45 წლის წინ სვეტიცხოველში…

1977 წელს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V (დევდარიანი). 1977 წლის 9 ნოემბერს, წმიდა სინოდის განჩინებით, პატრიარქის მოსაყდრე გახდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი). 1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გაიმართა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII საეკლესიო კრება, რომელსაც დაესწრო 47 დელეგატი. კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი და მიტროპოლიტი ილია ერთხმად იქნა […]

დავით გარეჯი – ჩვენი იერუსალიმი

დავით გარეჯის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს გარე კახეთში. იგი გადაჭიმულია გარეჯის მთის ნახევრად უდაბურ კალთებზე 25 კილომეტრის მანძილზე და დღესაც ანცვიფრებს მნახველს სამშენებლო ხელოვნებისა და ფერწერის მაღალი მხატვრული ღირებულებით. მონასტერი VI საუკუნეში დააარსა 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა – წმინდა დავით გარეჯელმა. წმიდა დავითი გარეჯის მთის ბუნებრივ გამოქვაბულში დასახლდა და აქ შექმნა პირველი მონასტერი, რომელსაც […]

27 სექტემბერი – სოხუმის დაცემის დღე

კონფლიქტი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა მიმდინარეობდა ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის, რომელთაც ასევე უჭერდნენ მხარს ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლები, კაზაკთა მილიციის შენაერთები და არაოფიციალურად, გუდაუთაში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის შენაერთი. სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას წინ უძღოდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ, რომელიც სოჭში დაიდო 27 […]

“ოდეს თბილისი აიკლეს სპარსთა”…

მას შემდეგ, რაც აღა-მაჰმად-ხანმა თავისი ძალაუფლება თითქმის მთელს ირანზე განავრცო,  ქართლ-კახეთში ძველი ბატონობის აღდგენა გადაწყვიტა და ერეკლეს, რუსეთთან სამხედრო-პოლიტიკური კავშირის გაწყვეტა კატეგორიულად მოსთხოვა. ერეკლეს მფარველობის ქვეშ რჩებოდა შუშის (ყარაბაღის) და ერევნის სახანოები, რომლებიც ირანის გამგებელს ხარკის გადახდაზე უარს სწორედ ,,ირაკლის ვასალობის’’ მიზეზით უთვლიდნენ.  ერეკლე, რა თქმა უნდა კარგად გრძნობდა, ქართლ-კახეთის თავზე საავდრო ღრუბლების მოგროვებას და […]

კურთხეულ იყოს მარაბდა!

მარაბდის ბრძოლის წინ, კოჯორ-ტაბახმელის მიდამოებში დაბანაკებულ ქართველ დიდებულებს შორის, იშვიათი ერთსულოვნება სუფევდა. სეფიანთა ირანიდან მომავალი საშიშროება მეტად ულმობელი გახლდათ