პრემიერი კვირიკაშვილი, ადრე პრემიერი ღარიბაშვილი და, საერთოდ, მთელი სამთავრობო გუნდი, ქორწინების, როგორც მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირის საკონსტიტუციო შესწორების ინიციატივით გამოდის.
თუმცა, სინამდვილეში, თუკი ამ გუნდს სურს, მართლაც შეაჩეროს მამათმავლობის გავრცელება, მაშინ მან უპირველეს ყოვლისა უნდა გააუქმოს მის მიერვე, ამ ორიოდე წლის წინათ ერთხმად მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი, როგორც ამ სიბილწის სათავე.
ქვემოთ ვეცდებით დეტალურად განვმარტოთ ამ ორი საკითხის – ანტიდისკრიმინაციული კანონისა და ერთსქესიანი ქორწინების ურთიერთმიმართების თემა.
ეს ორი საკითხი ერთმანეთთან შედარებით აბსოლუტურად არათანაზომადია. კერძოდ:
- ანტიდისკრიმინაციული კანონი თუ გაუქმდება, თავისთავად გაქრება ერთსქესიანი ქორწინების, ბავშვთა აყვანისა და სხვა თემები, რომლებიც უბრალოდ ამ კანონის შედეგებს წარმოადგენს.
- ხოლო თუკი აიკრძალება ერთსქესიანი ქორწინება, ეს, თავის მხრივ, არანაირ გავლენას არ მოახდენს ლგბტ-ის ლეგალიზაციასა და გავრცელებაზე, რადგან ბილწ მამათმავლებს აგიტაციის, პროპაგანდის, აღლუმების, სკოლაში მასწავლებლობისა და ჩვენი შვილების გარყვნის უფლებას არა ქორწინების, არამედ ანტიდისკრიმინაციული კანონი ანიჭებს.
ასევე საგულისხმოა აღინიშნოს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ გამოსვლას გამბედაობა და სამოქალაქო გმირობა სჭირდება, რომელიც, სამწუხაროდ, არც ერთ ჩვენს პარლამენტარს არ აღმოაჩნდა.
ხოლო ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების მოთხოვნა თავისთავად არანაირი გამბედაობისა და ვაჟკაცობის ნიშნებს არ შეიცავს. უფრო მეტიც, მსოფლიო პრაქტიკა გვანახებს, რომ პირიქით, იგი ვიზირებული და ინიცირებულია სწორედ ლგბტ ლობის მიერ და მისი პროექტის ნაწილს წარმოადგენს.
ამ ბინძური პროექტის მიხედვით უნდა შეიქმნას ცრუ საფრთხობელა, ამ შემთხვევაში ერთსქესიანი ქორწინების საკითხი, რომელიც გამოცხადდება მთავარ საფრთხედ და რომლის წინააღმდეგაც ნებადართული იქნება პროტესტი.
გამომდინარე აქედან, უნდა მოხერხდეს ანტიდისკრიმინაციული კანონის, ასე ვთქვათ, შეპარება და მისი უვნებლობის შესახებ მითის შექმნა.
ასევე უნდა შეიქმნას მეორე მითიც, რომ ლგბტ ლობი (ამ შემთხვევაში ევროკავშირი) პატივს სცემს ჩვენს ღირებულებებს, არ გვაძალებს მამათმავლობას და ამიტომაც გვითმობს ქორწინების საკითხში.
ის, რომ მსოფლიო პრაქტიკაში ქორწინების თემატიკა ანტიდისკრიმინაციული კანონის თანმდევია და მის გადასაფარად გამოიყენება, ნათლად დასტურდება ჩვენ საკუთარ, ქართულ მაგალითზეც.
1. ევროკომისრის განცხადება
სამარცხვინო და ბინძური ანტიდისკრიმინაციული კანონის ერთხმად მიღებამდე შტეფან ფულემ, რომელსაც მოლდავეთში „წითელი კომისრების“ ანალოგიით „ცისფერი კომისარი“ შეარქვეს, ასე დასძინა:
„დასავლეთის სურვილი არ არის, საქართველოს თავს უცხო ქვეყნის ფასეულობები მოახვიოს – საქართველოს თავისი ტრადიციები და ფასეულობები გააჩნია... მაგალითად, ამბობენ, რომ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება ითხოვს ერთსქესიანთა ქორწინებას და ამის თავს მოხვევას. არაფერი მსგავსი ხელშეკრულებაში არ არის…“.
მისი განმარტებით ერთადერთი მოთხოვნა, რაც ვიზების ლიბერალიზაციის პროცესს უკავშირდება, არის ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღება:
„ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა არის გარანტია იმისა, რომ ადამიანებისათვის მოპყრობა არ იყოს დისკრიმინაციული სქესის, რასის, ეროვნების და სექსუალური ორიენტაციის მიხედვით“.
თუ ამ „დიპლომატიურ“ განცხადებას გავაანალიზებთ, ფაქტია, რომ სამოქმედოდ შემდეგი ინსტრუქტაჟი შეგვრჩება:
თუკი ასოცირების ხელშეკრულება გვინდა, ვალდებულები ვართ, მივიღოთ ანტიდისკრიმინაციული კანონი.
