თურქმა დეპუტატმა უმსხვილესი ოპოზიციური სახალხო-რესპუბლიკური პარტიიდან სელინ ბოკემ (Selin Saye Böke) მართლმადიდებლობა მიიღო. ამის შესახებ ბერძნული ინტერნეტპორტალი romfea.gr წერს.
თურქული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში კითხვაზე: ,,არის თუ არა ქრისტიანი“, დეპუტატმა ქალბატონმა ქალაქ იზმირიდან (ბერძ. სმირნა) უპასუხა, რომ ნამდვილად მიიღო მართლმადიდებლობა.
სელინი წარმოშობით არის ხატაის პროვინციიდან, რომელიც მდებარეობს სამხრეთ თურქეთში. ამ რეგიონში სახლობენ ტრადიციული არაბულენოვანი მართლმადიდებლები, რომელთაც თურქეთის ხელისუფლების ზეწოლისა და რეპრესიების გამო უხდებათ საკუთარი რელიგიური კუთვნილების დამალვა.
დეპუტატმა ნათლისღება მიიღო ქალაქ ალექსანდრეტეს (ისკენდერუნი) ტაძარში, რომელიც ეკუთვნის ალექსანდრიის საპატრიარქოს.
ბოკემ, მიუხედავად მრავალრიცხოვანი კრიტიკული შენიშვნებისა და უარყოფითი რეაქციისა თანაპარტიელთა მხრიდან, არათუ მიიღო მართლმადიდებლობა, არამედ არც შეშინებია, საჯაროდ ეღიარებინა თავისი რწმენა.