BBC: მარიხუანა ალკოჰოლზე მავნეა და მისი პრევენცია მნიშვნელოვანია

BBC: მარიხუანა ალკოჰოლზე მავნეა და მისი პრევენცია მნიშვნელოვანია

მედია-გიგანტი BBC კანადელ მეცნიერებზე დაყრდნობით გვატყობინებს, რომ “მარიხუანა მოზარდის ტვინისთვის ალკოჰოლზე უფრო მავნეა.”

კვლევის მიხედვით მოზარდები, რომლებიც მოიხმარენ მარიხუანას გრძელვადიან ზიანს აყენებენ საკუთარი ტვინის განვითარებას.

მონრეალის უნივერისტეტის მკვლევარები მოუწოდებენ ახალგაზრდებს, რომ გადაავადონ მარიხუნასთან შეხება იმდენად რამდენადაც ეს მათთვის შესაძლებელი იქნება.

კველევის ფარგლებში 4 წლის განმავლობაში გამოკვლეულ იქნა 3.800-მდე ახალგაზრდა 13 წლის აკსაკიდან და ზევით.

ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიღება (რომლებსაც კანაბისიც მიეკუთვნება) ახალგაზრდულ ასაკში ცნობილია, რომ იწვევს პრობლემებს კოგნიტური უნარების განვითარების მხრივ, როგორიცაა – სწავლის, ყურადრებისა და დასკვნის სწორად გამოტანის უნარი. ასევე მთლიანობაშიც ეცემა მოსწავლის აკადემიუი მოსწრება.

კვლევამ ცხადყო რომ მარიხუანას მოხმარების სიხშირის ზრდასთან ერთად მატულობს მისგან მიყენებული ზიანიც. და ეს ზიანი, ალკოჰოლისგან მიყენებული ეფექტისგან განსხვავებით, გრძელვადიანად მოქმედებს.

კანადელი მოსწავლეები 31 სხვადასხვა სკოლიდან მკვლევარებს წელიწადში ერთხელ უზიარებდნენ დეტალურ ინფრომაციას მათი დამოკიდებულების შესახებ ნარკოტიკთან და ალკოჰოლთან.

სკოლაში არსებული სპეციალური კომპიუტერული ტესტებით ყოველ წელს ასევე მოწმდებოდა მოსწავლეების კოგნიტური და გონებრივი შესაძლებლობები.

ტვინის გავითარება

მიუხედავად იმისა, რომ კვლევაში მონაწილეთა შორის კანაფის მომხმარებელი ნაკლები იყო ალკოჰოლის მომხმარებლებზე, მოზარდების 28%-მა მაინც აღიარა მისი რაღაც დოზით მიღება.

თინეიჯერების 75%-მა კი დაადასტურა, რომ ალკოჰოლს სულ ცოტა დროდადრო მაინც მოიხმარს.

კვლევის ხელმძღვანელის, მონრეალის უნივერსიტეტის ფსიქიატრიული დეპარტამენტის წევრის პროფესორ პატრიცია კონროდის განცახდებით ის ვარაუდობდა, რომ ალკოჰლის გავლენა მეტი იქნებოდა მოზარდღა ტვინზე.

თუმცა კვლევამ საპირისპირო აჩვენა. ტესტებმა ცხადყო, რომ დაზიანებები მარიხუანას მომხმარებელ მოზარდთა კოგნიტურ უნარებზე ძალიან მატულობს. უფრო მეტიც მოწევისგან თავის დანებების შემთხვევაშიც კი ეს უარყოფითი შედეგები დიდხანს რჩება.

მუშაობის შედეგად გამოიკვეთა – მახსოვრობის უნარი, მსჯელობის უნარი და საკუთარი თავის კონტროლის უნარის დაქვეითება.

“მათი ტვინი გარკვეულწილად მაინც ვითარდება, მაგრამ კანაბისი ერევა ამაში” – ასკვნის პროფესორი კონორი.

“მათ უნდა გადაავადონ მარიხუანას მოხმარება რაც შეიძლება დიდხანს” – ის ასევე აცხადებს, რომ შედეგები ხაზს უსვამს ნარკოტიკების შემზღუდავი პროგრამების მნიშვნელობას.

BBC-ის ინფორმაციით კანაბისი ბრიტანეთში ყველაზე ფართოდ გავრცელებული არალეგალური ფსიქო აქტიური ნარკოტიკია (საქართველოში კი საკონსტიტუციო სასამართლომ, ხელისუფლების დუმილის, ფონზე სულაც მოხმარების ლეგალიზება განაჩინა და ამით უდიდესი რისკის ქვეშ დააყენა მოზარდების ჯანმრთელი მომავალი – რედ.).

მარიხუნამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულებაც, მისი მიღება კი პირდაპირ ზრდის ფსიქიკური აშლილობის რისკებს, განსაკუთრებით მოზარდებში.

როგორც ექსპერტები ამბობენ მოწევაზე თავის დანებებამ შესაძლოა გამოიწვიოს სხვდასხვა გართულებები, როგორიცაა ძილის ფუნქციის დარღვევა, ხასიათის გაფუჭება…

BBC-ის ეს სტატია ეყრდნობა ამერიკულ სამეცნიერო ფსიქიატრიულ ალმანახს – American Journal of Psychiatry.

ZNEOBA.GE-ს რედაქცია

წყარო: bbc.com

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial