სამყაროს მოშლის მიზეზი ისაა, რომ ჩვენ დაუდევარნი ვართ ჩვენი საკუთარი შვილების მიმართ

სამყაროს მოშლის მიზეზი ისაა, რომ ჩვენ დაუდევარნი ვართ ჩვენი საკუთარი შვილების მიმართ

ბავშვების გარყვნის მიზეზი არის მხოლოდ და მხოლოდ მშობლების უგუნური მიჯაჭვულობა ამ ცხოვრებისადმი. როცა მათ მთელი ყურადღება მხოლოდ ამისკენ აქვთ მიპყრობილი და მასზე უმაღლესად არაფერს მიიჩნევენ, ვეღარ ახერხებენ ბავშვის სულზე ზრუნვას. ასეთ მშობლებზე ვიტყოდი, რომ ისინი შვილის მკვლელებზე უარესნი არიან, – ისინი (მკვლელები) სულსა და სხეულს ერთმანეთისგან განაშორებენ, ესენი კი ერთსაც და მეორესაც გეენიის ცეცხლში აგდებენ.

…მთელი სამყაროს მოშლის მიზეზი ისაა, რომ ჩვენ დაუდევარნი ვართ ჩვენი საკუთარი შვილების მიმართ, ვზრუნავთ მათ შესაძინელზე, ხოლო მათ სულებს უგულებელვყოფთ, რაც ფრიად უგუნური საქმეა.

…სიცოცხლეშიც და სიკვდილის წინაც ვუმეოროთ და ვარწმუნებდეთ ჩვენს შვილებს, რომ დიდი სიმდიდრე, უცდომელი სამკვიდრებელი და უდარდელი საგანძური არის შიში ღვთისა.

წმ. იოანე ოქროპირი