ანგლოსაქსური სამყაროს პრეტენზია “დიდი ისრაელის” როლზე

დღეს რუსულ მედიაში სიტყვა „რუსეთის“ მსგავსად, ასევე, ხშირად გამოიყენება ტერმინი „დასავლეთი“ და მისგან წარმოებული ფორმები: „დასავლური ცივილიზაცია“, „დასავლური სანქციები“, „დასავლური კულტურა“, „დასავლური დომინირება“ და სხვა. ვიკიპედიის განმარტებით, დასავლეთის ქვეყნებში იგულისხმება დასავლეთ ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა, ავსტრალია, ახალი ზელანდია და ზოგიერთი სხვა სახელმწიფო. ისტორიკოსები, პოლიტიკოსები და ფილოსოფოსები ცდილობენ იპოვონ საერთო მნიშვნელი, რომელიც ამ ქვეყნებს აერთიანებს. ამ ერთობას ისინი „დასავლურ ცივილიზაციას“ უწოდებენ, რომელიც საერთო იდეოლოგიის მქონე ქვეყნებს აკავშირებს. ამ ქვეყნების ერთობლიობას ისინი „დასავლურ ცივილიზაციას“ უწოდებენ, რომელიც საერთო იდეოლოგიაზეა დაფუძნებული. ამ დასავლური ცივილიზაციის ბირთვს ანგლოსაქსური სამყარო წარმოადგენს, ვინაიდან დასავლური იდეოლოგია სწორედ ანგლოსაქსურ ქვეყნებში ჩაისახა. ანგლოსაქსური სამყარო მოიცავს ხუთი ქვეყნის – დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის – იდეოლოგიურ, პოლიტიკურ, სამხედრო და ფინანსურ თანამეგობრობას. ანგლოსაქსური სამყაროს ფორმირება დაიწყო დიდი ბრიტანეთიდან, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ავრცელებდა თავის გავლენას მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილზე ახალი ქვეყნების კოლონიზაციისა და ბრიტანეთის იმპერიის შექმნის გზით, სადაც „მზე არასოდეს ჩადიოდა“. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ბრიტანეთის იდეური გავლენა, რომელსაც მოჰყვებოდა პოლიტიკური, სამხედრო და ფინანსურ-ეკონომიკური დომინირება.

XX საუკუნეში ანგლოსაქსური სამყაროს ცენტრად ამერიკის შეერთებული შტატები იქცა. ის დომინირებს როგორც ანგლოსაქსურ, ისე მთელ დასავლურ სამყაროში თავისი გეოპოლიტიკური, სამხედრო, ფინანსური და იდეური პოზიციებით. რაც შეეხება ანგლოსაქსონური სამყაროს იდეოლოგიას: ხშირად ამბობენ, რომ ეს ლიბერალიზმის იდეოლოგიაა, თუმცა ტერმინი „ლიბერალიზმი“ საკმაოდ ბუნდოვანია. საბჭოთა პერიოდში არსებობდა დასავლური იდეოლოგიის უფრო მკაფიო განმარტებები: „კაპიტალიზმის იდეოლოგია“, „იმპერიალიზმის იდეოლოგია“, „მსოფლიო ბატონობის იდეოლოგია“ და ა.შ. მეტიც, აღინიშნებოდა, რომ კონტინენტური ევროპის ქვეყნებში (საფრანგეთი, გერმანია, იტალია), რომლებიც არ ეკუთვნიან ანგლოსაქსურ სამყაროს, იდეოლოგია გარკვეულწილად განსხვავებული იყო დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის იდეოლოგიისგან.

ანგლოსაქსონური იდეოლოგია თვისობრივად განსხვავდება სხვა იდეოლოგიებისგან, და ეს განსხვავება მის რელიგიურ ფესვებში უნდა ვეძებოთ. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ ხუთ ქვეყანაში რამდენიმე საუკუნეა დომინანტური რელიგია პროტესტანტიზმია. რეფორმაციის ეპოქაში (XVI ს.) პროტესტანტიზმი ევროპის ბევრ ქვეყანაში ჩაისახა და სხვადასხვა მიმართულებით ვითარდებოდა, თუმცა „ნისლიანი ალბიონის“ კუნძულებზე მან უნიკალური ელფერი შეიძინა.

