მატერიალიზმის და გარყვნილების შესახებ – არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

მატერიალიზმის და გარყვნილების შესახებ – არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

მატერიალიზმმა ადამიანებს დაავიწყა, რომ ადამიანი უპირველეს ყოვლისა არის ღვთის ხატი და მსგავსი, სხივი, რომელიც მიმართულია დედამიწიდან სულიერი სამყაროს უსაზღვრო სივრცეებისაკენ, რომ ადამიანის ღერძი არის მისი უკვდავი სული, რომელიც ადამიანს ჩასახვისას ეძლევა…

მატერიალიზმის სული, სიცრუის სული, რომელმაც ღრმად მოწამლა ადამიანის აზროვნება და რომელიც ჩვენს ლიტერატურასა და განათლებაში ცოცხლობს. ის უმთავრეს მკვლელად უნდა ჩაითვალოს და ადამიანის სინდისის სამსჯავრომ მას სიკვდილი უნდა მიუსაჯოს, სანამ ამ სულს თვით სინდისი არ გაუნადგურებია მთლიანად…

ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ანგრევდნენ ტაძრებს და მათი ქვებისაგან საღორეებსა და ტუალეტებს აშენებდნენ; ახლა კი ანგრევენ ადამიანის სულის ტაძარს და მას საროსკიპოდ აქცევენ, თან ამას პროგრესს და კულტურას უწოდებენ, ხოლო ამ დანაშაულის შეჩერებისაკენ მოწოდებებს – შუა საუკუნეთა ფანატიზმს…

თუ სული დაკარგულია, მაშინ ყველაფერი დანარჩენი არის ძვლებითა და სისხლით სავსე ტომარა…

გარყვნილება მიზეზია სულიერი ძალების დეგრადაციისა…

გარყვნილი ადამიანები უკუდო მაიმუნების ტომად იქცევიან…

გარყვნილება აჩლუნგებს ადამიანის ნებას და მას ვნების მონად ხდის. ვნება ილუზორული მდგომარეობაა, ის შიგნით ცარიელია და ჰგავს საპნის ბუშტს, რომელიც ათასფრად ბრწყინავს მზის შუქზე, თუმცა წამის შემდეგ მისგან მხოლოდ სველი ლაქაღა რჩება. ამიტომ გარყვნილი ადამიანი ძალიან უბედურია. ის გრძნობს მუდმივ დაუკმაყოფილებლობას, მაგრამ გამოსავალს უფრო ხშირად გარყვნილებისავე ახალ სახეებში ეძებს…

წიდნიდან: “როგორ დავიბრუნოთ ოჯახში დაკარგული ბედნიერება”