“მინდა, გამოვეხმაურო 5 ივლისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ მარშს. ბოლო წლებია, გარკვეული ძალები ქვეყანაში ცდილობენ მამათმავლობისა და მსგავსი გარყვნილებისა და უზნეობის ნორმად დამკვიდრებას, ამორალურის მორალურად წარმოჩენას. ამ მიზნის მისაღწევად კი ყველანაირ პროვოკაციაზე მიდიან, არ ერიდებიან საზოგადოებაში შფოთისა და დაძაბულობის შეტანას, შეურაცხყოფენ ქვეყნის ღირსებას, ისტორიას, ტრადიციებსა და ფასეულობებს. ჯიუტად ცდილობენ რუსთაველის გამზირზე სამარცხვინო მარშის ჩატარებას, რასაც, სამწუხაროდ, ლობირებს ზოგიერთი ევროპარლამენტარი და ელჩი. მათი განცხადებები და მოწოდებები შეურაცხმყოფელია ქართველი ხალხისთვის.
ჩვენი ერის ისტორია არის ქრისტესადმი მოწამეობა, ბრძოლა სარწმუნოების, სამშობლოს და ღირსების დასაცავად.
ქართული მიწის თითოეული გოჯი მორწყულია მოწამეობრივი სისხლით. ვერავინ შეძლო ქართველი ხალის დამონება, რუსთაველის გამზირიც გაჟღენთილია რწმენისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაცემული ჩვენი გმირების სისხლით, ამიტომ, არასდროს არ მივცემთ არავის უფლებას, შეურაცხყონ ქვეყნის ღირსება და წინაპრების დაღვრილი სისხლი.
არავის აქვს უფლება, თავს მოგვახვიოს და მიგვითითოს, როგორი ცხოვრების წესით ვიცხოვროთ, რას შევეგუოთ და რას არა, ვერავინ გვასწავლის რა არის ჭეშმარიტი თავისუფლება, ვერავინ დაგვაყენებს არჩევანის წინაშე, რადგან ჩვენ 2000 წლის წინ გაკეთებულ არჩევანს არასდროს ვუღალატებთ, ყოველთვის დავიცავთ სარწმუნოებას, ღირსებას და ოჯახის სიწმინდეს. სამარცხვინოა პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებული გარყვნილებისა და უზნეობის პროპაგანდის მხარდამჭერი გაცხადებები.
მიუხედავად იმისა, რომ მათი უმრავლესობისთვის ეს ყველაფერი მიუღებელია, ამ განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტის წევრებისა და ელჩების საამებლად და მათი ნდობის მოსაპოვებლად, სამათხოვროდ ატუზულები დგანან სხვადასხვა საელჩოს კართან, მზად არიან, პირადი ინტერესები ანაცვალონ ქვეყნის ინტერესებს. ასეთი პოლიტიკოსების შემხედვარე ბედავენ თავს მოგვახვიონ ისეთი საკითხები, რომელიც მიუღებელია ჩვენი ქვეყნისთვის.
ასეთი სამარცხვინო პოლიტიკოსების გამოა ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში. ხელისუფლების წარმომადგენლები კი აკეთებენ ორაზროვან, ბუნდოვან განცხადებებს. ზოგიერთი მათგანი კი ფარულ მხარდაჭერას უცხადებს მათ.
ხელისუფლების უმოქმედობა ცხადყოფს, რომ არ შეუძლიათ დაიცვან ქვეყნის ღირსება. ასეთ დროს კი, საქართველოს მოქალაქეები, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო, მართლმადიდებლობა, ოჯახი და ღირსება, ყველა უნდა გავერთიანდეთ და ყოველგვარი ძალადობისა და აგრესიის გარეშე დავიცვათ ის ფასეულობები, რამაც გადაგვარჩინა და მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე!”
ალექსანდრე ერქვანია
(მე-9 მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი)
წყარო: kvira.ge