საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან არასამთავრობო ორგანიზაცია “ზნეობის”, “ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების”, “ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის” წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს, რომელზეც საფრანგეთის მთავრობის მიერ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ჯილდოზე (“მომავლის პერსონა”) პედერასტიის სიბილწის პროპაგანდისტი და გარყვნილების მქადაგებელი სამარცხვინო ორგანიზაცია “თბილისი პრაიდის” ხელმძღვანელის, გიორგი თაბაგარის წარდგენა გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეებმა საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენელს საპროტესტო წერილი გადასცეს, რომელშიც საფრანგეთის ხელისუფლებას, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, მოუწოდებენ ოფიციალური ბოდიში მოუხადოს ქართულ საზოგადოებას და დაუყოვნებლივ გააუქმოს თავისი პროვოკაციული და შეურაცხმყოფელი გადაწყვეტილება.
ZNEOBA.GE-ს რედაქცია