მის უწმიდესობასა და უნეტარესობას,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია II-ს
წმინდა სინოდის წევრებს საინფორმაციო წერილი
შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ!
სოდომიის, მამათმავლობის დანერგვა საქართველოს განათლების სისტემაში უკვე მასშტაბურ ხასიათს იღებს.
ამა წლის 15 მაისს, ხალხის ზურგს უკან, საქართველოს განათლების სამინისტრომ და გაეროს სამმა სააგენტომ მოღალატური ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის მიხედვითაც შვედეთის მთავრობას საქართვლოს განათლების სისტემაში გენდერული (ანუ ლგბტ) თემატიკის შემოტანა, დამკვიდრება დაევალა:
(www.agenda.ge – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინგლისურენოვანი ალმანახი)
როგორც ვიცით შვედეთი ამ სიბილწისა და გარყვნილების კუთხით მსოფლიოს ავანგარდშია.
1. საბავშვო ბაღები
ა) UNICEF-მა საბავშვო ბაღის პედაგოგებისთვის შეიმუშავა აღმზრდელის სახელმძღვანელო “თამაში”. ამ სახელმძღვანელოს მიხედვით პედაგოგები “არ ახდენენ გოგონებისა და ბიჭების ხელოვნურად დაყოფას” (გვ.18). მათ ეკრძალებათ ბავშვებს დაუძახონ გოგოები და ბიჭები, განასხვავონ ისინი სქესობრივი ნიშნით, ვინაიდან ახალი გენდერული თეორიის მიხედვით სექსუალური იდენტობა საბოლოოდ მხოლოდ გვიან ასაკში ყალიბდება და პატარა ბავშვები მომავალში შეიძლება სულაც “მესამე სქესისანი” აღმოჩნდნენ.
ბ) ამ მიზნის განსახორციელებლად ბაღების სისტემაში გაეროს ეგიდით სპეციალურად შემოჰყავთ მათ მიერ დატრეინინგებული 800 ახალი პედაგოგი-ფსიქოლოგი.
2. სკოლის ასაკი
უკვე III-IV კლასებიდან გენდერული თემატიკის დანერგვის მიზნით სასწავლო პროგრამაში შემოაქვთ ახალი საგნები “მე და საზოგადოება” და “ჩემი საქართველო”.
ა) ის, რომ ამ საგნებში ლგბტ თემატიკა “სხვათა უფლებების”, “ტოლერანტობისა” და მსგავსი ტერმინების ქვეშ იგულისხმება, ამას საქართველოს მთავრობა ევროპული კომისიისადმი მიწერ წერილში დაუფარავად ადასტურებს:
(ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ, მოხსენება საქართველოს შესახებ, გვ. 61-62)
ბ) “მე და საზოგადოება”-ში საქართველოს საგანმანათლებლო პრაქტიკაში პირველად შემოდის სწავლების ახალი ტიპი “როლური თამაშები”. ამ თამაშების მიხედვით, დასავლეთში ფართოდ აპრობირებული მეთოდით, ბავშვებს ავალდებულებენ მოირგონ ჰომოსექსუალების როლები, მათდამი შემწყნარებლობისა და თანაგანცდის გამოსამუშავებლად.
3. ლგბტ ტრეინინგები სკოლებში
განათლების სამინისტრომ ევროსაბჭოს რეკომენდაციით უკვე განახორციელა საქართველოს რიგ სკოლებში ლგბტ თემატიკის შემცველი ტრეინინგების ჩატარება და ასევე სკოლების ფოიეებში ტრანსგენდერული სიმბოლიკის შემცველი კომიქსი-პლაკატების გამოკვრა.
4. სქესობრივი აღზრდა
სკოლებში, ბილოლოგიის და სამოქალაქო განათლების საგნებში იგეგმება სქესობრივი აღზრდისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შემოტანა:
გასათვალისწინებელია, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემდეგ, სქესობრივი აზრდის გაკვეთილებში ქალის და მამაკაცის ურთიერთობებთან ერთად, სავალდებულოა ჰომოსექსუალური ურთიერთობების სწავლებაც.
აღსანიშნავია, რომ საზოგადოდ, ის პირები, რომლებიც ბავშვებთან სექსუალურ გაკვეთილებს ატარებენ ან მის ჩატარებას ლობირებენ, ფაქტიურად პედოფილები არიან.
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე
გურამ ფალავანდიშვილი