ეკლესიის მამები სულის ცხონების შესახებ

ეკლესიის მამები სულის ცხონების შესახებ

“რატომ ვერ ცხონდება ყველა, თუკი მას (ღმერთს) ყველას ცხონება სურს? – იმიტომ, რომ ყველას ნება არ ეთანხმება მის ნებას, ხოლო ის არავის აიძულებს.”
წმ. იოანე ოქროპირი
[Св. Иоанн Златоуст, Беседы на Евангелие от Иоанна, беседа 8.]

* * *
“უნათლავსა დაღაცათუ ბევრეულნი სათნოებანი აქუნდენ, გეჰენიად მივალს, ხოლო აწ რომელნი ესევითართა საიდუმლოთა ღირსქმნულ ვართ, ცხორებაიცა მოვიღოთ ღირსი მის ნიჭისაი.”
წმ. იოანე ოქროპირი
[განმარტება იოანეს სახარებისა, ნაწ. I. თბ. 1993, გვ. 168]

* * *
“ვიცი, რომ მრავალი პატივს სცემს იუდეველებს და მათ ამჟამინდელ წესებს წმინდად მიიჩნევს; ამიტომ ვჩქარობ, ფესვებიანად ამოვძირკვო ეს მომაკვდინებელი აზრი… უკეთესია, ვთქვათ, რომ სინაგოგა არის მხოლოდ გარყვნილების სახლი და თეატრი, ასევე ავაზაკთა სამყოფელი და მხეცთა ბუნაგი… არა უბრალო მხეცის ბუნაგი, არამედ უწმინდური მხეცის ბუნაგი…

არავინ იუდეველთაგან თაყვანს არ სცემს ღმერთს… მათ არ იციან მამა, ჯვარს აცვეს ძე, უარყვეს სულიწმინდა… იქ არ ეთაყვანებიან ღმერთს, იქ კერპთაყვანისცემის ადგილია.”
წმ. იოანე ოქროპირი
[Против иудеев, Слово 1, 3.]

 

“რომელმან არა ნათელ-იღოს, მას ცხორებაჲ არა აქუს, გარნა მარტვილთა ხოლო, რომელთა თვინიერ წყლისა ნათლისღებისა დაიპყრან სასუფეველი; რამეთუ, რაჟამს იხსნიდა ჯუარითა სოფელსა მაცხოვარი და გუერდსა უგმირეს, გამოხდა სისხლი და წყალი, რაჲთა რომელთამე ჟამსა მშვიდობისასა სულითა წმიდითა და წყლითა ნათელ-იღონ და რომელთამე კუალად ჟამსა დევნისასა თვისითა სისხლითა ნათელ-იღონ.”
წმ. კირილე იერუსალიმელი (+386)

 

“კითხვა: თუკი ვინმე ქრისტეს ურწმუნო, მაგალითად, იუდეველი ან სამარიტელი, მრავალ კეთილ საქმეს აღასრულებს, შევა ცათა სასუფეველში?

პასუხი: ვინაიდან უფალი ეუბნება ნიკოდიმოსს: „ამენ, ამენ გეტყვი შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“ (იოან. 3,5), ცხადია, რომ ვერ შევა სასუფეველში. თუმცა არ დაკარგავს თავის მისაგებელს: ან იღებს თავის კეთილდღეობას სიმდიდრით, ფუფუნებით და სხვა ცხოვრებისეული სიამოვნებებით, იმის მსგავსად, ვინც გაიგონა აბრაამისგან: „მოიხსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხორებასა შენსა“ (ლუკ. 16,25), ანდა მისი ხვედრი მომავალ საუკუნეში დიდად განსხვავებული იქნება იმათი ხვედრისგან, ვინც სიკეთეს არ აღასრულებდა. რამეთუ როგორც მართალთათვის აქვს ღმერთს მრავალი სავანე (იხ. იოან. 14,2), ასევე ცოდვილთათვისაც მრავალი სხვადასხვა სასჯელია.”
წმ. ანასტასი სინელი
[კითხვა-პასუხი, კ.7]

