ქრისტე იშვება: ადიდებდეთ! ქრისტე ზეციდან; გამოვედით მიგებებად! ქრისტე ქვეყანასა ზედა, აღმაღლდებით! უგალობდით უფალსა ყოველი ქუეყანა! და ვეტყვი ორთავეს: იხარებდინ ცანი და იშვებდინ ქუეყანა: ჯერ ზეციურისთვის, შემდეგ ქვეყნიურისთვის!.. ქრისტე ქალწულისაგან…
მოვალს მელქისედეკი; შობილი უდედოდ, იშვება უმამოდ, – პირველ უდედოდ, მერმე უმამოდ. ირღვევა კანონი ბუნებისა. ქრისტე უბრძანებს, ნუ შევეწინააღმდეგებით. უხორცო ხორცს შეისხამს, სიტყვა მყარი იქმნება, უხილავი საჩინო ხდება, შეუხებელი – შესახები, ძველი დღეთა (ანუ დაუსაბამო) დასაბამს იღებს. ძე ღვთისა ძე კაცისა ხდება. იესუ ქრისტე გუშინ და დღეს იგივეა.
დე იუდეველები ცთუნდებოდნენ, წარმართნი ეცინოდნენ, მწვალებელნი ენაბრგვილობდნენ! მაშინღა ირწმუნებენ, ოდეს იხილავენ ზეცად აღმავალს, თუ მაშინ არა, უეჭველად მაშინ, როდესაც იხილავენ ზეციდან გარდამომავალს და დამჯდარს განსჯად ცოცხალთა და მკვდართა. მაგრამ ეს შემდგომ იქნება, აწ კი დღესასწაულია ღვთისგანცხადებისა ანუ შობისა და ეს ორი სახელი აქვს ამ დღეს, რამეთუ შობის მიერ და ასეც იწოდება ეს დღე ღმერთი გამოგვეცხადა კაცთა… რათა მას, რომელმაც მოგვანიჭა ყოფიერება, მოენიჭებინა კეთილყოფიერებაც.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი