ჩვენ, ამ წერილის ავტორებს, გვსურს მოგაწოდოთ დაზუსტებული ინფორმაცია იმ საერთაშორისო ორგანიზაციებზე, რომლებიც, ბოლო ხანებია, აქტიურად თანამაშრომლობენ საპატრიარქოსთან.
ეს ორგანიზაციები თავს აჩვენებენ, როგორც მთელ საზოგადოებას, ასევე საპატრიარქოს, რომ თითქოს ისინი არიან სიკეთის მთესველნი, ძალადობის წინააღმდეგნი, უფლის მოყვარულნი.
არა და, ამ დროს, სინამდვილეში, მათ მთელი მსოფლიო კარგა ხანია იცნობს, როგორც ყველაზე აგრესიულ, მოძალადე, ფაშისტურ, ღმერთის და ადამიანების (ზოგადად ადამიანურობის) უბოროტეს მტრებს.
ამ წერილში, ზემოთ ხსენებული ორგანიზაციებიდან ჩვენ გამოვყოფთ საპატრიარქოსთან განსაკუთრებულად მჭიდრო თანამშრომლობაში მყოფ ორ სუბიექტს:
გაეროს (თავისი ფონდებით) და კათოლიკურ ორგანიზაციას „ვორლდ ვიჟენი“ (World Vision).
1. გაერო
რეალურად, გაერო თითქმის მთელ მსოფლიოში და ასევე საქართველოშიც წარმოადგენს ყველა ქვეყნის მთავრობების ერთგვარ ზემდგომ მთავრობას.
სწორედ მისი დირექტივებით ყალიბდება და იმართება ადგილობრივი ხელისუფლებები საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ დონეზე.
რეალურად, გაერო არის ერთგვარი სახე მომავლი გლობალისტური მსოფლიოსი, ანტიქრისტეს ტახტის დასადგმელად, ახალი მსოფლიოს წესრიგის ხელისუფლებისა.
რა თქმა უნდა, სწორედ ამ ანტიქრისტეს სულიკვეთებისაა მისი იდეოლოგიაც. კერძოდ, იგი ძირითადად დგას დედამიწაზე არსებულ ორ მთავარ ბოროტებაზე – ჩვილების დედის საშოში მკვლელობაზე (აბორტი) და სოდომიის (ლგბტ) სისაძაგლის დაკანონება-ხელშეწყობაზე.
ბოლო ჟამის ეს ორი უდიდესი დაცემულობა, როგორც ამ სტრუქტურის საყრდენი, მათ მიერ, რა თქმა უნდა, აბსოლიტურად შეუნიღბავი და გაცხადებულია.
კერძოდ, მათი მხრიდან ამ სატანის საქმეებთან, ჰომოსექსუალიზმთან და აბორტებთან, მიკუთვნებულობის სადემონსტრაციოდ მათი შტაბ-ბინა ყოველი წლის 17 მაისს ნათდება ბილწი ლგბტს მიერ უზურპირებულ ცისარტყელას ფერებში და, ასევე, ყოველ წელს ისინი აღნიშნავენ ყოვლად ცინიკურ “უსაფრთხო აბორტის” დღესაც.
ახლა კი, კონკრეტულად რას საქმიანობს საქართველოში გაერო და მისი ფონდები (ბავშვთა ფონდი იუნისეფი, მოსახლეობის ფონდი, გაეროს ქალთა ფონდი, იუნესკო და ა.შ.):
1. გაეროს ეგიდით და განათლების სამინისტროს ახალგაზრდული ცენტრის პარტნიორობით საქართველოს ე.წ. „მომავლის ბანაკებში“ კვირაში ორჯერ, ანუ ყოველ ნაკადში, ტარდება ორი სალექციო კურსი შიდსზე და ტოლერანტობაზე; მოგეხსენებათ, რა საკითხები შეიძლება განიხილებოდეს ამ თემების ქვეშ.