 

“ღმერთი კაცთმოყვარე რომ არის, ეს ზედმიწევნით ვიცი, მაგრამ ძალიან მკაცრად რომ სჯის მათ, ვინც მის კაცთმოყვარებას არაფრად აგდებს, ამის შესახებ წმიდა წერილიც აცხადებს და ამბებიც მოწმობენ. ვინ გამოგზავნა წარღვნა? ვინ დაწვა სოდომის მიწა მაცხოვრებლებთან ერთად? ვინ დასაჯა იერუსალიმი? ვინ ჩააგდო ტყვეობაში იუდეველები და მთელ დედამიწაზე მიმოფანტა, როგორც ლტოლვილები და დასჯილი მონები? ამიტომაც ნუ ჩავიდენთ ცოდვას ღვთის კაცთმოყვარების იმედით, არამედ დავუფიქრდეთ მის მართლმსაჯულებას…”
ღირსი ისიდორე პელუსიელი (+დაახლ. 436-440)

 

“ყოველ წვალებას (ერესს) მამად ჰყავს დასაბამითდან შეცთომილი, კაცისმკვლელი და მტყუვარი ეშმაკი (ინ. 8:44)”.
წმ. ათანასე დიდი
[Св. афанасий великий, творения,
часть вторая, сергиев посад, 1902, стр.14]

 

“ერიდე, შვილო, ჭეშმარიტი სწავლებისაგან განდგომილებთან ყოველგვარ საუბარს. თუკი ვინმე ცხონდება, მხოლოდ მართლმადიდებლ სარწმუნოებაში მცხოვრები… სხვისი სარწმუნოების ქება არ შეიძლება, ვინაიდან ეს საკუთარი სარწმუნოების შეურაცხყოფაა.

თუ შიშველი, მშიერი ან უბედურებაში ჩავარდნილი იუდეველი, მუსლიმანი ან კათოლიკე დაინახო, ყველას მიმართ იყავი მოწყალე, როგორც შეგიძლია დაიხსენი გაჭირვებისაგან და ღმერთი გადაგიხდის, ვინაიდან თვით უფალიც წყალობს არა მხოლოდ მართლმადიდებლებს, არამედ შეცდომილებსაც. თუკი ვინმე გეტყვის, ჩვენი და თქვენი სარწმუნოება უფლისგანააო, ასე უპასუხე: შეხედე რას ამბობს წმიდა წერილი: “ერთ არს უფალ, ერთ არს სარწმუნოება, ერთ ნათლისღება.” (ეფეს. 4.5)”
ღირსი თეოდოსი პეჩორელი (+1070)

 

“მეორე დღეს, ფაშას უფრო მეტად გასაღიზიანებლად, მამა ილარიონმა დაიწყო ლაპარაკი მუსულმანობისა და მისი დამაარსებლის მუჰამედის სიცრუეზე. უწოდებდა მას მატყუარას და ამბობდა, რომ როგორც იგი დაიღუპა, ისე ყველა მისი მორწმუნე დაიღუპებაო.

“როგორ ფიქრობ, ჩვენ საით წავალთ?” – ჰკითხა ფაშამ სიცილით.

“იქით, საითაც თქვენი მუჰამედი!” – უპასუხა ბერმა.

“და საით წავა, შენი აზრით, მუჰამედი?”

“ჯოჯოხეთში!” – უპასუხა მამა ილარიონმა, – “და თქვენც მასთან ეთრად”.

“მაშ, შენი აზრით, ვინ ცხონდება და სამოთხეში ვინ მოხვდება?”

“მხოლოდ ჭეშმარიტი მორწმუნენი, ქრისტეს მართლმადიდებელი სარწმუნოების წიაღში მყოფნი; მათ გარდა ყველანი: ებრაელები, სომხები, კათოლიკეები და პროტესტანტები სატანჯველით დაისჯებიან”.

