128-ე სკოლის მშობელთა საინიციატივო ჯგუფის განცხადება

128-ე სკოლის მშობელთა საინიციატივო ჯგუფის განცხადება

სასწრაფოდ ვიწყებთ სკოლებში მშობელთა საბჭოების შექმნას!
ძვირფასო მშობლებო, გვჭირდებით წარმომადგენლები ყველა სკოლებიდან.
გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: ტელ. 599 11 00 03
არასამთავრობო ორგანიზაცია “ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება”
(თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი)

* * *

“ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის ცდუნება. მისთვის უმჯობესი იქნებოდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვის უფსკრულში ჩაეძირათ” (მთ. 18, 6-7) – ბრძანებს უფალი.

ძვირფასო მშობლებო, როგორც მოგეხსენებათ ამ რამდენიმე თვის წინ ჩვენს სკოლაში გავავრცელეთ განცხადება, რომელიც შეეხებოდა განათლების სამინისტროს მიერ სკოლა-ბაღებში აქტიური ბინძური ლგბტ პროპაგანდის დაწყებას. კერძოდ, ლგბტ ორგანიზაცია “საფარისთვის” იმ ფუნქციის მიცემას, რაც გულისხმობს პედაგოგებისთვის წვრთნების (ე.წ. ტრეინინგების) ჩატარებას ‐ თუ როგორ უნდა ჩაუნერგონ ბავშვებს ლგბტ მიმღებლობა.

ბავშვების გარყვნილების პროპაგანდისაგან დაცვის მიზნით ჩვენ შევხვდით დირექტორს და ჩავაყენეთ საქმის კურსში იმასთან დაკავშირებით, რომ ვაპირებთ ბავშვთა დაცვის მშობელთა საბჭოს შექმნას მოსალოდნელ საშიშროებებთან დაკავშირებით და შევთავაზეთ თანამშრომლობა, რაზედაც მან კატეგორიული უარი განაცხადა.

და, აი, ფაქტის წინაშეც დავდექით:

ჩვენი სკოლის დირექციამ, თებერვლის დასაწყისში, IX-X-XI კლასელებისთვის სკოლაში შეხვედრა მოაწყო საქართველოში ბილწსიტყვაობით ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ადამიანთან, ეკლესიის მაგინებელთან, ე.წ. “პორნო პოეტთან” პაატა შამუგიასთან.

შეხვედრა შედგა გასაიდუმლოებულად, ყოველგვარი წესების დარღვევით. კერძოდ, არ ყოფილან გაფრთხილებული მოსწავლეების მშობლები, შეხვედრას არ ესწრებოდნენ დამრიგებლები. ბავშვებს წინასწარ გამოართვევინეს ტელეფონები. შეხვედრას ესწრებოდა მხოლოდ დირექტორი და სასწავლო ნაწილის გამგე.

ამ ე.წ. პოეტმა დაუფარავად მიუთითა ბავშვებს ინტერნეტ სივრცეში თავისი პორნოგრაფიული შინაარსის შემცველი ლექსების შესახებ. (სათაურები: “გარყვნილების აპოლოგია” და “ეროტიკა და პოეტიკა”) და უთხრა, რომ არ გაკვირვებოდათ მისი უხამსი გამონათქვამები.

ასევე იგი მოუყვა ბავშვებს თავისი პირადი ინტიმური ცხოვრების შესახებ, ვერშემდგარ სიყვარულზე. სიამაყით გამოუცხადა ბავშვებს რომ მან 11 სკოლა გამოიცვალა თავისი განსხავებული აზრის გამო.

თვითონ, ფსიქოლოგიურად გაჭირვებული, ბავშვებს ესაუბრა თვითმკვლელობის აზრებზე და დაუსვა ჩვენ შვილებს „დიაგნოზი“, რომ მათ ყველას ფსიქოლოგი სჭირდება.

როგორც “ზედამხედველმა” ისე შეეკითხა იქ დამსწრე დირექტორს და სასწავლო ნაწილის გამგეს ჰყავთ თუ არა სკოლაში ფსიქოლოგი და მათაც, შეშინებულებმა, ჩააბარეს ანგარიში, რომ ნამდვილად ჰყავთ ფსიქოლოგი!

