საზოგადოებრივი ორგანიზაციების პასუხი ევროკავშირის ჩინოვნიკების ულტიმატუმზე

საზოგადოებრივი ორგანიზაციების პასუხი ევროკავშირის ჩინოვნიკების ულტიმატუმზე

მიუხედავად იმისა, რომ უკვე ათეული წლებია, რაც საქართველოში ერი და ბერი დასავლეთიდან არნახული ზეწოლის პირობებში იბრძვის უბინძურესი და სატანური ლგბტ პრაიდების ჩატარებისა და განათლების სისტემაში ჰომოსექსუალისტური გარყვნილების მიმღებლობის, მისი ნორმად დანერგვის წინააღმდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქის მიერ „ოჯახის სიმტკიცის და მშობლების პატივისცემის დღედ“ დადგინდა დასავლეთში ე.წ. ლგბტ დღედ გამოცხადებული 17 მაისი (ამ დღის აღსანიშნავად 17 მაისი სწორედ იმიტომ შეირჩა, რომ ქართველმა ერმა 2013 წელს, ღვთის წყალობით, სწორედ 17 მაისს შეძლო წარმატებით გეი აღლუმის ჩაშლა).

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი წელია ეს დღე უკვე აიტაცა ხელისუფლებამაც და იგი დასვენების, საყოველთაო ზეიმის დღედ გამოაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს უკვე, ალბათ, 1 მილიონიც კი გამოდის ქუჩაში ოჯახის სიწმინდის აღსანიშნად და სოდომიის პროპაგანდის გასაპროტესტებლად და თითქმის ყველა კუთხეში ამ მრავალრიცხოვან მსვლელობებს თავში კონკრეტული მხარის ეპისკოპოსები და გამგებლები, მერები და ხელისუფლების პირველი პირები მიუძღვებიან მხარდამხარ (და მადლობა ამაზე ხელისუფლებას).

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა უკვე ოფიციალურად აკრძალა ე.წ. გეი აღლუმების ჩატარება და ამ სიბილწის ნებისმიერ დონეზე პროპაგანდა, სიმბოლიკის გამოყენება და ა.შ.

ეს ველურები, მყრალი პედერასტიის პროპაგანდისტი ევროჩინოვნიკები მაინც ბედავენ და საქართველოს ვიზების გაუქმების ულტიმატუმით ემუქრებიან, თუკი ამ სისაძგლეებს კვლავ არ დავაკანონებთ საქართველოში.

დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის.

ჩვენი ორიათასწლოვანი ისტორიის მანძილზე არაერთ დამღუპველ იდეოლოგიასთან მოუწია გმირული ბრძოლა საქართველოს. მათ შორის, თუნდაც, ჩვენი გამუსულმანების მცდელობის უძლიერესი შემოტევები გავიხსენოთ.

ჩვენ რომ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე უარი გვეთქვა და თავის დროზე მუსულმანობა მიგვეღო, ფიზიკურად კი არ გავწყდებოდით და 10 მილიონიდან ძლივს 1 მილიონ მოსახლემდე კი არ დავიდოდით, არამედ შეიძლება ახლა აზერბაიჯანივით 10 ან 20 მილიონიც კი ვყოფილიყავით და დღემდე სულ ლახათ-ლუხუმებში გვეცხოვრა.

მაგრამ მადლობა და დიდება უფალს, რომ ჩვენმა წინაპრებმა ჩვენი სულიერი იდენტობის გადარჩენა დააყენეს წინა პლანზე და დღემდე მართლმადიდებლებად და ქართველებად დავრჩით.

დიდება და მადლობა უფალს და დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ ახლაც რაღაც ვიზების და მისგან  მიღებული კუჭის და კომფორტის…  შესაძლო დაკარგვის მიუხედავად, ქართველი უარს ეტყვის ყველა სხვა ცრუ იდეოლოგიაზე ბევრად უფრო ბოროტ სოდომიას.

ერთხელ და სამუდამოდ ჩვენი მტკიცე წინააღმდეგობით პოლიტიკურად კუდით ქვა უნდა ვასროლინოთ საქართველოდან ამ მანქურთ ბინძურ ელჩებს, ევროკავშირის ჩინოვნიკებს. ხოლო ყველა ადგილობრივი გარეწრების წინააღმდეგ, უცხოეთიდან მსუყედ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების, ე.წ. ოპოზიციის… და ყველა მათ წინააღმდეგ, ვინც მოღალატურად აშშ-ს საელჩოს პატრონაჟით, თბილისი პრაიდთან ერთად ხელი მოაწერა პედოფილურ-ჰომოსექსუალური პრაიდების ჩატარებასა და განათლების სისტემის ოკუპაციას,  დაუყონებლივ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის პასუხისგმებლობა უმკაცრესი პირობებით.

და თუკი ისეთი საჭიროებაც დადგა, რომ ამ შიდა და გარე მტრებზე გასამარჯვებლად იმის დემონსტრირებაც დაგვჭირდა, რომ დავანახოთ ყველას, მთელ მსოფლიოს, თუ რამდენია საღად მოაზროვნე ადამიანი საქართველოში, არც ამას უნდა მოვერიდოთ და პირველ დაძახებულზე ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ ქუჩებშიც…

გურამ ფალავანდიშვილი
“ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება”

დავით ლორთქიფანიძე
საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ზნეობა”

18.07.2025 წ.