სახელმწიფო კანონებს არ შეუძლია უგულებელყოს ბუნების კანონები – ორიანა ფალაჩი

სახელმწიფო კანონებს არ შეუძლია უგულებელყოს ბუნების კანონები – ორიანა ფალაჩი

იტალიელი ორიანა ფალაჩი (1929-2006 წწ.) – XX საუკუნის ერთ ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალისტი, რომლის ინტერვიუერები იყვნენ მსოფლიო პოლიტიკის, ეკონომიკის თუ კულტურის გამოჩენილი ფიგურები და რომელიც ისეთი ავტორიტეტული გამოცემებისთვის წერდა, როგორებიცაა “ნიუ-იურკ თაიმსი”, “ვაშინგტონ პოსტი”, “ლაიფი” და სხვა – თავის ბოლო, ავტობიოგრაფიულ წიგნში “ინტერვიუ საკუთარ თავთან. აპოკალიფსი” (2006 წ.), ღიად წერს ჰომოსექსუალიზმსა და ერთსქესიან “ქორწინებებზე” და დაუფარავად ამხელს ამ სიბინძურეს:

“ჰომოსექსუალიზმი, როგორც ასეთი, მე საერთოდ არ მაწუხებს…ჰომოსექსუალიზმი მე მხოლოდ მაშინ მაღიზიანებს, როდესაც იდეოლოგიად, კლასად, პარტიად, ეკონომიკურ-კულტურულ-სექსუალურ ლობად ყალიბდება!

რა უფლებით ითხოვენ ჰომოსექსუალი მამაკაცები და ქალები ბავშვის შვილად აყვანას?! რა უფლებით აქვს პრეტენზია, გაზარდონ ბავშვები დამახინჯებული ცხოვრების გარემოში, ანუ ორი მამიკოთი ან ორი დედიკოთი, დედ-მამის ნაცვლად?!

ან ორმა ჰომოსექსუალმა მამაკაცმა რა უფლებით უნდა მოიხმაროს ქალის საშო, ბავშვი რომ მოიპოვოს, ანდა იყიდოს ისე, როგორც ავტომობილს შეიძენდა?! რა უფლებით პარავენ ქალს ტანჯვას და ტკივილებს ან დედობის სასწაულს?! როცა გეების მიერ შვილად აყვანის თემაზე საუბრობენ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს საშო გამიძარცვეს… თითქოს, გამომიყენეს, როგორც ძროხა, რომელსაც ხბორებს აყრევინებენ…

ვერ გამიგია იმ საზოგადოებაში, სადაც ყველას შეუძლია იცხოვროს თავისუფლად, ყოველგვარი სკანდალის გარეშე, ჰომოსექსუალებს რატომ უჩნდებათ დაუძლეველი სურვილი, ქალაქის მერის ან მღვდლის წინაშე იქორწინონ, თანაც თეთრ სამოსში, თაიგულით ხელში, განქორწინების პერსპექტივით, უამრავი ფული და დრო რომ ღირს?!

სახელმწიფო კანონებს არ შეუძლია უგულებელყოს ბუნების კანონები…სახელმწიფოს უფლება არა აქვს, მისცეს ბავშვი მშობლებს, რომლებთანაც გაიზრდება იმ რწმენით, რომ დაიბადა ორი მამის, ან ორი დედის ხელში და არა – დედ-მამისგან!”

ორიანა ფალაჩი (Oriana Fallaci)
2006 წ.

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial