ჰომოსექსუალებად არ იბადებიან – მეცნიერები უარყოფენ ლგბტ-ს ძირითად არგუმენტს

ჰომოსექსუალებად არ იბადებიან – მეცნიერები უარყოფენ ლგბტ-ს ძირითად არგუმენტს

ამერიკის ფსიქოლოგიის ასოციაციის (APA) ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერი და ლესბოსელთა უფლებების დამცველი დოქტორი ლიზა დაიმონდი (Lisa Diamond) აღიარებს, რომ ჰომოსექსუალებად “არ იბადებიან” – “ჟურნალი სექსუალობა”-ს უფროსი თანაავტორი, APA-ს ფსიქოლოგი და ასოციაციის ერთ-ერთი “ყველაზე პატივცემული წევრი”, აცხადებს, რომ სექსუალური ორიენტაცია არის “ცვალებადი” და არა მუდმივი.

ფსიქოლოგმა დოქტორ ლაურა ა. ჰეინსმა (Laura A. Haynes) შემდეგნაირად შეაჯამა დოქტორ დაიმონდის მიერ ჟურნალში, წიგნსა და YouTube-ლექციებზე გაჟღერებული არგუმენტები: “ბრძოლა იმის დასამტკიცებლად რომ “მამათმავლები ასეთებად დაიბადნენ და ვერ შეიცვლებიან” დამთავრებულია! დაიმონდი მოუწოდებს ლგბტ აქტივისტებს, რომ შეწყვიტონ ამ მითის დამკვიდრება”.

ტიპიური არგუმენტის საწინააღმდეგოდ (ჰომოსექსუალები “დაბადებიდან მამათმავლები” არიან), მეტყველებს ისიც, რომ 2011 წლიდან APA ოფიციალურად აღიარებს სექსუალური ორიენტაციის ცვალებადობას.

დოქტორმა დაიმონდმა შეაჯამა კორნელის უნივერსიტეტში (Cornell University) ლექციების დროს ჩატარებული კვლევების შედეგები რომელშიც ნათქვამია – ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ სექსუალური ორიენტაცია, მათ შორის სქესობრივი ლტოლვა, ქცევა და თვითგამორკვევა, არის ცვალებადი ხასიათის, როგორც მოზარდის, ასევე ზრდასრული ადამიანის ორივე სქესის წარმომადგენლისთვის.

ეს ნაშრომი სრულიად ეწინააღმდეგება ლგბტ აქტივისტების მიერ  აშშ-ს ზოგიერთ შტატში მიღებულ კანონს, რომლითაც იკრძალება “სარეაბილიტაციო თერაპია” იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ცდილობენ იგივე სქესის მიმართ სექსუალური ლტოლვის დაძლევას.

“სარეაბილიტაციო თერაპიის” წინააღმდეგ კანონებს ამართლებენ იმ ფსევდო პოსტულატით, რომ ყველა ადამიანი, რომელიც განიცდის სექსუალურ ლტოლვას იგივე სქესის მიმართ, არა მხოლოდ ჰომოსექსუალია დაბადებიდან, არამედ მისი ჰომოსექსუალური ორიენტაცია უცვლელია, ამიტომ “სარეაბილიტაციო თერაპიის” გამოიყენებას ასეთ ადამიანებზე არათუ აზრი არ აქვს, არამედ სისასტიკეა, რადგან ლგბტ აქტივისტების ლოზუნგის თანახმად “იმის შეცვლა, როგორიც ხარ, შეულებელია”.

გარდა ამისა, ბევრი ლგბტ აქტივისტი განმარტავს სექსუალურ ორიენტაციას, როგორც “ჩვენი დროის ადამიანის უფლებათა საკითხს”, როგორც “რასობრივ კუთვნილებას”. თუმცა, დაიმონდი და APA უარყოფს ამ არგუმენტებს.

ამერიკული მართლმადიდებლური ინსტიტუტის (American Orthodox Institute) დამფუძნებელმა, მამა იოანემ (Johannes Jacobse) დოქტორ დაიმონდის “ცვლილების კურსს” უწოდა ჰომოსექსუალი ადამიანების დაჟინებული თავისმართლების “ნათელი ცვლილება”. “სექსუალური სურვილები ცვალებადია, ჰომოსექსუალური მიდრეკილებები არ არის ჩდებული ადამიანის გენებებში”; ის, რომ მამათმავლებად იბადებიან, მითია და ადამიანის ნება გრძნობებმა არ უნდა დაძლიონ (ქცევა არის არჩევანი, ადამიანი ვალდებული არ არის, დაემორჩილოს ნებისმიერ განცდას, განსაკუთრებით სექსუალურს). არგუმენტი, რომ “ჰომოსექსუალებად იბადებიან” მხოლოდ პოლიტიკურია და არა მეცნიერული, სექსუალური ორიენტაცია არის ცვალებადი, ისევე როგორც მრავალი სხვა”.

“იდეა, რომ ადამიანის გრძნობები განსაზღვრავს თუ ვინ არის ის, და რომ ღმერთმა შექმნა იგი ასეთად, არის ტყუილი”, – წერს მამა იოანე. “თუ ადამიანს ჰომოსექსუალური ლტოლვა გააჩნია, არ ნიშნავს იმას, რომ ის შეიქმნა როგორც ჰომოსექსუალი”.

“თუ ადამიანი ირჩევს ჰომოსექსუალურ ცხოვრებას, ეს არის მისი ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება, მაშინაც კი, თუ ლტოლვა არ არის ნებაყოფლობითი” – შეაჯამა მამა იოანემ – “თუ ადამიანი გრძნობს ჰომოსექსუალური ურთიერთობის სურვილს და სურს, რომ ეს ორიენტაცია ტრადიციულისკენ შეცვალოს, არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ ასეთი ცვლილებები შესრულებულა”.

მამა იოანემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაიმონდის და APA-ს აღიარებამ “შეარყია ნიადაგი ჰომოსექსუალთა დამცველების ფეხქვეშ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ჰომოსექსუალური ორიენტაცია ისეა ინტეგრირებული ადამიანის პიროვნებაში როგორც ჰეტეროსექსუალებში. არგუმენტი, რომ ჰომოსექსუალებად “დაიბადნენ” აღარ იარსებებს.”

“ამასთან ერთად, APA-მ აღმოაჩინა, რომ სექსუალური ლტოლვა ცვალებადია, შეიძლება შეიცვალოს და ძალიან ხშირად ასეც ხდება”, – აღნიშნა მამა იოანემ.

“ადამიანის ჩვეულებრივი სექსუალური ლტოლვა და ბუნებრივი შეზღუდვები დაფუძნებულია არა გენეტიკაზე, არამედ ბუნებრივი სიმართლის, მორალისა და რელიგიის სფეროებზე – რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი წარმოდგენების ფორმირებაზე პირადი და სოციალური კეთილდღეობის შესახებ” – წერს მამა იოანე.

მამა იოანემ განაცხადა, რომ დოქტორი დაიმონდის კვლევის შედეგები ადასტურებს, იმას, რომ ექიმებს შეუძლიათ დაეხმარონ მათ, ვისაც სურს თავი დააღწიოს ერთსქესიან ლტოლვას.

“ჩვენ უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ადამიანს, ვისაც ჰომოსექსუალური ლტოლვა გააჩნია, მაგრამ უნდა რომ შეიცვალოს”, – აცხადებს მამა იოანე: “ადრე კონსულტანტებს არ ეძლეოდათ უფლება კლიენტებს დახმარებოდნენ, რათა შეეცვალათ ჰომოსექსუალური ორიენტაცია ნორმალური, ჰეტეროსექსუალურით, იმ იდეოლოგიის საფარქვეშ, რომ “მამათმავლებად დაიბადნენ”. ამ საკითხს ხელისუფლებამ ხელი “შეუწყო” “რეაბილიტაციის თერაპიის” აკრძალვით, ისევე როგორც საზოგადოების სხვა მიდგომებს ჰომოსექსუალური აქტივობის საპასუხოდ”.

თარგმნა ალექსანდრე შაიშმელაშვილმა

ZNEOBA.GE-ს რედაქცია

წყარო: lifesitenews.com