“როდესაც ქრისტესთან მოიყვანეს ქალი, მხილებული გარყვნილებაში, მან არ იწყო არც მისი გამართლება, არც მისი გამტყუნება. იესომ უთხრა მას: წადი და აღარ სცოდო. შემდგომ იგი მისი ერთგული მოწაფე გახდა.
ჰომოსექსუალიზმი ისევე, როგორც სიძვა-მრუშობა, არის მისი სახესხვაობა. ჩვენ, ქრისტიანებს, უნდა გვძულდეს ცოდვა, მაგრამ ღვთიურ სიყვარულს ვიჩენდეთ ცოდვილთა მიმართ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ხელს ვუწყობდეთ ცოდვილ ცხოვრების წესს და ვაქეზებდეთ ცოდვილებს თავიანთ ცოდვაში. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ უფალ ღმერთს შეუძლია გაათავისუფლოს მონანული ცოდვილი ჰომოსექსუალიზმის ცოდვისაგან.
ყურადღება მივაქიოთ მოციქულ პავლეს სიტყვებს კორინთელთა 6:9-11: “ანუ არა უწყითა, რამეთუ ცრუთა სასაუფეველი ღმრთისა ვერ დაიმკვიდრონ? ნუ სცთებით: არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არა ჩუკენთა, არცა მამათმავალთა, არცა ანგაჰრთა, არცა მპარავთა, არცა მომთვრალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაჲ არა დაიმკვიდრონ. და ესრეთ ოდესმე იყვენით: არამედ განიბანენით, არამედ განიწმიდენით, არამედ განჰმართლდით სახელისა უფლისა იესოჲსითა და სულითა ღმრთისა ჩუენისაჲთა”. როგორც ვხედავთ, ჰომოსექსუალიზმისაგან განთავისუფლება – ეს რეალობაა, რომელიც ძალუძს მაცხოვარ იესო ქრისტეს.
ღმრთისათვის ყოველი ადამიანი, მიუხედავად მისი ორიენტაციისა, უსაზღვროდ ძვირფასია. ღმერთი მოკვდა, რათა ყველა ჩვენგანისთვის მოენიჭებინა ცოდვისაგან განთავისუფლება და საღმრთო მშვიდობა, რათა სასოწარკვეთისაგან განაწამებმა სულებმა მოიხვეჭონ სიმშვიდე და სიხარული. ღმერთი მზადაა, მიიღოს ნებისმიერი მონანული ცოდვილი, ამიტომ ჩვენ – ქრისტიანებმა – უნდა დავამოწმოთ ცოდვილების წინაშე ქრისტეს გამომხსნელი მსხვერპლის შესახებ. შესაძლოა, ვინმეს გული გამოეხმაუროს ამას, და იქნება კიდევ ერთი მიტევება, და იქნება კიდევ ერთი ახალი სიცოცხლე.”
წიგნიდან “ანტისოდომია”