გმობა სულისა წმინდისა არა მიეტევოს უკუნისამდე

გმობა სულისა წმინდისა არა მიეტევოს უკუნისამდე

ამ დღეებში “რუსთავი 2”-ის ტელევიზიამ აჩვენა ღვთის და ეკლესიის მგმობელი სიუჟეტები. პირველში გამოიყვანეს მომღერალი, რომელსაც თავზე ედგა ეკლის გვირგვინი და როკ-მუსიკის თანხლებით მღეროდა ათი მცნების სიტყვებს. ანუ პირდაპირ დასცინეს და შეურაცხყვეს უფალი იესო ქრისტე.

მეორე სიუჟეტში სტუდიაში ისხდნენ ამ არხის დირექტორი გვარამია და წამყვანი. ამ დროს “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი გაბუნია წყლის ჯამით და უსუპით ასხურებდა ირგვლივ სტუდიას. აქ უკვე დასცინოდნენ საეკლესიო წესებს – წყლის კურთხევას, წმინდა წყლის სხურებას.

ჩვენ დიდად ვწუხვართ ამ ადამიანების სულებზე. ისტორია გვაჩვენებს, რომ ყველა ღვთისმგმობელი საშინლად ისჯებოდა, ისჯებოდნენ მათი ოჯახები და მათი შვილები და შვილიშვილები.

ღმერთი სულგრძელობით ელოდება ყველა ადამიანის სინანულს, მაგრამ თუ ისინი არ შეინანებენ, მათ მოელით საშინელი სასჯელი ამ ქვეყანაზეც და მარადიულ ცხოვრებაში, ჯოჯოხეთში.

“ხოლო რომელმან თქუას გმობაჲ სულისა წმიდისათჳს, არა აქუს მიტევებაჲ უკუნისამდე, არამედ თანამდებ არს იგი საუკუნოჲსა სასჯელისა.” (მარკ. 3:29)

მღვდელმონაზონი ბასილი ანთაძე

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial