წმ. იოანე ოქროპირი ღვთის მგმობელებზე

წმ. იოანე ოქროპირი ღვთის მგმობელებზე

“რახან ჩვენი საუბარი ღვთის გმობას შეეხო, მინდა თქვენ ყველას ერთი რამ გთხოვოთ ამ სიტყვისა და მსჯელობის სანაცვლოდ – კერძოდ კი, რომ თითოეული თქვენგანი წინ აღუდგეს ქალაქში ღვთის მგმობელს. თუ ვინმე გზაჯვარედინზე ან მოედანზე ღმერთს აძაგებს, მიდი და შთააგონე და, თუ საჭირო შეიქმნება, ხელით შეეხე კიდეც, დაუხშე პირი – კურთხეულ იყოს შენი მარჯვენა! და თუ ბრალს დაგდებენ, პასუხს მოგთხოვენ, სასამართლოში წაგიყვანენ, წადი და გაბედულად უთხარი მოსამართლეს, რომ შეურაცხყვეს ანგელოზთა მეუფე, და თუკი მიწიერი მეფის მგმობელი სასჯელის ღირსია, მაშინ ბევრად უფრო დიდ სასჯელს იმსახურებს ღვთის შეურაცხმყოფელი.

…დაე, იცოდნენ იუდეველებმა და ელინებმა, რომ ქალაქის დამცველები, მოძღვრები და მმართველები ქრისტიანები არიან. დაე, იცოდნენ გარყვნილებმა და უზნეოებმა, რომ შიში უნდა ჰქონდეთ ღვთის მონებისა, და თუ მოისურვებენ ღვთის გმობას, გარშემო მიმოიხედონ, ჩრდილის დანახვაზეც კი უნდა ძრწოდენ ქრისტიანების შიშით.

…სიკვდილამდე იბრძოლე ჭეშმარიტების დასაცავად და უფალი იქნება შენი ქომაგი. ნუ მეტყვი უგულო სიტყვებს: რა ჩემი საზრუნავია? არაფერი მაქვს მასთან საერთო. ჩვენ არ გვაქვს საერთო მხოლოდ ეშმაკთან, ყველა ადამიანთან კი ჩვენ მრავალი საერთო გაგვაჩნია. მათ გააჩნიათ იგივე ბუნება, რაც ჩვენ, სახლობენ იმავე მიწაზე, რომელზეც ჩვენ, იკვებებიან იმავე საკვებით, რითაც ჩვენ, ჰყავთ იგივე მეუფე, მათაც იგივე კანონები მიეცათ, რაც ჩვენ და ისინიც იმ სიკეთისკენ არიან წოდებულნი, რისკენაც ჩვენ. ამიტომ, ნუ ვიტყვით, რომ არაფერი გვაქვს მათთან საერთო, რადგან ეს არის სატანური არაადამიანურობა. ნუ ვიტყვით ამას, არამედ ვაჩვენოთ ძმების დარი მზრუნველობა.

…ერთი მგზნებარე ადამიანიც კი საკმარისია, რომ გამოასწოროს მთელი ქალაქი.

…მრავალთა დაღუპვა და სულიერი დაცემა მხოლოდ ჩვენი უდარდელობის ბრალია და არა სისუსტისა”.

წმ. იოანე ოქროპირი

Беседы о статуях, говоренные к Антиохийскому народу, Беседа 1, ч.12.

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial