ფემინიზმის რეალური სახე

ფემინიზმის რეალური სახე

უღმერთო როზა ლუქსემბურგის და კლარა ცეტკინის დროიდან მოყოლებული, ფემინიზმის არსი და მიზნები არ შეცვლილა, თუმცა კი ევოლუცია განიცადა მოქმედების ფორმებმა და გამოხატვის საშუალებებმა – ისინი უფრო დაიხვეწა, უფრო ვერაგი, სასტიკი და დაუნდობელი გახდა (ქალების არჩევნებში მონაწილეობის უფლებიდან ღვთის პირდაპირ გმობამდე – მაგალითად, დღეს ფემინისტები უკვე ღიად ბედავენ და მოითხოვენ საუფლო ლოცვაში “მამაო ჩვენო” შეიცვალოს „მამაო და დედაო ჩვენოთი“).

ფემინიზმი – ეს არის ამბოხი ღმერთის წინააღმდეგ (და პირველი მეამბოხე ვიცით ვინც იყო – სატანა) და მიმართულია ტრადიციული ოჯახის, როგორც ჯანსაღი საზოგადოების საძირკველის წინააღმდეგ (და ამ ბრძოლაში ფემინიზმი იუვენალურ იუსტიციასთან და სოდომიის სიბილწესთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი იარაღია).

dgis-foto

ოჯახი არის მცირე ეკლესია, სადაც სუფევს უფლის მიერ დადგენილი იერარქია, სადაც  გადანაწილებულია უფლება-მოვალეობები, რაც არის აუცილებელი ჰარმონიული თანაცხოვრებისთვის (ნებისმიერი ქმედითუნარიანი სისტემა, იქნება ეს ტექნიკური თუ საზოგადოებრივი, იერარქიას ემყარება).

ქალის, დედის როლი საზოგადოებაში ყოველთვის საამაყო იყო (როგორც ქვეყნისთვის მომავალი თაობის აღმზრდელისა). დღეს სწორედ ამ ღირებულების დისკრედიტაცია ხდება, თავს გვეხვევა ისეთი სოციალურ-ეკონომიკური გარემო, სადაც ქალის და მამაკაცის როლები იცვლება და ამით ირღვევა ტრადიციული საზოგადოების საფუძვლები (თუნდაც იგივე ბინძური გენდერის (ლგბტ) თეორია). ეს დამღუპველ გავლენას ახდენს ჯანსაღი მომავალი თაობის ჩამოყალიბებაზე.

img_6244 - Copy

ფემინიზმი, გარდა იმისა, რომ უპირისპირდება ღმერთს, ოჯახს, არის ანტიჰუმანური დოქტრინა, რომელიც ქალთა უფლებების დაცვის ლოზუნგით პროპაგანდას უწევს მკვლელობებს – აბორტებს!

ჩვენ ვიცით დაახლოებით რამდენი ადამიანი იმსხვერპლა ფაშიზმმა თუ კომუნიზმმა, მაგრამ ვინ დათვალა ფემინიზმის, ამ ბოროტების დოქტრინის მიერ მოკლული ჯერ კიდევ დაუბადებელი ბავშვების რაოდენობა?!

საქართველოს უმაღლეს კანონში – კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტში წერია, რომ “სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას”, ხოლო მე-3 პუნქტში აღნიშნულია, რომ “დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით”.

ფემინიზმი, რომელიც პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ოჯახს და პროპაგანდას უწევს ბავშვთა კვლას (აბორტებს), ღიად ხელყოფს ოჯახის ფასეულობების შესახებ ძირითად კანონში აღნიშნულ პრინციპებს, საფრთხეს უქმნის თავად ოჯახის ინსტიტუტს, დედა-შვილობას, საზოგადოდ, ერის გამრავლებას და მიმართულია ერის გენოციდისა და გადაგვარებისაკენ.

1010819_Copy

ფემინიზმს ახასიათებს ფაქტებისადმი ტენდენციური მიდგომა, კონკრეტული შემთხვევების ზოგადი სტატისტიკიდან ამოღება და პროპაგანდის მიზნით გამოყენება.

ოჯახში ძალადობა ძალიან ცუდია, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე ხდებოდა, ხდება და თანაც ყველა საზოგადოებაში. ეს ისეთივე ცუდი მოვლენაა, როგორიც სხვა ბოროტება – ქურდობა, ნარკომანია, მამათმავლობა, ღალატი და ა.შ. და ოჯახში ძალადობის თემის ხელოვნურად წამოწევა და სხვა დანაშაულებებზე მაღლა დაყენება სწორედ ფემინიზმის პროპაგანდის იარაღია.

ფემინიზმი ტყუის და არაკეთილსინდისიერია “ოჯახში ძალადობასთან” დაკავშირებით – ჩვენთან მილიონობით გრანტები შემოდის დასავლეთიდან ამ თემის წამოსაწევად. და იგივე დასავლეთი ხმას არ იღებს რეალურ პრობლემებზე, რომლებიც ქალებს აქვთ ისლამურ სამყაროში: იგივე ამერიკის პარტნიორ საუდის არაბეთში, ემირატებში, ქუვეითში თუ სხვაგან.

ამიტომ, საფიქრებელია, რომ ამ გრანტების უკან არა ქალთა უფლებების დაცვა, არამედ სწორედ იმ ძალების ინტერესები მოიაზრება, ვინც “მამაო ჩვენოს” შეცვლას თუ მამათმავლობის დაკანონებას ითხოვს.

დავით ლორთქიფანიძე

ZNEOBA.GE-ს რედაქცია