მსოფლიოში მიმდინარე მრავალი თანამედროვე პროცესის სათავე XVI-XVII საუკუნეების ინგლისშია საძიებელი. რიგი პროტესტანტული მიმდინარეობები (ფაქტობრივად კი სექტები) ქადაგებდნენ სწავლებას საკუთარი წევრების გამორჩეულობისა და ღვთივრჩეულობის შესახებ. ისინი თავს მიიჩნევდნენ „აღთქმული მიწიდან“ განდევნილი ისრაელის ტომების შთამომავლებად.

ზოგიერთი ვერსიით, ისინი არიან იმ ათი ტომის შთამომავლები, რომლებიც ასურელებმა ძვ.წ. VIII საუკუნეში ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილის დაპყრობისას განდევნეს. არსებობდნენ ისეთი „ქარიზმატიკოსებიც“, რომლებიც თავს დანარჩენი ორი ტომის შთამომავლებად თვლიდნენ – იმ იუდეველებისა, რომლებიც პალესტინიდან რომაელებმა იმპერატორების, ვესპასიანესა და ტიტუსის დროს, მოგვიანებით კი ბარ-კოხბას აჯანყების (132-136 წწ.) შემდეგ განდევნეს. მოკლედ რომ ვთქვათ, ბრიტანელი პროტესტანტები საკუთარ თავს ძველი აღთქმის ისრაელიანთა მემკვიდრეებად მიიჩნევდნენ, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა გზებით იარეს და საბოლოოდ, ღვთის ნებით, ბრიტანეთის კუნძულებზე მოიყარეს თავი.

ისტორიკოსთა განმარტებით, მოსაზრებები საკუთარი ძველაღთქმისეული ფესვების შესახებ სხვა ევროპელ პროტესტანტებსაც ჰქონდათ – მაგალითად, 1590 წელს გამოიცა ფრანგი ჰუგენოტის, პიერ ლე ლოიერის (Pierre Le Loyer), წიგნი „ათი დაკარგული ტომი“. მასში იგი ირწმუნება, რომ ანგლოსაქსები, კელტები, სკანდინავიელები, გერმანელები და მათი მონათესავე ხალხები ძველი აღთქმის ისრაელიანელების პირდაპირი შთამომავლები არიან. დროთა განმავლობაში თითქმის ყველა ევროპელი დამშვიდდა და მათი „ღვთივრჩეულობის“ შესახებ ლეგენდები თანდათან დავიწყებას მიეცა.

დამშვიდდა ყველა, გარდა ანგლოსაქსებისა. ბრიტანეთში ყველაზე „ქარიზმატიკოსი“ პროტესტანტები კვლავ ისრაელის ხალხად მიიჩნევდნენ თავს, რამაც შესაბამისი შედეგი გამოიღო როგორც თავად ამ „ქარიზმატიკოსებისთვის“, ასევე მათ გარშემო მყოფი ადამიანებისთვის.

ერთ-ერთი ასეთი „ქარიზმატიკოსი“ იყო  შოტლანდიის მეფე ჯეიმზ VI, შემდგომში ინგლისის მეფე ჯეიმზ I (1603-1625), რომელიც თავს ისრაელის მეფედ მიიჩნევდა. ის თავდაჯერებულად აცხადებდა, რომ ბრიტანელი ხალხი ისრაელის ათი დაკარგული ტომის პირდაპირი შთამომავალი იყო, ხოლო ბრიტანეთის მონარქი – ბიბლიური დავითის სამეფოს ნამდვილი მემკვიდრე.

პროიუდაური პროტესტანტიზმის ერთ-ერთი ყველაზე თავგამოდებული წარმომადგენელი იყო ოლივერ კრომველიც. მისი განწყობების ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია პორტუგალიელმა თალმუდისტმა იუდეველმა მენასე ბენ ისრაელმა (ნამდვილი სახელი – მანოელ დიაშ სოეირო). კრომველი არასდროს მალავდა თავის სიმპათიებს ებრაელების მიმართ და ყველანაირად  უწყობდა ხელს ჰოლანდიელი ებრაელების გადასახლებას ნისლიანი ალბიონის კუნძულებზე და მათში მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორებს ხედავდა.