მაშინ ყველამ, ვინც კი ოთახში იმყოფებოდა (ამ დროს ფაშასთან შეკრებილიყვნენ ყველა მთავარი თურქი მოხელეები, აგრეთვე წარჩინებული უცხოელები: ინგლისელები, ფრანგები, ებრაელები და სომხები), გამძვინვარებულებმა შესძახეს: “სიკვდილი მაგას!”

ამ ყვირილზე ფაშას აღარ შეეძლო გულგრილად დარჩენა, და თუმცა ბერის სიკვდილი არ სურდა, მაგრამ თვითონაც რომ არ შერაცხილიყო მუჰამედის კანონის უარმყოფელად, მამა ილარიონისათვის თავის მოკვეთა ბრძანა:

“თავად მოუხმე უბედურებას, ახლა მე შენი დაცვა აღარ ძალმიძს; გაბედული სიტყვებისათვის თავი მხრებზე არ შეგრჩება!” – უთხრა ბერს.

მამა ილარიონმა თავი მოიშიშვლა, დახარა და თქვა: “აჰა! მოჭერი! ჭეშმარიტებისათვის სიკვდილისა არ მეშინია!”
წმ. ილარიონ ქართველის (ყანჩაველის, +1864) ცხოვრებიდან

 

“ცხონებისათვის ერთი კეთილი საქმე გვესაჭიროება: სარწმუნოება. მაგრამ სარწმუნოება საქმეცაა. სარწმუნოებით, მხოლოდ სარწმუნოებით და უფლისაგან ბოძებული ეკლესიური საიდუმლოებების მეშვეობითაა შესაძლებელი ღმერთთან დაკარგული კავშირის აღდგენა. ამაოდ ფიქრობთ და ამბობთ, რომ კეთილი ხალხი, თუნდაც წარმართი ან მაჰმადიანი იყოს, მაინც ცხონდება, ანუ ღმერთთან ერთად იქნება მარადისობაში. ცდებით! ჭეშმარიტი ეკლესია, როგორც ძველი აღთქმისა, ისევე ახლისაა, ყოველთვის აღიარებდა, რომ სულის ხსნის ერთადერთი საშუალება არის მაცხოვარი. ადამიანი თავისი დაცემული ბუნების გამო, უდიდესი სათნოებებითაც რომ იყოს დაჯილდოებული, მაინც ჯოჯოხეთისთვისაა განწირული.”
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი 
[“რატომ ვერ ცხონდება არამართლმადიდებელი”]

 

“კათოლიკეები, ლუთერანები და რეფორმატორები მოსწყდნენ ქრისტეს ეკლესიას… ისინი აშკარად ქრისტესა და მისი ეკლესიის წინააღმდეგ მიემართებიან.”
წმ. იოანე კრონშტადტელი

 

“ანათემა მუჰამედს და მის სწავლებას, გადმოცემულს ყურანში, რომელშიც ის აღიარებს, რომ უფალი, ღმერთი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე არ არის ძე ღვთისა; კარგს უწოდებს ცუდს, ხოლო ნათელს წარმოაჩენს ბნელად, და ისევ [ანათემა] მის ბილწ სწავლებას, საწინააღმდეგოს ქრისტეს წმინდა მოძღვრებისა და ღვთივგანბრძნობილი წმინდათა სწავლებისა, აგრეთვე [ანათემა] მას, ვინც შთააგონა მას ეფიქრა და ესწავლებინა ეს ბილწი და საძაგელი საგნები, იქნება ეს ადამიანთაგან ვინმე, ან იქნება თვით ბოროტმთავარი დემონებისა და მამა ბოროტებისა, ან თუნდაც თავად ბილწმა მუჰამედმა შვა ესოდენ უმსგავსო ნაყოფი; გარდა ამისა, ანათემა მათ ვინც [თვლის], რომ მუჰამედი – წინასწარმეტყველია და მოციქული, რომლისგანაც მიიღეს სწავლება და მცნებები, საწინააღნდეგო ქრისტეს მოძღვრებისა.”
კონსტანტინოპოლის 1180 წლის საეკლესიო კრების განჩინებიდან


ZNEOBA.GE-ს რედაქცია