რას უმალავს ხალხს საქართველოს მთავრობა?

რას უმალავს ხალხს საქართველოს მთავრობა?

ლგბტ პროექტები საქართველოს განათლების სისტემაში

ამ წერილში ფართო საზოგადოებას გვსურს წარვუდგინოთ ყველა ის დამამტკიცებელი საბუთი, ფაქტობრივი მასალა, რომლითაც ფარდა ეხდება საქართველოს მთავრობის მოღალატურ გარიგებას ევროპის საბჭოსთან და სხვა დასავლურ სტრუქტურებთან, რის საფუძველზეც განათლების სისტემაში ხორციელდება ჩვენი შვილების მიზანმიმართული ჩათრევა უბილწეს საძაგლობაში, მამათმავლობაში.

1. “მე და საზოგადოება და “ჩვენი საქართველოს” ახალი ვერსია (III-VI კლასები).

ევროპული საბჭოს კომისიის მოთხოვნა იყო ლგბტ ცნობიერების ამაღლება სკოლებში:

“108. ევროპული კომისია იძლევა რეკომენდაციას, გადაიდგას ნაბიჯები ლგბტ პირთა წინააღმდეგ მიმართულ შეუწყნარებლობასა და დისკრიმინაციასთან საბრძოლველად. ეს უნდა განხორციელდეს ლგბტ თემსა და სახალხო დამცველთან თანამშრომლობით, რომელმაც უნდა მიიღოს სათანადო დახმარება ლგბტ-სადმი მიძღვნილი დეპარტამენტის შექმნაში. ასევე, შემუშავდეს სათანადო ელემენტები სკოლებში ცნობიერების ასამაღლებლად.”
(წყარო: ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგმოხსენება საქართველოს შესახებ”, 2016 . 1 მარტი, გვ. 39.)
(დოკუმენტის სრული ვერსია)

ამ რეკომენდაციის პასუხად მთავრობა აცხადებს, რომ სკოლებში გენდერული (ლგბტ) საკითხების გაცილებით ფართოდ წარმოდგენის მიზნით იწყებს დაწყებით კლასებში ახალი საგნების დანერგვას – “მე და საზოგადოება” და “ჩვენი საქართველო”:

“ამ ეტაპზე სოციალურ მეცნიერებათა სტანდარტი საწყის საფეხურზე უკვე შემუშავებულია, სადაც გენდერული საკითხები გაცილებით ფართოდაა წარმოდგენილი. ახალი სასწავლო პროგრამის მიხედვით (განსხვავებით 2011-2014 წლების სასწავლო პროგრამისგან) სოციალური სწავლება იწყება მესამე კლასიდან:
) III-IV კლასებში იგეგმება ახალი საგნის შემოღება − “მე და საზოგადოება”
) V-VI კლასებში ისწავლება საგანი “ჩვენი საქართველო”.
(წყარო: “ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ – მოხსენება საქართველოს შესახებ”, 2016 წ. 1 მარტი, გვ. 62).

საქართველოს მთავრობა ერთგვარად ამშვიდებს ევროსაბჭოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის ამ წიგნებში (ეროვნული სასწავლო კურსი) უშუალოდ ტერმინს “ლგბტ” არ იყენებს, იგი მოიაზრება სახელმძღვანელოებში არაერთგზის გამოყენებულ “ტოლერანტობისა და სხვათა რწმენისა თუ ამა თუ იმ ჯგუფისადმი მიკუთვნების თავისუფლების პატივისცემის” განსაზღვრებების ქვეშ:

“ტერმინი “ლგბტ” არ არის ნახსენები ეროვნულ სასწავლო კურსში, როგორც დამოუკიდებელი ტერმინი, თუმცა, ტოლერანტობისა და სხვათა რწმენისა თუ ამა თუ იმ ჯგუფისადმი მიკუთვნების თავისუფლების პატივისცემა გათვალისწინებულია სოცალურ მეცნიერებათა ჯგუფის საგნების სასწავლო პროგრამაში.”
(წყარო: “ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ – მოხსენება საქართველოს შესახებ”, 2016 წ. 1 მარტი, გვ. 61).

2. 2017 წლის 15 მაისს განათლების სამინისტრომ გაეროს სამ ფონდთან მოაწერა ხელი შეთანხმებას საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში გენდერული (ლგბტ) საკითხების ინტეგრირებასთან დაკავშირებით. ამ მემორანდუმის პატრონაჟი ხორციელდება შვედეთის მთავრობის მიერ:

“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) გენდერული თანასწორობის ერთობლივ პროგრამასთან, რათა დაეხმაროს ეროვნული სასწავლო გეგმის მიმდინარე რევიზიას და დაეხმაროს ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის საკითხების ინტეგრირებას საგანმანათლებლო პროგრამაში შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.”
(წყარო: zneoba.ge).

ეს მოღალატეობრივი მემორანდუმი გასაგები მიზეზების გამო განათლების სამინისტროს მიერ გასაიდუმლოებულია და არ არის ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის.

გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მიერ (ეს ორგანიზაცია მთელ მსოფლიოში განთქმულია იმით, რომ სწორედ მამათმავლობის თემებს ლობირებს) საქართველოს საბავშვო ბაღებში ხორციელდება ე.წ. ნეიტრალური გენდერის პროგრამა. ამის შესახებ ტელევიზია “იმედშიც” იყო გადაცემა.

UNICEF-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ბაღის აღმზრდელებს უკვე აკრძალული აქვთ ბავშვები გაარჩიონ სქესობრივი ნიშნით და მიმართონ მათ “გოგოებო” ან “ბიჭებო” (ვინაიდან სოდომიტების თეორიის მიხედვით გენდერული იდენტობა სქესზე არ არის დამოკიდებული):

“არ ახდენენ გოგონებისა და ბიჭების ხელოვნურად დაყოფას. მაგალითად, ჯგუფში დასწრების აღნიშვნისას გოგონებისა და ბიჭების რაოდენობის ნაცვლად, ითვლიან ბავშვების საერთო რაოდენობას. გენდერული დაყოფა ეწინააღმდეგება ჩვენ მიერ დასახულ მიზანსბიჭებსა და გოგონებს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების დამყარებას. აღმზრდელმა ბავშვების ჯგუფი შეიძლება დაყოს არა სქესის, არამედ სხვა მახასიათებლების მიხედვით, მაგალითად, მაისურის ფერის, სახელის პირველი ასოს, დაბადების თვის მიხედვით და .. ამ ტიპის კლასიფიკაცია ამასთანავე იძლევა სწავლასწავლების უფრო მეტ შესაძლებლობებს, ვიდრე ჯგუფის დაყოფა სქესის მიხედვით.”
(იხ. სასკოლო მზაობის პროგრამა “თამაში” აღმზრდელის სახელმძღვანელო, გვ. 18).

3. ორი ახალი საგანგაშო ინფორმაცია (ბულინგისა და არა ძალადობის ქვეშ არასამთავრობო ორგანიზაციები მოახდენენ ლგბტ ცნობიერების ამაღლებას – ცალკე ბავშვებში და ცალკე პედაგოგებში):

ა) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა თანამშრომლობა დაიწყო ორგანიზაცია „საფართან“. ეს იგივე „იდენტობის“ მსგავსი ლგბტ ორგანიზაციაა (დირექტორი ბაია პატარაია; მათი ვებგვერდი სავსეა ლგბტ თემატიკით). ამ ორგანიზაციას ევალება ტრენერების მომზადება მასწავლებლების გადამზადების მიზნით.
(წყარო: sapari.ge).

ბ) “არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი” ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით იწყებს ბავშვებში ბულინგისა და არა ძალადობის თემების განხილვას.
(წყარო: osgf.ge).

4. ამასთანავე, სკოლებში უკვე აქტიურად დაიწყო “ტოლერანტობისა” და “არა ძალადობის” ეგიდით ე.წ. “დამრიგებლის სააათების” ფორმატით ტრეინინგები, რომლებიც ფაქტია, დასრულდება რელიგიათა აღრევის (ეკუმენიზმი) და სოდომიის ქადაგებით.

5. ყველას გვახსოვს განათლების სისტემაში გამოაშკარავებული ამაზრზენი შინაარსის შემცველი წიგნების “კომპასის” და “კომპასიტოს” შესახებ.

დღესაც განათლების სამინისტრო, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სამოქალაქო განათლების საგნის პედაგოგებისათვის მოსამზადებელად სწორედ იმავე ბილწ წიგნებს სთავაზობს.

კერძოდ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საიტზე დოკუმენტში “როგორ მოვემზადოთ პედაგოგთა საგნის გამოცდებისათვის, სამოქალაქო განათლება” (www.naec.ge), 35-ე გვერდზე მითითებულია ინტერნეტრესურსები, რომელშიც ერთ-ერთი წყარო არის ევროპული კომისიის საიტი, სადაც ბიბლიოთეკის განყოფილებაში (ადამიანის უფლებები) პირდაპირ დევს “კომპასიტო”. (იხილეთ: www.coe.int).

თვალსაჩინოებისთვის მოვიტანთ რამდენიმე მაგალითს განათლების სამინისტროს მიერ რეკომენდებული ამ საფრთხის შემცველი, მავნებლური და ჩვენი შვილების გამრყვნელი სახელმძღვანელოდან:

  • “იყო და არა იყო რა
    ნახე, რა ხდება, როდესაც ცნობილი ზღაპრის პერსონაჟებს სქესს შეუცვლი.
    თემებიდემოკრატია, დისკრიმინაცია, გენდერული თანასწორობა.
    სირთულის დონემეორე დონე.
    ასაკი – 7-13 წელი.
    ხანგრძლივობა – 40 წუთი.
    ჯგუფის სიდიდე – 8-15 ბავშვი.
    სავარჯიშოების ტიპიამბის თხრობა, დისკუსია.
    სავარჯიშოს აღწერაცნობილი ზღაპრის მოყოლა, რომელშიც პერსონაჟებს სქესი აქვთ შეცვლილი, რასაც გენდერულ სტერეოტიპებზე დისკუსია მოჰყვება.” (გვ. 112) 
  • “ოჯახი და ალტერნატიული მზრუნველობა

რა არის ოჯახი?
“ტრადიციული” ოჯახის გარდა, რომელიც გულისხმობს დაქორწინებულ მშობლებსა და ბიოლოგიურ ბავშვებს, ევროპელები სხვა ოჯახებადაც ცხოვრობენ, როგორიცაა:
ოჯახი, რომელიც ერთი სქესის მშობლებისგან შედგება.” (გვ. 231)

გურამ ფალავანდიშვილი
“ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება”

დავით ლორთქიფანიძე
ახალგაზრდული ცენტრი “ზნეობა”

ZNEOBA.GE