როგორც სერბული გამოცემა “vijesti” იუწყება, 29 დეკემბერს ჩერნოგორიის ხელისუფლებამ პოლიციის და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა პოდგორიცაში (ჩერნოგორიის დედაქალაქი) საკათედრო ტაძართან შეკრებილი მართლმადიდებელი მრევლი, რომელიც აპროტესტებდა ჩერნოგორიის ხელისუფლების მიერ 26 დეკემბერს მიღებულ ანტიეკლესიურ კანონს, რომლის მიხედვითაც ჩერნოგორიის ტერიტორიაზე სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიას 650-ზე მეტი ეკლესია-მონასტრის და სიწმინდეების ჩამორთმევა და სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ჩერნოგორიაში არ წყდება ახალი კანონის საწინააღმდეგოდ მიმართული საპროტესტო აქციები, რომლის დროსაც, 27 დეკემბერს ტარუს ხიდზე, პოლიციამ ხელკეტებით სცემა ცეტინეს მონასტრის წინამძღვარი, დიოკლიის ეპისკოპოსი მეთოდი და მრევლი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ანტიეკლესიური კანონის მიღებას წინ უძღოდა რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლების საკითხებში აშშ-ს ელჩის, სემ ბრაუნბეკის (Sam Brownback) ვიზიტი ჩერნოგორიაში.
ZNEOBA.GE-ს რედაქცია