გაიცანით – ეს პატარა გიორგია.
მას 3 კვირიდან უკვე უცემს ნამდვილი ქართველი ვაჟკაცის გული.
მართალია გიორგის ჩასახვიდან სულ რაღაც 7 კვირა გავიდა, მაგრამ 4 კვირისთვის ფორმირებული ხერხემლის და კუნთების წყალობით იგი ახლა უკვე მთელ ტანს ამოძრავებს დაბადებული ბავშვის მსგავსად (ოღონდ გიორგის დედა ამ მოძრაობებს გაცილებით გვიან, მე-15-20 კვირებზე იგრძნობს).
გიორგის სიცოცხლის 43-ე დღიდან უკვე შესაძლებელია ტვინის ენცეფალოგრამის გადაღება.
მაგრამ ეს ყველაფერი არ არის: გიორგის ხელები, რომლებზეც თითებიც კი გაირჩევა, საქმიანად უწყვია მუცელზე, იგი კონცენტრირებულია – სადაცაა ყბის და ღრძილების (სარძევე კბილების ჩანასახებით) ფორმირება უნდა დაასრულოს, რომ 8 კვირისთვის თითის წოვა შეძლოს – თითის წოვა ხომ პატარების ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი საქმიანობაა!
გიორგი მშვიდად ვითარდება დედიკოს მუცელში და წარმოდგენაც არ აქვს, რომ მართალია არაფერი დაუშავებია, მაგრამ თუ კი დედიკოს და მამიკოს ის აღარ დასჭირდებათ, საქართველოს კანონმდებლობით (12 კვირამდე) თავისუფლად შეეძლებათ მისი მოკვლა…
მაშინ ვინ დაიცავს პატარა გიორგის უფლებებს?!
ამიტომ ჩვენ, უკვე დაბადებულებმა, ყველამ ერთად უნდა დავიცვათ პატარა გიორგის, ნინოს, ნიკოლოზის, დავითის, ბარბარეს, მარიამის, მათეს, თეკლას და სხვა ათიათასობით ჯერ არ დაბადებული ბავშვის მთავარი უფლება – სიცოცხლის უფლება!
ZNEOBA.GE-ს რედაქცია