“დიდ ყურადღებას ანიჭებდა ბერი მორწმუნე ქალის ჩაცმულობას, ვერ იტანდა გამოჩენილ სიშიშვლეებს, იტყოდა ხოლმე:
– ბოლო ჟამს მორწმუნეებს ჩაცმულობით გამოარჩევენ, ხოლო მღვდლებს საქმიანობით.
ძალიან ბრაზობდა, როცა შარვლიან მანდილოსნებს ხედავდა, გამონაკლისი არც მე ვიყავი. ერთხელ დილით შარვლიანმა წავიკითხე დილის ლოცვა, შემდეგ მოვწესრიგდი და მცხეთაში კაბაში გამოწყობილი წავედი. მამა გაბრიელი რის მამა გაბრიელი იქნებოდა, ეს რომ ვერ გაეგო, ვაი ჩემს თავს, მე იმ დღეს გავიკიცხე. მამა გაბრიელის გაკიცხვისას, განსაკუთრებულად, სულისთვის მძიმე და შემზარავი ერთი წინადადება იყო, რომელიც ყველა ქალბატონის გასაგებად მინდა ვთქვა და გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
– რჯულში წერია: – წყეულია ქალი მამაკაცის შესამოსელში მყოფი! ლოცვა მისი წყევლად შეურაცხოს უფალმა!”
(წიგნიდან “ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია – ცხოვრება და მოღვაწეობა არქიმანდრიტი გაბრიელისა”, გვ. 370, 2008 წ.)