მოციქულთა 45-ე კანონი: თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს.
ეკლესიის მამები ავაზაკთა კრების და ეკუმენიზმის შესახებ
“ეკუმენიზმი ერესთა ერესია. მართლმადიდებლური ეკლესია აზვირთებულ ოკეანეში მცურავი ხომალდია, რომელშიც ჩვენ მართლმადიდებლები ვზივართ.”
ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი სალოსი (ურგებაძე, †1995)
“შემიძლია მხოლოდ წმ. თეოდორე სტუდიელის სიტყვები ვთქვა: “ეპისოპოსთა არა ყოველი შეკრება არის კრება, არამედ მხოლოდ იმ ეპისკოპოსთა შეკრებაა კრება, რომლებიც ჭეშმარიტებაში ჰგიებენ”. ჭეშმარიტად მსოფლიო კრება განისაზღვრება არა მხოლოდ მასზე შეკრებილი ეპისკოპოსების რაოდენობით, არამედ იმით, რომ ასწავლიდეს და ბრძნობდეს მართლმადიდებლურად. მაგრამ თუკი რაიმე შეკრება გადაუხვევს ჭეშმარიტებიდან, ის აღარ იქნება მსოფლიო კრება, მიუხედავ იმისა, უწოდებს იგი თავის თავს მსოფლიო კრებას თუ არა. ცნობილი “ავაზაკთა” კრება თავის დროზე უფრო მრავალრიცხოვანი იყო, ვიდრე ზოგიერთი მსოფლიო კრება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის არ იქნა მიჩნეული მსოფლიო კრებად, არამედ მიიღო “ავაზაკთა კრების” სახელი!…”
არქიეპისკოპოსი თეოფანე პოლტაველი (ბისტროვი, †1964)
“უკანასკნელი ჟამი დგება. მალე ეკუმენისტური კრება იქნება, სახელწოდებით “წმიდა”. მაგრამ ეს იქნება სწორედ ის “მერვე კრება”, რომელიც უღმერთოთა თავყრილობა იქნება. მასზე ყველა სარწმუნოებები ერთში შეიკრიბება. შემდეგ გაუქმდება მარხვები, მონაზვნობა მთლიანად განადგურდება, ეპისკოპოსები ცოლიანები იქნებიან”.
ღირსი კუკშა ოდესელი (ველიჩკო, †1964)
“საჭიროა გულახდილობა: კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელთა ქმედებანი ბოლო რამოდენიმე ათწლეულის განმავლობაში იწვევს ისეთსავე არაჯანსაღ მღელვარებასა და ავადმყოფურ სულიერ განწყობას, როგორმაც 15-ე საუკუნეში ეკლესია მიიყვანა ფლორენციის ღალატამდე და სირცხვილამდე… დღევანდელი მდგომარეობა უფრო საშიშია: იმ დროს კონსტანტინოპოლი ცოცხალი ორგანიზმი იყო მილიონობით მორწმუნით, რომლებმაც სწრაფად გადალახეს გარედან თავს მოხვეული კრიზისი და ის საცდური, რომ სარწმუნოება და სასუფეველი ამქვეყნიურ სამეფოზე გაეცვალათ. დღეს კი კონსტანტინოპოლს ჰყავს მიტროპოლიტები ხალხის გარეშე, ეპისკოპოსები, რომლებიც ვერავის მწყემსავენ, და რომლებსაც სურთ ხელთ ეპყრათ მთელი ეკლესია! … ჩემი სინდისი მაიძულებს კვლავ მივმართო მუდარითა და შვილებრივი ღაღადისით მოწამებრივი სერბეთის ეკლესიის მღვდელმთავართა წმიდა კრებას: დაე, ნუ მიიღებს მონაწილეობას ჩვენი სერბეთის ეკლესია ე. წ. “მსოფლიო” კრების ნურც მომზადებაში და ნურც თვით კრებაში. რამეთუ თუკი ასეთი კრება, ღმერთმა არ ქნას, შედგება, მისგან მხოლოდ ერთ რამეს უნდა მოველოდეთ: განხეთქილებებს, მწვალებლობებს და მრავალი სულის წარწყმედას”.
წმ. იუსტინე (პოპოვიჩი, †1979)
* * *