ამ პროგრამაში გაეროს (მეტი “წარმატებისთვის”) ჩვენს შვილებთან ლექტორებად დადგენილი ჰყავთ ისეთი ღია ლგბტ პირები, როგორებიც არიან ლესბოსელი ანა აბაშიძე, ფემინისტი ბაია პატარაია, მამათმავალი კობა ბიწაძე. ეს ის ბიწაძეა, რომელიც თავის ფეისბუქ გვერდზე ღიად ამაყობდა იმით, რომ ვინმე ყმაწვილთან “ღამე გაუტარებია” ბაგრატის ტაძრის ეზოში (!).
აი, ასეთებს აგზავნის გაერო ჩვენი შვილების გასახრწნელად, რა თქმა უნდა, მშობლების ზურგს უკან, მთავრობის ხელშეწყობით.
ისინი ბავშვებს ურცხვად უყვებიან ჰომოსექსუალებზე და ერთგან ბიჭებიც კი გაატარეს იმპროვიზირებულ პოდიუმზე კაბებით.
2. გაეროს პროგრამით საქართველოს ბაგა-ბაღებში, უკვე რამდენიმე წელია, რაც დაინერგა ე.წ. “ნეიტრალური გენდერის” პროგრამა. ამ პროგრამით ჩვენს შვილებს სპეციალურად უღვივებენ „ნეიტრალური სქესის“ თვისებებს, და, უფრო მეტად კი, საპირისპირო სქესისას, რაც გამოიხატება, მაგალითად, როგორც სათამაშოების შერჩევაში (არ უნდა იყოს გრადაცია გოგოს და ბიჭის სათამაშოებში, უფრო სწორად ისინი საპირისპიროდ უნდა დაარიგონ), ასევე ათას სხვა აქტივობაში (მაგალითად, პედაგოგებს ეკრძალებათ ბავშვებს მიმართონ “გოგოებო” ან “ბიჭებო” მათი სქესის მიხედვით; იხ. სასკოლო მზაობის პროგრამა “თამაში” აღმზრდელის სახელმძღვანელო, გვ. 18). მიზანი ცხადია – რათა ბავშვებს მომავალში გაუადვილდეთ “სქესის შეცვლა” და ბუნებრივად მოეჩვენოთ ჰომოსექსალური ურთიერთობები.
3. გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია იუნესკოს მხარდაჭერით საქართელოში გავრცელდა სულის შემძვრელი, უბინძურესი „სექსუალური განათლების“ ვიდეო გაკვეთილები ვინმე ხატია ახალაიასგან, რომლებშიც ის თავის მცირეწლოვან შვილს ღიად უქადაგებს ათასგვარ გარყვნილებას, და მათ შორის, ლგბტ სიბილწის მიმღებლობას.
4. გაერო შემოიჭრა სპორტშიც, სპეციალურად მის ერთერთ ყველაზე ვაჟკაცურ ნაწილში და ჩვენ შვილებს, რაგბისტებს (რომლებიც ერის სასახელოდ და მათ საჯანმრთელოდ გვყავს შეყვანილი სპორტის ამ სახეობაზე), კვლავ მშობლების ზურგს უკან, დაურიგა რაგბის ბურთები წარწერით “all genders”, რაც ნიშნავს “ყველა ლგბტს”. ამ ბურთებით უნდა ითამაშონ თურმე ბავშვებმა, რომ კარგად გაუჯდეთ ეს გახრწნილება და მომავალში მყრალი ჰომოსესუალების რიგები შეავსონ ამ სატანისტების გასახარად.
5. გაერომ, მისმა ბავშვთა ფონდმა იუნისეფმა (რა თქმა უნდა, იუნისეფი ზემოთ ჩამოთვლილი ყველა სიბინძურის ისედაც უშუალო მონაწილეა) საქართველოში შეოგვიტანა და მიგვაღებინა ბავშვების ღმერთთან დამაპირისპირებელი და ოჯახების დამანგრეველი საშინელი „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, რომელსაც ხალხმა უკვე უწოდა „ბავშვთა წართმევის კოდექსი“.