ჯონ სედლმა (John Sadle, 1615-1674), ოლივერ კრომველის მეგობარმა და პირადმა მდივანმა, 1649 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი „სამეფოს უფლებები“ (Rights of the Kingdom), რომელშიც აღწერილი იყო „ბრიტანელი ხალხის ებრაული გენეალოგია“.

XIX საუკუნის ბრიტანეთში გამოჩნდნენ თეოლოგები და მეცნიერები, რომლებიც „მეცნიერულად“ ამტკიცებდნენ, თითქოს, გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობა გენეტიკურად და რასობრივად ძველი ისრაელის დაკარგული ტომების შთამომავალი იყო. ისინი უკვე თავდაჯერებულად საუბრობდნენ ათ ტომზე. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ „ბრიტანეთისა და ისრაელის“ თემაზე აქტიური ლიტერატურული და სამეცნიერო ნაშრომების პერიოდი დაიწყო რიჩარდ ბრაზერსის 1794 წლის წიგნით „ღია ცოდნა წინასწარმეტყველებებსა და ჟამებზე“ (Richard Brothers, A Revealed Knowledge of the Prophecies and Times).

ბრიტანელებში დიდი ინტერესი გამოიწვია ინგლისელი ჯონ უილსონის 1840 წელს გამოცემულმა წიგნმა „ჩვენი ებრაული წარმოშობა“ (John Wilson, Our Israelitish Origin). ასევე ჯონ პიმ იიტმენის 1879 წელს გამოცემულმა წიგნმა „დასავლეთ ევროპის ხალხების სქემატური წარმოშობა“ (John Pym Yeatman, The Shemetic Origin of the Nations of Western Europe). 1890 წელს გამოიცა ჯონ ჰარნიერის წიგნი „ისრაელი ბრიტანეთში: ბრიტანული რასის ისრაიტული წარმოშობის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოკლე ანგარიში“ (John Garnier, Israel in Britain: a brief statement of the evidences in proof of the Israelitish origin of the British race). ეს ამ თემასთან დაკავშირებით განსაკუთრებით პოპულარული წიგნი იყო. აღნიშნული წიგნი არაერთხელ იქნა გამოცემული როგორც ინგლისში, ასევე მთელ რიგ ინგლისურენოვან ქვეყნებში. სწორედ ამ პერიოდში მკვიდრდება ტერმინები “British Israelism” (ბრიტანული ისრაელიზმი) და “Anglo-Israelism” (ანგლო-ისრაელიზმი).

XIX საუკუნის ბოლოს ამ მოძრაობამ ორგანიზებული ფორმები მიიღო. ისრაელიზმის მომხრე პროტესტანტიზმის სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლები იძულებულნი იყვნენ მსგავსი აზროვნების ადამიანები ეძებნათ, რადგან თავად ანგლიკანურ „ეკლესიაში“ (საკითხის უკეთ წარმოსაჩენად, სიტყვა ეკლესიას სექტანტებთან და მწვალებლებთან მიმართებაში გამოვყოფთ ბრჭყალებით – რედაქტორის შენიშვნა) ყველა არ იყო მზად ისრაელიზმის შეხედულებების გასაზიარებლად. ბევრი თვლიდა, რომ ბრიტანელი ხალხის ებრაული ფესვები სუფთა ფიქცია და მითი იყო. ამის საფუძველზე ზოგიერთ პროტესტანტულ „ეკლესიაში“ განხეთქილებებიც კი წარმოიშვა. მაგალითად, კათოლიკე კარდინალი ჯონ ჰენრი ნიუმენი (1801-1890) სიცოცხლის პირველ ნახევარში ანგლიკანური „ეკლესიის“ წევრი იყო, თუმცა 1845 წელს მან იგი დატოვა და კათოლიკურ „ეკლესიას“ შეუერთდა. თავისი გადაწყვეტილება მან იმით ახსნა, რომ არსებობდა ძალიან რეალური საფრთხე ბრიტანული ისრაელიზმის მომხრეების მიერ ანგლიკანური „ეკლესიის“ დაპატრონებისა.

