ღამის ბარები და გართობა კლავს ადამიანის სულს და ჩაგრავს მის გონებას – ილია II

ღამის ბარები და გართობა კლავს ადამიანის სულს და ჩაგრავს მის გონებას – ილია II

“ჩვენ ვფიქრობთ, წმინდა ნინოს ღვაწლზე. როგორ შეძლო ამ მცირეწლოვანმა ბავშვმა წამოსულიყო ამ სიშორეზე და მოეხდინა სასწაული. ეს უდიდესი სასწაულია და უდიდესი პიროვნება საქართველოს ისტორიაში.

დღეს ვფქირობთ იმ ღვაწლზე, რომელიც უნდა იკისროს ჩვენმა ახლაგაზრდობამ. როგორი პასუხისმგებლობით ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები. აღმაშენებელი 16 წლის იყო, როდესაც მას სამეფო გვირგვინი დაადგეს. გვირგვინი დიდების კი არა, უდიდესი პასუხისმგებლობის იყო. თამარ მეფე მცირეწლოვანი იყო, როდესაც თანამოსაყდრე გახდა გიორგი მეფის. მათ ჰქონდათ პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე.

ადამიანი იმაზე კი არ უნდა ფიქრობდეს რა ჭამოს და სვას, ამას ღმერთი არ მოაკლებს, არამედ უნდა ფიქრობდეს რა გააკეთოს სამშობლოსთვის.

ამაზე უნდა იფიქროს ახალგაზრდობამ და არა ღამის ბარებსა და გართობაზე. ღამის ბარები და გართობა კლავს ადამიანის სულს და ჩაგრავს მის გონებას. ამიტომ, ასეთ გართობებს უნდა ერიდოს ახალგაზრდობა.

ვთხოვთ წმინდა ნინოს, რომ ჩვენს ახლგაზრდებს გული და გონება გაუხსნას და სიბრძნე მისცეს მათ, რათა ღვთის შიში ჰქონდეს. მათ უნდა ჰქონდეთ ღვთის შიში და სახელმწიფოებრივი აზროვნება”.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
(2015 წლის 27 იანვრის სადღესასწაულო ქადაგებიდან)