სხვათა შორის, უშუალოდ ამ ბავშვთა ფონდის, იუნისეფის შტაბის თავზეც მათ საკუთარ დროშასთან ერთად ფრიალებს ხოლმე ლგბტ დროშა.
იუნისეფი ის სამარცხვინო ორგანიზაციაა, რომელიც ბავშვებში სექსუალური გარყვნილების გაკვეთილების შეტანისთვის და ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისთვის ოფიციალურად გამოაძევეს აფრიკიდან (ამ თემაზე გადაღებულია ცნობილი დოკუმენტური ფილმიც).
ისე, რა თქმა უნდა, ამ პროგრამებს ისინი მთელ მსოფლიოში ახორციელებენ, უბრალოდ, სამთავრობო დონეზე მათ წინააღმდეგობა უკვე აფრიკის გარდა აღარსად ხვდებათ (რა თქმა უნდა, ოფიციალურად, არც ჩვენთან).
იუნისეფმა, ამ ბინძურმა სოდომიტურმა ორგანიზაციამ და მისმა მზაკვარმა შეფმა ბატონმა ღასან ხალილმა, იმდენი მოახერხა, რომ საპატრიარქოს თავი მეგობრად წარმოუდგინა; მისმა შეფმა, ფაქტიურად შექმნა მითი საკუთარ პერსონაზე, რომ ის ღმრად მორწმუნეა, რომელიც, თურმე, საეკლესიო გალობებს წერს (ჯერ რა მორწმუნე შეიძლება იყოს ჩვენთვის კათოლიკე მწვალებელი) და ისე წარმოაჩინა თავი, რომ თვითონ, თითქოს და, არ იზიარებს ლგბტ სიბილწეს და არ მოსწონს, არამედ უბრალოდ მათი ჩაგვრის წინააღმდეგია.
ერთი შეხედვით, ვინ შეიძლება ბატონ ხალილს ამაში არ დაეთანხმოს, მაგრამ, სამწუხაროდ, მზაკვრობა სწორედ აქაა დამალული, რადგან, როგორც ბატონი ხალილი თავად დასძენს, მისთვის სოდომიტების ჩაგვრა, თურმე ისიც ყოფილა, თუკი, მაგალითად ღია ჰომოსექსუალს სკოლის მასწავლებლის, ან თუნდაც ბაღის აღმზრდელის თანამდებობიდან გაათავისუფლებ. და ჩვენი ბავშვები თუ გადაგვარდებიან და დაიჩაგრებიან იმით, რომ მათ ლგბტ პედაგოგი ეყოლებათ, ამას, რა თქმა უნდა, ბატონი ხალილი არად დაგიდევთ, მთავარი ხომ “უმცირსობების უფლებებია“ დღევანდელ ახალ მსოფლიო წესრიგში.
და აი, ამ ბილწი ლგბტ ცნობიერების და აბორტების ხელშემწყობი ორგანიზაციის ეს მაღალი წარმომადგენელი ისე გათავხედდა, რომ თავის ღვთის პირისგან გადავარდნილ თანამშროლმებთან ერთად ეპარქია-ეპარქია დაბრძანდება და სარგებლობს რა ჩვენი სამღვდელოების მოთმინებით, სემინარებს და ტრენინგეს უტარებს მათ “ბავშვთა უფლებებზე”.
ამ მაღალ ნდობას ბატონმა იუნისეფის შეფმა იმითაც მიაღწია, რომ შექმნა კიდევ ერთი მითი, რომ, თითქოს და, ის სადაცაა დაეხმარება ქართველ ერს, რათა სამუდამოდ აიკრძალოს საქართველოში აზარტული თამაშები (ამასთან დაკავშირებით, მისი საგანგებო მიმართვაც კი დაიდო საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახაურის გვერდეზე).
არა და, რა თქმა უნდა, ესეც ფარსი აღმოჩნდა. რადგან, ამ ვიდეოში ბატონი ღასანი მხოლოდ იმაზე საუბრობს, რომ აზარტული თამაშები აკრძალული უნდა იყოს ბავშვებში, რაშიც არაფერია ნოვატურული, რადგან ეს ისედაც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით.
6. გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN women),
კავშირი „21 საუკუნე“ (The Union Century 21)
ამ საეჭვო საქმიანობის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობით, სულ ცოტა ხნის წინ, გაიმართა “საგანმანათლებლო” სემინარი ტყიბყულის და თერჯოლის ეპარქიაში. სემინარის მონაწილეების უკან გამოფენილი იყო ფერადი ბანერები შემდეგი ტექსით:
“ერთად გენდერული სტერეოტიპების და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ”; „გენდერული თანასწორობა”; „eu4genderequality“ (ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის) და ა.შ.
ამ სემინარის თემა ყოფილა ქალთა თანასწორობა და ოჯახური ძალადობა.
პირველი:
ჯერ, რაც შეეხება უშუალოდ ტერმინს „გენდერი“. ეს ტერმინი დიდი ხანია არაა, რაც შემოღებულია ლგბტ ლობისტების მიერ იმ მიზნით, რომ ქალის და კაცის სქესის გარდა, ტოლ-სწორად ჩაითვალოს სხვადასხვა ჰომოსექსულური სიბნძურეებიც. მოგეხსენებათ, რომ ლგბტ სიბილწის პროპაგანდისტები დღეს, ქალის და კაცის თანასწორად, ლგბტ გარყვნილების ვარიაცების 60-მდე „გენდერულ ტიპს“ ითვლიან.
მეორე:
რაც შეეხება უშალოდ თემებს: თემები “ქალთა თანასწორობა” და “ოჯახური ძალადობა”ასევე მოგონილია ლგბტ ზონდერების მიერ, რათა იერიში იქნას მიტანილი მცირე ეკლესიაზე, ერის ქვაკუთხედზე – ოჯახზე.
ეს სატანური იდეოლოგია “ქალთა თანასწორობის” და “ოჯახში არა ძალადობის” ლოზუნგებით სინამდვილეში იბრძვის ოჯახის დასანგრევად.
ამ მიზნით, პირველ რიგში, ის ებრძვის ოჯახის ქრისტიანულ გაგებას, რომლის თავიც არის მამაკაცი.
ვინაიდან, თუ ოჯახის თავი წაიქცა, ფაქტია, ოჯახიც დაინგრევა.
სოდომიტებს, რომელთაც, რა თქმა უნდა სძულთ ოჯახი, კაცი, მისი ბუნებრივი პრიმატის გამო, აპრიორი ჰყავთ გამოცხადებული მოძალადედ, რომელიც ძალადობს მეუღლეზე და ჩაგრავს მას. ქმარი, თურმე, უსაფუძვლოდ მოითხოვს ცოლისგან დედობის სამსახურს, დიასახლისობას და ა.შ.
ისინი აგონებენ ქალბატონებს, რომ მეუღლეობა და დედობა, თურმე, ქალისთვის მონობა და წარუმატებლობა ყოფილა, ხოლო ოჯახს გარეთ ნებისმიერი სამსახური კი წარმატება.
ასევე, ვინაიდან ჰომომოსექსუალებს შვილი არ უჩნდებათ, მათ მიტანილი აქვთ იერიში ჩვენ ბავშვებზეც და ისინიც გამოცხადებული ჰყავთ ოჯახური ძალადობის მსხვერპლებად.
ცნობილია მათი შემდეგი ფორმულირება ტრადიციულ ოჯახზე:
“პატრიარქალური ოჯახი ოდითგავე იყო ჩაგვრის ინსტრუმენტი, რადგან იგი შედგება ძლიერი და სუსუტი სქესისაგან”-ო.
