“ყველანაირი მშვიდობა როდია საღმრთო მშვიდობა” – წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

“ყველანაირი მშვიდობა როდია საღმრთო მშვიდობა” – წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

“ყველანაირი მშვიდობა როდია საღმრთო მშვიდობა! რამეთუ არსებობს მშვენიერი უთანხმოებაც და არსებობს დამღუპველი ერთსულოვნებაც. უნდა გვიყვარდეს მხოლოდ ჭეშმარიტი მშვიდობა, კეთილმიზანდასახული და ღმერთთან მიმყვანებელი, რადგან საქმე როცა აშკარა უკეთურებასთან გვაქვს, მაშინ ცეცხლსა და მახვილსაც არ უნდა ვერიდოთ, არც დროისა და ხელმწიფის მოთხოვნებს დავემორჩილოთ, მით უმეტეს – არამც და არამც არ უნდა ვეზიაროთ მზაკვრულ დვრიტას, არ უნდა მივემთხვიოთ სენშეყრილს! ყველაზე დიდი ცოდვაა ღმერთზე მეტად გვეშინოდეს რაიმესი და ამ შიშის გამო ვღალატობდეთ ჭეშმარიტი სარწმუნოების სწავლებას!”

წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველი, სიტყვა მე-6 “მშვიდობის შესახებ”