალებლების მიერ ტაძრების მიტაცებას აპროტესტებდა:
“უკრაინის პრეზიდენტს,
უკრაინის რადის დეპუტატებს,
ჩვენ ქართველი მართლმადიდებლები პროტესტს გამოვთქვამთ უკრაინაში:
1. სქიზმატების მიერ მართლმადიდებლური ეკლესიების მიტაცების გამო;
2. მართლმადიდებელი სასულიერო პირებისა და მრევლის შეურაცხყოფა-დევნის გამო;
3. რადის მიერ ანტიმართლმადიდებლური კანონის განხილვის გამო;
მოვითხოვთ შეწყდეს მართლმადიდებელთა დევნა, ტაძრების მიტაცება და არაქრისტიანული კანონის მიღებას.” – ნათქვამია საელჩოს წინ შეკრებილი მართლმადიდებელი მრევლის მიერ გავრცელებულ პეტიციაში.