აი, სწორედ ამ თეორიის საფუძველზე ხდება მთელ “ცივილიზებულ” მსოფლიოში, მათ მიერვე შექმნილ ბავშთა კოდექსების ბაზაზე (რომელსაც თავად დასავლეთში „იუვენალური ფაშიზმი“ უწოდეს) აღმოცენებული სოციალური სამსახურებით, ათასი მიზეზით, მათ შორის, ყურის აწევაზეც და კუთხეში დაყენებაზეც კი, მშობლებისთვის შვილების წართმევა და მათი გაშვილება ერთსქესიან „ოჯახებზე“, იმ მოტივით, რომ ერთსქესიანი „ოჯახები“, რადგან სქესობრივად ტოლი სიძლიერისანი არიან, თურმე ამის გამო, მათ ერთმანეთში ჩაგვრა არა აქვთ და ბავშვი ამიტომ ჰარმონიულ გარემოში გაიზრდებაო.
სწორედ გაეროს ეს ფონდები კურირებენ მთელ მსოფლიოში სექსულური აღზრდის პროგრამას, ოჯახის დაგეგმარებას და კონტრაცეპტივების დარიგებას.
ორგანიზაცია „გაეროს ქალები“, თითქოს ებრძვის ნაადრევ ქორწინებას (თუმცა არა სქესობრივ კავშირებს) და ამ მოტივით უკვე მეხუთე კლასიდან უხსნიან ბავშვებს, სექსუალური აღზრდის გაკვეთილებზე, თვალსაჩინოებების დემონსტრირებით, მაგალითად, ჩასახვისგან თავდასაცავად რა და როგორ გამოიყენება (ამ ყველაფრის ყოვლად ამზრზენი შედგენილობიდან გამომდინარე, ფართო საზოგადოების წინაშე თავს შევიკავებთ კონკრეტული მაგალითების მოყვანისგან).
აი, სწორედ ამ ყველაფრის შემოქმედმა ორგანიზაციებმა ჩაატარეს, სახელწიფოსთან ერთად, სემინარი ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიაში სამღვდელოებასთან.
გეგმა მარტივია:
1. საპატრიარქოსთან თანმშრომლობით მათ სურთ შეიქმნან ლეგიტიმაცია, რომ მათი ბინძური და სატანური საქმეები თითქოს და არაა სახიფათო და მისაღებია საზოგადოებისთვის.
2. მოახდინონ ეკლესიის დისკრედიტაცია.
3. ეკლესიაში შეძლონ შეიტანონ ეს ბინძური სული და მღდელმსახურები (მისი თუნდაც მცირე ნაწილი მაინც) გადმოიყვანონ საკუთარ ჭკუაზე.
ნ უ ი ყ ო ფ ი ნ !!!
გურამ ფალავანდიშვილი
“ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება”
დავით ლორთქიფანიძე
ახალგაზრდული ცენტრი “ზნეობა”
P.S.
7. „ვორლდ ვიჟენი“ (World Vision)
ამ ორგანიზაციასაც აქვს თამშრომლობა საპატრიარქოსთან და თავს აჩვენებენ მათაც და მთელ საზოგადოებას, რომ თითქოს გული შესტკივა ბავშების კეთილდღეობაზე.
არა და:
პირველი
მიუხედავად იმისა, რომ მალავენ, ინტერნეტში იოლად იძებნება ინფორმაცია იმაზე, რომ ისინი წარმოადგენენ რაღაც კათოლიკური ორდენის მიერ დაარსებულ არასამთავრობოს.
და მეორე
ამ ზაფხულს, ქალაქ თელავში (და ასევე სავარაუდოდ მთელი საქართველოს მასშტაბით), ბავშვთა საერთაშორისო დღეს მათ, დღისით მზისით, მოაწყვეს პირდაპირ პარკში ცნობილი უცხოური ჰომოსექსუალური კინო-ფილმის ჩვენება 10 წლის ბავშვის ისტორიაზე. ამ ფილმის დაუფარავი მიზანია საზოგადოებაში და, განსაკუთრებით, პატარა ბავშვებში ამ სიბილწისადმი მინიმუმ მიმღებლობის ჩამოყალიბება.