(ამ გარყვნილებით დაავადებული ადამიანების მიერ აღიარებული გენდერული თეორიის მიხედვით ბავშვებმა, ფსიქოლოგების დახმარებით, უნდა გაარკვიონ სრულწლოვან ასაკამდე, ბიჭები არიან თუ გოგოები. ამასვე ასწავლიან სკოლებისა და ბაღების მასწავლებლებს განათლების სამინისტროს ტრეინინგებზე, მიუთითებენ არ დაუძახონ ბავშვებს „ბიჭებო“ და „გოგონებო“)

აშკარად იგრძნობოდა, რომ განათლების სამინისტროდან გამოგზავნილი ეს “პოეტი” იყო უფროსი ამ ღონისძიებაზე და არა დირექტორი და სასწავლო ნაწილის გამგე, რომლებმაც ერთი სიტყვის თქმაც კი ვერ გაბედეს ჩვენი შვილების დასაცავად. ვინ დაიცავს ჩვენს შვილებს იმ დამაზიანებელი ღონისძიებებისგან, რომლებიც განათლების სამინისტროს აქვს დაგეგმილი მომავალში?

ვისაც ყველაზე მეტად ევალება ჩვენი შვილები ზნეობრივი დაცვა, სკოლის დირექტორი და სასწავლო ნაწილი, სწორედ მათ აიძულეს სკოლაში ბავშვებთან მოეყვანათ საქართველოში გარყვნილებით ერთ ერთი ყველაზე გამორჩეული ადამიანი, როგორც მისაბაძი პიროვნება.

ძნელი წარმოსადგენი არაა, რამხელა ცდუნების წინაშე აღმოჩდნენ ის ბავშვები, რომლებმაც დაუჯერეს უფროსებს და გაეცნენ “პორნოპოეტის” “შემოქმედებას”.

ანალოგიური მდგომარეობაა სხვა სკოლებშიც, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს არ არის ჩვენი სკოლის დირექციის ინიციატივა, რომ ისინი ასრულებენ განათლების სამინისტროს დავალებებს!

ამიტომაც, ჩვენ ერთადერთი გზა დაგვრჩა – ჩვენ თვითონ დავიცვათ ჩვენი შვილები.

ამასთან დაკავშირებით მშობელთა საინიციატივო ჯგუფი გთავაზობთ შევქმნათ ჩვენი სკოლის ბავშვთა დაცვის მშობელთა საბჭო.

შევიკრიბოთ, დავსახოთ გეგმები, როგორც დამოუკიდებლად მოქმედებისათვის, ასევე სხვა სკოლების საბჭოებთან კოორდინირებული მოქმედებისთვის (ანალოგიური საბჭოების შექმნა იგეგმება სხვა სკოლებშიც), რათა ვაგრძნობინოთ განათლების მესვეურებს, რომ სკოლა ჩვენია ‐მშობლების და ჩვენ ვწყვეტთ რა ჯობია ჩვენი შვილების კეთილდღეობისათვის, ისინი კი დაქირავებული გვყავს იმისათვის, რომ ამ კეთილდღეობას ემსახურონ!

რაც შეეხება ჩვენი შვილებისთვის სხვა საჭირბოროტო საკითხებს, როგორებიცაა:

1) ტრადიციული ღირებულებების მქონე მასწავლებლების როგორც ფსიქოლოგიური, ისე სოციალური დევნა.

2) მშობელთა ინტერესების უგულველყოფა, ფინანსური და ფსიქოლოგიური ზეწოლა.

3) საქართველოს ისტორიისა და დედაენის დამცირება-დაკნინება და სხვა.

ყველა ამ საკითხის გადაწყვეტაში მშობელთა საბჭოებს დიდი წვლილის შეტანა შეეძლებათ!

ასევე მოგიწოდებთ სხვა სკოლების მშობლებს გავერთიანდეთ და ერთად დავიცვათ ჩვენი შვილების კეთილდღეობა!

“ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება”