6000 გარეჯელი მოწამე (+1616)

დავით გარეჯის ლავრა დასაბამს VI საუკუნიდან იღებს და იმთავითვე ხდება საქართველოს სულიერებისა და კულტურის ერთ-ერთი ბრწყინვალე კერა.  დავით გარეჯის ლავრას იქ მოღვაწე ბერ-მონაზონთა სიმრავლის გამო ბერთა ქალაქს უწოდებდნენ. ლავრა მრავალგზის დარბეულა მტერთა მიერ, მრავალი გარეჯელი მამა აღსრულებულა მოწამეობრივად, მაგრამ განსაკუთრებულია 1616 წლის აღდგომა ღამეს “სიკვდილითა სიკვდილის დათრგუნვა”. 1615 წელს სპარსეთის შაჰი აბასი დიდძალი ლაშქრით თავს […]

წმიდა 40 სებასტიანელი მოწამე (+320)

წმიდა 40 სებასტიანელი მოწამე (+320). 313 წელს წმიდა კონსტანტინე დიდმა (ხს. 21 მაისს) გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ქრისტიანებს აშკარად შეეძლოთ სარწმუნოების აღიარება და ისინი თავისი უფლებებით წარმართებს უთანასწორდებოდნენ. მისი თანამმართველი ლიკინიუსი კი თავგამოდებული წარმართი იყო და თავის სამფლობელოში ქრისტიანებს სასტიკად დევნიდა. ამ დროს სებასტიაში მსახურობდა 40 კაბადოკიელი მეომარი. ისინი ქრისტიანები იყვნენ და ერთ-ერთ წარმართულ დღესასწაულზე […]

წმ. მამა გაბრიელის დარიგებები ბოლო ჟამთან დაკავშირებით

წლების განმავლობაში მამა გაბრიელი უპირატესად ღვთისა და მოყვასის სიყვარულზე, სინანულზე, სიმდაბლესა და სიკეთეზე უქადაგებდა მასთან მოსულთ. ხოლო ახალ კელიაში გადასვლის შემდგომ (1995 წლის ოქტომბერი – რედ. შენიშვნა), მკვეთრად და მძლავრად დაიწყო საუბარი ბოლო ჟამზე. ყველა მომსვლელს ეუბნებოდა, რომ ბოლო ჟამისეულ ეპოქაში ცხოვრობდნენ. იგი გვეუბნებოდა: “მე მესმის, რომ მოციქულთა დროიდან ამბობენ – ახლოს არს ჟამი. მაგრამ […]

სულის გაკიცხვა – წმ. ეფრემ ასური

ვაი შენდა, სულო, რამეთუ უგრძნობელად მყოფობ ამ ცხოვრებაში, ყოველდღიურად ეძლევი ფუფუნებას, სიცილს, გაფანტულობას და ცხოვრობ თავაშვებულად; მომავალ საუკუნეში იტირებ, [სახარებისეული] მდიდრის მსგავსად, მარადიული ცეცხლის ალში დატანჯული. ვაი შენდა, სულო, რომ ვერ იტან ვერანაირ მწუხარებას, ძმისგან რომ შეგემთხვევა, მკაცრ სიტყვასაც კი, იმწამსვე ეპასუხები და ეწინააღმდეგები, და ამის გამო კარგავ მოთმინებისა და სიმშვიდის გვირგვინს, და მარადიულად დაისჯები […]

წმიდათა შორის მამაჲ ჩვენი ბასილი დიდი, კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი (+379)

ტროპარი ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა შენი, რომელმანცა შეიწყნარა სიტყვა შენი, რომლითა ღმრთივშუენიერად ჰქადაგე სარწმუნოება, ბუნებანი