2000 წლის ნობელის პრემიის ლაურიატმა, ფიზიოლოგიაში და მედიცინაში, შვედმა მეცნიერ-ნეიროფარმაკოლოგმა, არვიდ კარლსონმა (Arvid Carlsson), იტალიურ საინფორმაციო სააგენტოს ACI-ს განუცხადა, რომ ღმერთის რწმენა ადამიანის გენშია ჩაწერილი, ხოლო იყო მორწმუნე – ადამიანის ცხოვრების ბუნებრივი ფორმაა.
“ჩვენ დავიბადეთ გენებით, რომელიც მოგვცა ღმერთმა. და ეს არის ცხოვრების ბუნებრივი ფორმა: ურთიერთობა ღმერთთან, ლოცვა ღვთისადმი და რწმენა ღმერთისა” – განაცხადა მეცნიერმა.
აღსანიშნავია, რომ იგი თავის თავს უწოდებს “არარელიგიურს, მაგრამ ადამიანს რომელსაც გააჩნია გახსნილი გონება”. არვიდ კარლსონმა ხაზი გაუსვა, რომ რელიგიური ადამიანი – არის ნორმალური ადამიანი, და აი ურწმუნო – ეს არის რაღაც ფორმა შეზღუდული შესაძლებლობისა, უუნარობა.
დასმულ კითხვაზე, ადამიანის გონების შესაძლებლობაზე შეიმეცნოს სამყარო, პროფესორმა უპასუხა:
“ეს ძალზედ საინტერესო თემაა. რამდენი სიბრძე იყო დასაწყისში, როდესაც სიცოცხლე ისახებოდა? ჩვენ ეს არ ვიცით”.
მან აღნიშნა, რომ სავსებით შესაძლებელია, როდესაც კი პირველმა უჯრედმა დაიწყო თავისი არსებობა, მასში უკვე არსებობდა ღრმა სიბრძნე. უჯრედების რაოდენობა იზრდებოდა და მათში კვლავ იმყოფებოდა სიბრძნე. რამდენი იყო თავდაპირველად ეს უცნობია. მაგრამ ეს იყო თავიდანვე.
“მესმის თუ რატომ არის ამდენი ადამიანი რელიგიური. სინამდვილეში რელიგია წარმოადგენს ჩვენი გენის ნაწილს” – განაცხადა ნობელის პრემიის ლაურიატმა არვიდ კარლსონმა.
წყარო: 1gr.tv