აბორტს გადარჩენილი სიამის ტყუპების ისტორია

აბორტს გადარჩენილი სიამის ტყუპების ისტორია

დაქორწინებულ წყვილს შელი და გრეგ ტაკერებს (აშშ) მძიმე გამოცდის ჩაბარება მოუწიათ, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად სირთულეებზე არაფერი მეტყველებდა. ისინი დაქორწინდნენ 2009 წელს და მალე მათ შვილი ოუენი შეეძინათ.

შელიმ და გრეგმა გადაწყვიტეს, რომ ერთი ბავშვით არ შემოფარგლულიყვნენ და ოუენისთვის ძმა ან და ეჩუქებიათ. მაგრამ გაჩნდა სერიოზული პრობლემები. თავდაპირველად, შელი დიდხანს ვერ ორსულდებოდა. თვე თვეს მისდევდა, მაგრამ ცვლილებები არ ჩანდა.

შელიმ გაიარა მკურნალობის კურსი, რამაც შედეგი გამოიღო. ტაკერების ოჯახმა შეიტყო სასიამოვნო ამბავი – მათი ოჯახი მალე შეივსებოდა ტყუპებით! მაგრამ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა…

1200-630-kopirovat-941-1170x630

ულტრაბგერითმა კვლევამ აჩვენა, რომ ტყუპები, რომლებსაც შელი მუცლით ატარებდა სიამის იყვნენ.

ექიმებმა დაუფარავად გააფრთხილეს ტაკერების ოჯახი, რომ სიამის ტყუპების წარმატებით განცალკევების შანსი ძალიან მცირეა და შელის შესთავაზეს ორსულობის აბორტით დასრულება. მაგრამ დედას ამ გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა.

“როდესაც ექიმმა დიაგნოზი გააკეთა, მე უბრალოდ ფიზიკურად ვიგრძენი, როგორ იბრძოდნენ ჩემი შვილები ჩემს შიგნით და ლოცულობდნენ, რომ მათთვის სიცოცხლე შემენარჩუნებინა! მე არ მეყო ძალა, რომ მომესპო მათთვის გადარჩენის შანსი. მივხვდი, რომ ექიმების რჩევა არ შემეძლო მიმეღო”, იხსენებს შელი.

დედამ მუცლით ატარა თავისი ქალიშვილები და დანიშნულ დროს ბავშვები დაიბადნენ საკეისრო კვეთით.

1-353გოგონებს დაარქვეს ელისონ-ჯუნი და ამელი-ლი. ჩვილები ჯერ კიდევ ძალიან პატარები იყვნენ განცალკევების ოპერაციისთვის. მათთვის აუცილებელი იყო ცოტა მომძლავრებულიყვნენ ასეთი პროცედურისთვის, ამიტომ ოპერაცია 8 თვის თავზე დაგეგმეს.

3-322

5-272

ამ დრომდე გოგონები იზარდებოდნენ ექიმების გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ. საბედნიეროდ, მათ განვითარებას არაფერი გადახრა არ ჰქონია და დანიშნულ დროს გადაწყდა ოპერაციის ჩატარება.

8-213ექიმების 40 კაციანი გუნდი 7 საათის განმავლობაში ატარებდა ურთულეს ოპერაციას გოგონების განცალკევების მიზნით. ამ პროცედურის სირთულის მიუხედავად, ყველაფერი კარგად წარიმართა და ელისონი და ამელი საბოლოოდ “გათავისუფლდნენ” ერთმანეთისგან.

9-200

“ჩემთვის დიდი ბედნიერებაა როცა ვუყურებ როგორ იზრდებიან ჩემი პატარა გოგონები და პირველ ნაბიჯებს დგამენ!” – იძახის შელი და სიხარულს არ მალავს. დრომ აჩვენა, რომ დედის გადაწყვეტილება მიეცა გოგონებისთვის სიცოცხლის შანსი მართებული აღმოჩნდა.

ZNEOBA.GE-ს რედაქცია