ხელისუფლის ცოდვა, რომელიც მთელ ერზე მოქმედებს

ხელისუფლის ცოდვა, რომელიც მთელ ერზე მოქმედებს

43152674859

წმიდა მოციქულთა 65-ე კანონი: “უკუეთუ ვინმე მოყუასი ანუ ერისკაცი შევიდეს შესაკრებელსა ჰურიათასა ანუ მწვალებელთასა ლოცვად, განიკუეთენ მოყუასი და უზიარებელ იქმენინ ერისკაცი.”
(მოც. 7,45,70,71; ტრულ. 11; ანტიოქ. 1; ლაოდ. 6,29,33,37,37)

byzantine_icons_of_sinai_allart_biz_0091 - Copy

წმიდა მოციქულთა 70-ე კანონი
“უკუეთუ ვინმე ეპისკოპოსმან, ანუ ხუცესმან, ანუ დიაკონმან, ანუ რომლისავე სამღდელოჲსა დასისაგანმან იმარხოს ჰურიათაჲთანა, ანუ იდღესასწაულოს მათ თანა, ანუ შეიწყნაროს მათგან სადღესასწაულო რაჲმე ძღუენი, ვითარ უცომოჲ, ანუ სხუა რაჲმე ეგევითარი, განიკუეთენ, ხოლო ერისკაცი უზიარებელ იქმენინ.”
(მოც. 7,64,71; ტრულ. 11; ანტიოქ. 1; ლაოდ. 29,37,38; კართ. 51,73,106)

წმიდა მოციქულთა 71-ე კანონი
“უკუეთუ ვინმე ქრისტეანემან ზეთი მიიღოს ტაძარსა საწარმართოსა, ანუ შესაკრებელსა ჰურიათასა დღესასწაულთა მათთა, ანუ სანთელი აღანთოს, უზიარებელ იქმენინ.”
(მოც. 7,64,70; ტრულ. 11,94; ანკვ. 7,24; ანტიოქ. 1; ლაოდ. 29,37,38,39; კართ. 21)

+ + +

mamata-cxovreba-mama-gabrieli1 - Copy

“ეკუმენიზმი ერესთა ერესია. მართლმადიდებლური ეკლესია აზვირთებულ ოკეანეში მცურავი ხომალდია, რომელშიც ჩვენ მართლმადიდებლები ვზივართ.”
ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი სალოსი (ურგებაძე)

+ + +

12687880_1267094206639058_6023474971454989850_n

“როგორ შეიძლება ქრისტიანობის, მუსლიმანობის, ბუდიზმის გათანაბრება? ეს ხომ რელიგიის უცოდინრობის მაჩვენებელია და ნიშნავს იმას, რომ გაცნობიერებული არა გვაქვს ცხოვრების უმთავრესი მიზანი, არ ვზრუნავთ ჩვენს უკვდავ სულზე და არ გვაწუხებს, რომ არასწორი პოზიციის გამო იგი შეიძლება სამუდამოდ წარვიწყმიდოთ… მართლმადიდებელი სარწმუნოება ხერხემალია ჩვენი ეროვნული სულისა…”
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

+ + +

st-john-chrysostom

“ვიცი, რომ მრავალი პატივს სცემს იუდეველებს და მათ ამჟამინდელ წესებს წმინდად მიიჩნევს; ამიტომ ვჩქარობ, ფესვებიანად ამოვძირკვო ეს მომაკვდინებელი აზრი… უკეთესია, ვთქვათ, რომ სინაგოგა არის მხოლოდ გარყვნილების სახლი და თეატრი, ასევე ავაზაკთა სამყოფელი და მხეცთა ბუნაგი… არა უბრალო მხეცის ბუნაგი, არამედ უწმინდური მხეცის ბუნაგი…

არავინ იუდეველთაგან თაყვანს არ სცემს ღმერთს… მათ არ იციან მამა, ჯვარს აცვეს ძე, უარყვეს სულიწმინდა… იქ არ ეთაყვანებიან ღმერთს, იქ კერპთაყვანისცემის ადგილია.”
წმ. იოანე ოქროპირი

+ + +

tsm. kvipriane kartageneli

“მწვალებლები არასოდეს მოვლენ ეკლესიაში, თუკი ჩვენ თვითონ დავარწმუნებთ, რომ მათაც აქვთ ეკლესია და საიდუმლოები”.
წმკვიპრიანე კართაგენელი

+ + +

469005

“ბოროტ საქმიანობას ეწევიან ისინი, ვინც დღესასწაულებს ულოცავს არამართლმადიდებელთ, ცრუმორწმუნეთ და მწვალებელთ, ამით, ისინი ერეტიკოსთა სიჯიუტეს უჭერენ მხარს და თავიანთ სიცრუეში კიდევ უფრო ამყარებენ.”
მღვდელი დანიელ სისოევი

+ + +

12485207

“დღეს, სამწუხაროდ, ჩვენ თანამედროვე „კორექტულობა“ გაგვიჩნდა და ადამიანები მიისწრაფიან საკუთარი თავის კეთილად წარმოჩენისაკენ. საკუთარი „უმაღლესი ღირსების“ გამოვლენის სურვილს ისინი იქამდე მიჰყავს, რომ ქედს იხრიან ორრქიანი ეშმაკის წინაშე.

„დაე, იყოს ერთი რელიგია“, – ამბობენ ისინი და ყველას ერთ სიბრტყეზე ათავსებენ. ჩემს სენაკშიც მოსულა რამდენიმე ადამიანი მსგავსი შეხედულებებით. „ჩვენ, ანუ ყველას, ვისაც გვწამს ქრისტე, – მეუბნებოდნენ ისინი, – გვჭირდება ერთ რელიგიაში გაერთიანება“. – „ეს იგივეა, რომ ერთად მოვუყაროთ თავი რამდენიმე კარატიან ოქროსა და მისგან გამოცალკევებულ სპილენძს, რათა კვლავ გაკეთდეს მათგან ერთი შენადნობი“, – ვუპასუხე მე.

განა გონივრულია, კვლავ ავურიოთ ოქრო იაფფასაიან ლითონთან?! ჰკითხე ოქრომჭედელს: „შეიძლება თუ არა ნაგვისა და ოქროს შერევა?“ ჩვენმა ეკლესიამ ხომ უამრავი ბრძოლა გადაიტანა, რათა დოგმატები ნაგვისგან გაეწმინდა?“ წმიდა მამებმა იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ. მათ უმიზეზოდ არ აუკრძალავთ ერეტიკოსებთან ერთობა. მაგრამ დღეს არა მხოლოდ ერეტიკოსებთან ერთობლივი ლოცვისკენ მოუწოდებენ, არამედ ბუდისტებთან, ცეცხლთაყვანისმცემლებთან და სატანისტებთან ერთადაც კი. „მართლმადიდებლები, – ამბობენ ისინი, – ასევე უნდა ესწრებოდნენ ეკუმენურ ერთობლივ ლოცვებსა და კონფერენციებს, ეს ჭეშმარიტების დამოწმებაა!“ რომელი „დამოწმება?!“ ეს ადამიანები ყველა პრობლემას ლოგიკის მეშვეობით აგვარებენ, ისინი იმის გამართლებას პოულობენ, რასაც არ შეიძლება ჰქონდეს გამართლება. მოდერნისტული სული მიიჩნევს, რომ საერთო ბაზრის დახლიდან სულიერი საგნებითაც კი შეიძლება ივაჭრო.“
ღირსი მამა პაისი მთაწმინდელი