XIX საუკუნის ბოლოს ედვარდ ჰაინმა (Edward Hine), ედვარდ უილერ ბერდმა (Edward Wheler Bird) და ჰერბერტ ოლდერსმიტმა (Herbert Aldersmith) დააარსეს „ბრიტანული ისრაელიზმის მოძრაობა“ (British Israelite movement). ასევე დაარსდა ინგლისურ-ებრაული ასოციაცია (Anglo-Israel Association), რომელსაც 1886 წლისთვის დიდ ბრიტანეთში 27 ფილიალი გააჩნდა. 1880 წელს დაიწყო ინგლისურ-ებრაული ალმანახის გამოცემა, რომელიც ვრცელდებოდა როგორც ინგლისში, ასევე მთელ ბრიტანეთის იმპერიაში. 1914 წლის ალმანახი შეიცავდა საინტერესო მიმოხილვას იმ ჯგუფების შესახებ, რომლებიც ბრიტანული ისრაელიზმის იდეოლოგიის მომხრეები იყვნენ არა მხოლოდ ნისლიანი ალბიონის კუნძულებზე, არამედ ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, სამხრეთ აფრიკაში, კანადასა და აშშ-ში.

ებრაული ენციკლოპედიის 1906 წლის გამოცემაში აღნიშნული იყო, რომ XX საუკუნის დასაწყისში ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში ბრიტანული ისრაელიზმის დაახლოებით ორი მილიონი მიმდევარი ირიცხებოდა.

1919 წელს ლონდონში დაარსდა „ბრიტანულ-ებრაულ-მსოფლიო ფედერაცია“ (British-Israel-World Federation — BIWF), ხოლო 1922 წელს კი გამომცემლობა Covenant Publishing, რომელიც აღნიშნულ ფედერაციას ემსახურებოდა. ფედერაცია დღესაც არსებობს და მოიცავს ბრიტანეთის თანამეგობრობის მრავალ ქვეყანას. BIWF-ის იდეოლოგიური პლატფორმის ერთ-ერთი ქვაკუთხედი არის იმის მტკიცება, რომ ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ისრაელის მეფე დავითის ხორციელი და სულიერი მემკვიდრეა. ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ BIWF-ის ყოველთვის ჰყავდა გავლენიანი მფარველები. ფედერაციის მფარველების პირველ ჯგუფში (1920) შედიოდნენ: მისი სამეფო უდიდებულესობა პრინცესა ალისა ატლონელი (ის ამ სიაში 1981 წლამდე, გარდაცვალებამდე რჩებოდა), რედნორის მე-5 გრაფის ქვრივი გრაფინია ჰელენ-მატილდა, ჰერცოგი ბაკლიუ, ინგლისური არისტოკრატიული წრეებისა და ანგლიკანური „ეკლესიის“ სხვა გამოჩენილი წარმომადგენლები.

რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ გამოიცემა უამრავი წიგნი, რომლებიც მსოფლიო შეთქმულებასა და მსოფლიო ელიტას ეძღვნება. ამ წიგნების თითქმის ყველა ავტორი თანხმდება, რომ მსოფლიო ელიტის ბირთვს ანგლოსაქსები წარმოადგენენ, რომელთა მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არა საცხოვრებელი ადგილი, არამედ რელიგიური კუთვნილებაა. ყველა მათგანი პროტესტანტიზმის იმ სხვადასხვა შტოს მიეკუთვნება, რომლებიც ბრიტანული ისრაელიზმის იდეოლოგიას იცავენ. ბენჯამინ დიზრაელი (ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი), სესილ როდსი (სამხრეთ აფრიკაში ბრიტანული კოლონიალიზმის სულის ჩამდგმელი, კომპანია De Beers-ის დამფუძნებელი), ლორდი ალფრედ მილნერი (ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე) ბრიტანული ისრაელიზმის ფანატიკოსები იყვნენ. მათ მტკიცედ სწამდათ ანგლოსაქსების უპირატესობისა, სხვა ხალხებს კი, საუკეთესო შემთხვევაში, განუვითარებლებად, ან არაადამიანებად და ლამის ცხოველებად მიიჩნევდნენ. სწორედ აქედან მომდინარეობს რწმენა იმისა, რომ მსოფლიოზე ძალაუფლება ღმერთმა სწორედ  ისრაელის შთამომავლებს მიანიჭა, სხვა ყველანი  კი „უფლის რჩეულ“ ანგლოსაქსებს უნდა ემსახურებოდნენ. ხოლო ვისაც მონობა არ სურს, დაუნდობლად უნდა განადგურდნენ, როგორც ცხოველების მსგავსი არაადამიანები.

ამგვარად, ანგლოსაქსებში ღმერთი რასამ და სისხლმა ჩაანაცვლა. როგორც ცნობილი ისტორიკოსი და მკვლევარი ჰანა არენდტი (Hannah Arendt) წერდა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბენჯამინ დიზრაელიმ, როგორც ანგლიკანური წესით მონათლულმა ებრაელმა, ზრდასრულ ასაკში მოულოდნელად გაიხსენა, რომ ის უფრო სემიტი იყო, ვიდრე ინგლისელი და ყველა „სემიტი“, მისი აზრით, „ბუნებით არისტოკრატის“ ტიტულის ღირსი იყო. როგორც არენდტი წერს, დიზრაელი პირველი იდეოლოგი იყო, რომელმაც გაბედა სიტყვა „ღმერთის“ სიტყვა „სისხლით“ ჩანაცვლება – „რასა ყველაფერია და მისი საფუძველი კი სისხლია“, „რასა ერთადერთი ჭეშმარიტებაა“, „რასობრივი საკითხი მსოფლიო ისტორიის გასაღებია“ – ეს იყო ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის უმთავრესი პრინციპები. დიზრაელის აზრით, ნისლიან ალბიონზე ებრაელებსა და ანგლოსაქსებს გასაყოფი არაფერი ჰქონდათ. მათ ერთობლივად უნდა შეესრულებინათ თავიანთი ისტორიული მისია – მიეღწიათ მსოფლიო ბატონობისთვის. შეიძლება დაისვას კითხვა: რატომ არ აქვთ მათ გასაყოფი არაფერი? – იმიტომ, რომ ებრაელები იუდეადან (სამხრეთ სამეფოდან) განდევნილი ორი ტომის შთამომავლებად ითვლებიან, ხოლო ანგლოსაქსები კი დანარჩენი ათი ტომის შთამომავლებად (ვინც ჩრდილოეთ სამეფოდან, ისრაელიდან, გადაასახლეს). ლონდონის სითი, სადაც განთავსებულია უდიდესი ბრიტანული და საერთაშორისო ბანკები, ისრაელის თორმეტი ტომის შთამომავლების ერთიანობის თვალსაჩინო სიმბოლოა. ბევრი თანამედროვე ანგლოსაქსი იზიარებს დიზრაელის აზრს და ამიტომ მიიჩნევს, რომ უფრო მართებულია ტერმინ „ანგლო-იუდაური სამყაროს“ გამოყენება, ნაცვლად ტერმინისა „ანგლოსაქსური სამყარო“.

ბრიტანული ისრაელიზმი სუფთა წყლის რასისტული იდეოლოგიაა, რომელსაც ეფუძნებოდა კიდეც ბრიტანეთის იმპერიის მშენებლობა. ანგლოსაქსური რასიზმის იდეოლოგიის ნიადაგზე მოგვიანებით შეიქმნა ბრიტანული ფაშიზმი (რომელიც, სხვათა შორის, მის იტალიურ და გერმანულ ვერსიებზე უფრო ადრე გაჩნდა). მოგვიანებით ბრიტანული რასიზმის იდეოლოგია გერმანიაში იქნა გადატანილი და ის მესამე რაიხის ნაციონალ-სოციალიზმად ჩამოყალიბდა (რომელშიც ზეადამიანის როლი ე.წ. „არიელებისთვის“ არის მიკუთვნებული).

ბრიტანული ისრაელიზმის ისტორიისა და არსის საკმაოდ კომპაქტური აღწერა წარმოდგენილია უილიამ ბრეკნის ნაშრომში „რადიკალური ქრისტიანობის ისტორიული ლექსიკონი“ (William H. Brackney, Historical Dictionary of Radical Christianity).

