დედამიწის ყველა მცხოვრებს და მთელ ქრისტიანულ სამყაროს – წმ. მარკოზ ეფესელი

დედამიწის ყველა მცხოვრებს და მთელ ქრისტიანულ სამყაროს – წმ. მარკოზ ეფესელი

13072686ლათინური დოგმატების და წეს-ჩვეულებების გაცნობიერება სრულად ვერც მოვასწარით, რომ მაშინვე დავინახეთ მათი შესრულების შეუძლებლობა. ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს შევჩერდით სადღაც შუაგულში: დავტოვეთ იერუსალიმი, რომელიც იყო სამყაროს ცენტრი და სინას მთა, სადაც მივიღეთ ჭეშმარიტი სარწმუნოების დოგმატები, მაგრამ არც ბაბილონელობა გვსურდა, ამიტომ დავირქვით ,,ბერძენ-ლათინები“, ხოლო ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ,,ლათინიზირებულები“. ეს ნახევარი ხალხი, მითოლოგიური კენტავრების მსგავსნი, ლათინებთან ერთად აღიარებენ, რომ სულიწმინდა გამოდის მამისაგან და ძისაგან, ხოლო ჩვენთან ერთად აღიარებენ, რომ სულიწმინდა გამოდის მამისაგან. მათთან ერთად აღიარებენ, რომ მრწამსზე დანამატი იყო კანონიერი, ხოლო ჩვენთან ერთად – არ დაუშვებენ ამდაგვარს. მათთან ერთად ამბობენ, რომ უფუარი პური ქრისტეს სხეულია, ხოლო ჩვენთან ერთად სძულთ ეს დოგმატი. ნუთუ საკმარისი არაა, რომ დავინახოთ მათი სული. ჭეშმარიტება ხელში ეპყრათ და გაყიდეს, შეიკრიბნენ ლათინებთან, მოინდომეს გამდიდრება და დაამტკიცეს ტყუილი ერთობა.

აუცილებელია გავარკვიოთ, როგორ გაერთიანდნენ: ის რაც ერთიანდება რაღაცაზე დაყრდნობით, ბოლოსდაბოლოს ერთიანდება რაღაც შუალედურ საფუძვლებზე. ასე რომ, ისინი გაერთიანდნენ სულიწმინდის გამომავლობის საკითხზე. მათთან ერთად გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ სულიწმინდის წყარო არის ძეც, ხოლო ყველაფერი მათ სხვადასხვა აქვთ, გამომდინარეობს სხვადასხვა მრწამსები, რაც აქამდეც იყო. სრულდება სხვადასხვა ლიტურღიები, ნათლობები, ყველა ჩვეულება სხვადასხვაა, მარხვებიც კი. მაშინ ეს რა ერთობაა, როცა არ არსებობს რაიმე ერთნაირი, როგორ გაერთიანდნენ მათთან, თუ თავისი ჩვეულებაც შეინარჩუნეს?

რა ,,ბრძნულად“ მეტყველებენ – ,,არასდროს“ – ამბობენ ისინი – ,,ბერძნული ეკლესია არასოდეს ამბობდა, რომ სულიწმინდა გამოდის მხოლოდ მამისაგან, არამედ ამბობდა რომ უბრალოდ მამისაგან გამოდის, მაგრამ არ გამოგვირიცხავს ძისაგან გამომავლობაც“. რა უაზრობაა! რა სიბრმავეა! თუ ბერძნული ეკლესია აღიარებდა მაცხოვრიდან, წმინდა მოციქულებიდან მოყოლებული, რომ სულიწმინდა არ გამოდის ძისაგან, მაშინ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი გამოდის მხოლოდ მამისაგან?

,,არასოდეს“ – ამბობენ ისინი – ,,ჩვენ არასოდეს ვთვლიდით ლათინებს ერეტიკოსებად, არამედ ვუწოდებდით მათ სქიზმატებს“. ეს ტერმინიც კი აიღეს ლათინებისგან, რადგან დოგმატურ სწავლებაში ვერ გვდებდნენ ბრალს. განხეთქილების მიზეზი მათ მოგვცეს, ღიად დაამატეს მრწამსს თავისი აზრი, იმიტომ გამოვეყავით, რომ მათი სწავლება არის უაზრო და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული. მრავალი წლის წინ დასავლეთის ეკლესიის რაღაც ნაწილი გამოეყო დანარჩენ 4 წმინდა პატრიარქს, მიატოვა მათი წეს-ჩვეულებები. გაიგეთ, რომ გაცალკევება მოხდა არა მხოლოდ წესებში, არამედ ღრმად დოგმატურ შინაარსში. ისინი უცხო იყო მართლმადიდებლობისათვის,ხოლო მართლმადიდებლობისათვის უცხო წარმოადგენს ერეტიკულ სწავლებას.

,,თუ ჩვენ ვიპოვიდით რაიმე შუალედურს დოგმატებში, მაშინ ჩვენი საქმე კარგად იქნებოდა“. ეს სწორედ ის სიტყვებია, რომლებმაც ბევრი მოატყუა და ჭეშმარიტი გზიდან ააცდინა, რადგან დაიჯერეს, რომ არსებობს რაიმე შუალედური ამ ორ სწავლებას შორის, როცა ისინი მკვეთრად უპირისპირდებიან ერთმანეთს. შესაძლებელია ვიპოვოთ რაიმე შუალედური, რომელიც გამოხატავს ერთსაც და მეორე აზრსაც. არის რაიმე საერთო, ან შუალედური სიმართლეს და ტყუილს შორის? რა თქმა უნდა არა! ასე რომ, თუ სწორია ლათინური სწავლება, მაშინ ტყუილი გამოდის ჩვენი სწავლება და პირიქით. როგორ შეიძლება ორივეს ვუწოდოთ მართლმადიდებლური? გსურს ისწავლო გრიგოლი ღვთისმეტყველისგან? აი, რას წერს შუალედურზე: ,,აზრი, რომელსაც ყველა ხედავს, ფეხსაცმელია ორივე ფეხზე, ეს იგივეა, რაც ყველა მხარეს ქარის ქროლვა“. ეს საკმარისია გამგებთათვის. ორივე აზრის მიმღების ადგილი სარწმუნოებაში არაა.

ასე რომ, ძმებო გაიქეცით მათგან, მათი დაპირებებისგან! ისინი მატყუარა მოციქულები არიან. თავად სატანასაც შეუძლია გარდაიქმნას ანგელოზად (ცხადია ფიზიკურად), მათნაირების შესახებ მოციქული ერთგან წერს: “ეგევითარნი იგი უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა არა ჰმონებენ, არამედ თვისსა მუცელსა და ტკბილად მეტყუელებითა მით და კურთხევითა აცთუნნიან გულნი უმანკოთანი“ (ჰრომ.16,18), სხავაგან კი წერს: ,,ეკრძალებოდეთ ძაღლითა მათგან, ეკრძალებოდეთ ბოროტთა მათგან მუშაკთა, ხედავდით განკუეთილებასა მას“. (ფილ. 3,2), კიდევ: ,,არამედ დაღათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ, შეჩუენებულ იყავნ“. (გალ. 1,8). ასე რომ მტკიცედ იყავით და შეინარჩუნეთ წმინდა მოციქულების დროინდელი სწავლება, დავიცვათ ჩვენი დოგმატები ,,სახელითა მამისათა, ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ!“

“წმინდა მარკოზ ეფესელი და ფლორენციის უნია”, გვ.129-131