ხოლო, ასევე, პარალელურად, თუკი გვსურს ჩვენი ღირებულებების „დაცვა“, უფლება გვეძლევა, გავაპროტესტოთ ერთსქესიანი ქორწინების საკითხი.
2. პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება
ღარიბაშვილმა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებისას „ცისფერი კომისრის“ ინსტრუქტაჟის მართლაც რომ პირნათელი შესრულების მაგალითი გვიჩვენა.
ერთის მხრივ, მან ანტიდისკრიმინაციული კანონი სავალდებულოდ და ლამის ქართული ფენომენის აუცილებელ მისაღებ პირობად გამოაცხადა:
„ანტიდისკრიმინაციული კანონის პროექტი ასახავს, პირველ რიგში, ქართველი ხალხის შემწყნარებლობის ტრადიციას, რომლითაც საქართველო არის ცნობილი საუკუნეების განმავლობაში. განსხვავებული რელიგიის, ეთნიკური კუთვნილების და განსხვავებული ცხოვრების წესის ადამიანები საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ და არავითარი გართულება არ ყოფილა… ყველა ადამიანს აქვს საკუთარი უფლება ჰქონდეს საკუთარი თუნდაც განსხვავებული ცხოვრების წესი – ეს მათი უფლებაა…“.
ხოლო, მეორეს მხრივ, გულის მოსაფხანად და ყურადღების გადასატანად, შტეფან ფულეს მიერვე ნაკარნახევი და ვიზირებული ინიციატივაც „ვაჟკაცურად“ აიტაცა:
„მესმის, რომ შეიძლება არსებობს განსხვავებული მიდგომები. არ უნდა მოხდეს ამ თემით სპეკულირება, ამიტომ გამოვდივარ დღეს ინიციტივით და მივმართავ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, რომ განიხილონ შემდეგი ინიციატივა, რომ მოხდეს კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთება, რომლის მიხედვითაც ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა“.
3. პრემიერ კვირიკაშვილის განცხადება
სამწუხაროდ, ბ-ნი კვირიკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებაც ფაქტობრივად ლამის სტენოგრაფიული სიზუსტით იმეორებს წინა პრემიერის და „ცისფერი კომისრის“ გზავნილებს.
კერძოდ, ამა წლის 29 ოქტომბრის განცხადებაში ის, ერთის მხრივ, აფიქსირებს მისი პარტიის მხარდაჭერას ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებასთან დაკავშირებით:
„ჩვენი პოლიტიკური ძალა მხარს უჭერს ანტიდისკრიმინაციულ კანონს და ჩვენ ყველანაირი დისკრიმინაციის წინააღმდეგი ვართ“.
ხოლო, მეორეს მხრივ, ქმნის განწყობას, რომ ტრადიციული ფასეულობების მხარდამჭერია:
”ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ფიქრობს, რომ ევროპას სჭირდება ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული ტრადიული ფასეულობები და ღირებულებები. ჩვენ თვითონ ვართ ევროპა”.
ლგბტ ლობის მიერ ინსტრუქტირებული სხვა მთავრობების მსგავსად, ტრადიციული ფასეულობების დაცვას არა ანტიდისკრიმინაციულ, არამედ ქორწინების საკითხში ხედავს:
”ამაში უნიკალურები არ ვართ, ეს არის ბევრ ქვეყანაში, არის აშშ-ში. რამდენიმე შტატში, ამიტომ ეს საკითხი არის ხელოვნურად აქტივიზირებული, საერთოდ, ამ საკითხის ჩვენი მხრიდან მხარდაჭერაც იმით იყო განპირობებული ყველასთვის, რომ ევროპა და დასავლეთი არ არის ერთსქესიანთა ქორწინების მხარდამჭერი”.
ბოლოს, ჩემს წერილს, რომლის დაწერის სურვილიც გამოიწვია ბ-ნი კვირიკაშვილის ბოლოდროინდელმა განცხადებამ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიმღებლობასთან დაკავშირებით, დავამთავრებ რიტორიკული შეკითხვით:
ბ-ნო გიორგი, თქვენ პოლიტიკურ ძალას, რომლის უმრავლესობაც თავს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრებად მიიჩნევს და განსაკუთრებით პირადად თქვენ, რომელიც ეკლესიურ ადამიანად ითვლებით, იწონებთ რა ანტიდისკრიმინაციულ კანონს, როგორ გავიწყდებათ მასთან დაკავშირებით ჩვენი სულიერი მამისა და პატრიარქის პოზიცია, როდესაც ის ანტიდისკრიმინაციულ კანონს „უკანონობის დაკანონებას“ უწოდებს და ასევე აღნიშნავს, რომ „არც ერთმა მორწმუნე ადამიანმა არ უნდა მიიღოს ის“:
“როგორ შეიძლება უკანონობა დააკანონო?! უკანონობის დაკანონება ეს დიდი ცოდვაა და სწორედ ამის შესახებ ვთქვი მე და რომ არ მეთქვა, ის იქნებოდა გასაკვირი. ვალდებული ვარ, რომ მეთქვა. არც ერთი მორწმუნე ადამიანი არ მიიღებს ამას, ასეთ კანონს და მე მინდა ვთქვა, რომ გავა დრო, როცა ჩვენ თვითონ გაგვიკვირდება, თუ, როგორ იქნა მიღებული ეს კანონი“.
გურამ ფალავანდიშვილი