მე-20 საუკუნეში ინგლისსა და ბრიტანეთის თანამეგობრობის ქვეყნებში გრძელდებოდა წიგნების გამოქვეყნება ბრიტანული ისრაელიზმის თემატიკაზე. ამ კუთხით განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო  ალექსანდრ ჯეიმს ფერისი (Alexander James Ferris). ქვემოთ მოცემულია მისი რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომი:

– British-Israel teaching concerning the “Signs of the approaching end of the age”, 1933;
– Why the British are Israel: nine conclusive facts proving that the Anglo-Saxons represent the House of Israel of scripture,1934;
– British-Israel teaching concerning the Great Pyramid of Gizeh, 1934;
– The Everlasting Throne of David, 1935;
– The great pyramid: a simple explanation of the divine message of the great pyramid to the Anglo-Saxon race, 1935;
– The coronation and the throne of David, 1940;
– Great Britain & The U.S.A. Revealed as Israel. The New Order, 1941
– When Russia invades Palestine,1945;
– Palestine for Jew or Arab? 1946.

ბრიტანული ისრაელიზმის ამ ფანატიკოსი მიმდევრის სათქმელის დიდი ნაწილი მისი წიგნების სათაურებიდანაც ჩანს. იგი ყველანაირად ცდილობს ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ბიბლიური მეფე დავითის მემკვიდრეებად წარმოაჩინოს. ის საუბრობს ბრიტანელი ხალხის ებრაულ ფესვებზე, რაც მათ „ღვთის რჩეულ ხალხად“ აქცევს. აპოკალიფსზე დაყრდნობით, ის დარწმუნებულია ამ „ცოდვილი“ სამყაროს მოახლოებულ გარდაუვალ აღსასრულში; და ამ აღსასრულის შემდეგ უნდა დადგეს ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ათასწლოვანი მმართველობა. საბოლოოდ კი ის იმ დასკვნამდე მიდის, რომ „უფლის რჩეულები“ ​​არა მხოლოდ ნისლიანი ალბიონის კუნძულებზე ცხოვრობენ, არამედ ისინი ბრიტანეთის თანამეგობრობის სხვა ქვეყნებშიც მრავლად არიან, განსაკუთრებით კი დასავლეთ ნახევარსფეროში.

დაახლოებით 400 წლის წინ 30000 „ქარიზმატოკოსი“ პურიტანი თეოკრატიული საზოგადოების შექმნის მიზნით ჩრდილოეთ ამერიკაში, ახალ ინგლისში, დასახლდა. პურიტანები, ბაპტისტები, მეთოდისტები და სხვა რელიგიურად მოტივირებული ბრიტანელი კოლონისტები დაუნდობლად ხოცავდნენ ადგილობრივ მოსახლეობას – ინდიელებს. ბრიტანელების მიერ ახალი სამყაროს აქტიური კოლონიზაცია ორ საუკუნეზე მეტხანს გაგრძელდა. რა თქმა უნდა, კოლონისტები იყვნენ არა მხოლოდ ნისლიანი ალბიონიდან, არამედ კონტინენტური ევროპიდანაც – საფრანგეთიდან, ჰოლანდიიდან, შვეიცარიიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან და ა.შ. თუმცა ამერიკული სახელმწიფოს ხერხემალი ჩამოყალიბდა ბრიტანეთიდან (ინგლისი, უელსი, შოტლანდია, ირლანდია) გადმოსახლებული  „ქარიზმატიკოსი“ იმიგრანტების მიერ. სწორედ ბრიტანული ისრაელიზმით შეზავებული მათი პროტესტანტიზმი იქცა ახალი სამყაროს დომინანტურ იდეოლოგიად.

ამერიკის ამ იდეოლოგიურ-რელიგიური საფუძვლის გათვალისწინების გარეშე ძნელია აშშ-ს თანამედროვე და განსაკუთრებით კი უახლესი პერიოდის საგარეო პოლიტიკისა და, ასევე, აშშ-ბრიტანეთს შორის არსებული იმ უხილავი ერთობის გააზრება, რომელიც ქმნის ერთიან ანგლოსაქსურ სამყაროს, იმ სამყაროს, რომელიც ცდილობს დანარჩენი კაცობრიობის დამორჩილებას.

ვალენტინ კატასონოვი

(ეკონომისტი, სერგეი შარაპოვის სახელობის რუსული ეკონომიკური საზოგადოების თავმჯდომარე, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საერთაშორისო ფინანსების სპეციალისტი, სხვადასხვა მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი)