Microsoft-ის გაფრთხილება მშობლებს

Microsoft-ის გაფრთხილება მშობლებს

– შვილის მიერ ინტერნეტით სარგებლობის დაწყებისთანავე დააწესეთ თქვენთვის და მისთვის მისაღები ინტერნეტის (მათ შორის სოციალური ქსელების) მოხმარების წესები, დაადგინეთ web-კვანძებით სარგებლობის ასაკობრივი შეზღუდვა.

– თვითონ შეისწავლეთ ის ქსელები, რომელთა სარგებლობასაც აპირებს თქვენი შვილი, ყურადღებით გაეცანით საიტების მიერ დადგენილ კონფიდენციალობის დებულებებსა და ქცევის წესებს. პერიოდულად გადახედეთ თქვენი შვილის გვერდს;

– აუკრძალეთ არა ვირტუალური, არამედ რეალური შეხვედრები პირებთან, რომლებთანაც მათ ურთიერთობა ჰქონდათ მხოლოდ ქსელში, დაარწმუნეთ, რომ ურთიერთობები იქონიონ მათთან, ვისაც პირადად იცნობენ და რომელთა შესახებ თქვენც გაგაჩნიათ ინფორმაცია. თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ შვილები მოსალოდნელი ხიფათისაგან თუ დაარწმუნებთ მათ, რომ web-კვანძები გამოიყენონ არა უცნობ ადამიანებთან, არამედ საკუთარ მეგობრებთან ურთიერთობისათვის. გახსოვდეთ, რომ მხოლოდ აკრძალვამ შედეგი შეიძლება არ გამოიღოს, ვინაიდან ბავშვმა ნაცნობად შესაძლოა ჩათვალოს ის ადამიანიც, რომელიც გაიცნო ქსელში;

– დარწმუნდით, რომ თქვენი შვილები არ იყენებენ სრულ სახელებს. ურჩიეთ გამოიყენონ ფსევდონიმები ან შემოკლებული სახელები, რომლებიც არ იპყრობენ ზედმეტ ყურადღებას, აგრეთვე ურჩიეთ, რომ ურთიერთობებში ნუ იყენებენ მეგობრების სრულ სახელებს;

– გამოიჩინეთ სიფრთხილე, თუ ბავშვი აქვეყნებს სრულ პირად ინფორმაციას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მისი პიროვნების დასადგენად;

– შეგიძლიათ ისარგებლოთ პაროლის სახის დაცვის საშუალებებით, რომლებსაც იძლევიან ზოგიერთი web-კვანძები, ამით თქვენ განსაზღვრავთ და შეზღუდავთ პირთა წრეს, რომელთაც მიეცემა თქვენი შვილების შესახებ ინფორმაციის მოპოვების უფლება;

– აუხსენით ბავშვს, რომ არ არის მაინც და მაინც საჭირო საკუთარი და მეგობრების ისეთი ფოტოსურათების გამოქვეყნება, რომლებიც იძლევიან მათი პიროვნების, მისამართის და სხვა პირადი ხასიათის ინფორმაციის მიღების საშუალებას;

– გააფრთხილეთ ბავშვები, რომ არ არის სასურველი დღიურების ან ლექსების სახით უცნობ ადამიანებს გაუმხილონ პირადი გრძნობები ან განცდები. განუმარტეთ, რომ ასეთი ჩანაწერებით შეიძლება ისარგებლოს ნებისმიერმა, ვისთვისაც ხელმისაწვდომია ინტერნეტი და რომ „ინტერნეტ-მტაცებლები” განსაკუთრებულად ნადირობენ ემოციურად დაუცველ ადამიანებზე;

– ბავშვებთან ერთად სისტემატურად უნდა იხილავდეთ web-კვანძებით სარგებლობის გამოცდილებას, ეცადეთ, რომ ისინი გულწრფელად გიყვებოდნენ იმის თაობაზე, თუ რასთან ჰქონდათ შეხება, რამ შეაშინა ან გამოიწვია მათში დისკომფორტი. იყავით თავშეკავებულნი და მიაღწიეთ იმას, რომ მათ შეუზღუდავად შეეძლოთ მოგიყვნენ თუ რასთან ჰქონდათ შეხება.

იმ შემთხვევაში, თუ შვილი უარს აცხადებს უსაფრთხო სარგებლობის ერთობლივად დადგენილ წესებზე, თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ მისი web-გვერდის ამოღება, ამისათვის უნდა მიმართოთ სოციალური ქსელის web-კვანძის ადმინისტრაციას.

Microsoft Safety & Security Center

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial