“უბრალო” ინტერესის შესახებ სატანისტური სიმბოლოების მიმართ

“უბრალო” ინტერესის შესახებ სატანისტური სიმბოლოების მიმართ

2018 წლის 10 აგვისტოს ქალაქ კონდოპოგაში 15 წლის სატანისტმა მოზარდმა გადაწვა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის უნიკალური ხის ტაძარი. ორი წლით ადრე, მოზარდი ინტერნეტში დაინტერესდა ოკულტური სიმბოლოებით, რომლებიც უპრობლემოდ ვრცელდება სატანისტური ჯგუფების მიერ თავიანთ გზავნილებში. ცოტა ხანში მისი ინტერესი და დამოკიდებულება აშკარა გახდა… ის ფაქტი, რომ ჩვენს ცხოვრებაში არაფერი ჩაივლის უკვალოდ, რომ შეუძლებელია, სატანიზმის სიმბოლოების ვირტუალურ სამყაროში და ცოდვის მორევში შეხვიდე და “მშრალი” გამოხვიდე, გთავაზობთ მართლმადიდებლური ინტერნეტ გვერდის pravoslavie.ru-ს მუდმივ მიმომხილველთა მსჯელობას.
დაიცავით ბავშვები!

“არაფერი ჩაივლის უკვალოდ”

– ადამიანის ცხოვრებაში არსებობს კანონი: “არაფერი ჩაივლის უკვალოდ”. შეუძლებელია, ნარკოტიკის მიღების შემდეგ უცვლელი დარჩე. შეუძლებელია, საცდური უშიშრად ათვალიერო და ცდუნებას გადაურჩე. შეუძლებელია, უბრალოდ დახატო, შეინახო, შეისწავლო სატანური ნიშნები და სიმბოლოები და გადარჩე დაუზიანებელი.

doc-36959-ph-gallery-36963-original

ასე გამოიყურებოდა დაწვამდე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის უნიკალური ხის ტაძარი კონდოპოგაში (კარელია).

მოზარდი, რომელმაც დაწვა ტაძარი, ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, უკვე 2 წელია, 13 წლის ასაკიდან, დაკავებულია შავი მაგიით. ადამიანები მოზარდობის პერიოდში, თვითდამკვიდრების მიზნით, ხშირად უჯანყდებიან მშობლებს, აქვთ უსაფუძვლო პროტესტი, უჭირთ თვითრეალიზაცია უფროსების დადგენილ ნორმებში. არსებობს დასაშვები პროტესტი, როცა თინეიჯერი, რაც გინდა უთხრა, მაინც წინააღმდეგია, იძახის რომ შენი სიტყვები არ არის მისთვის განკარგულება, მაგრამ ის კვლავ რჩება ოჯახში. და არსებობს კატასტროფული ამბოხება, რაც დამღუპველია მისთვის და მის გარშემომყოფი ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის.

ზემოხსენებული მოზარდის სოციალური ქსელის გვერდზე ძალიან მძიმე თემატიკაა გაშლილი, მაგალითად: “ეშმაკთა თაყვანისცემა”, “ბნელი ორდენი”, “კანიბალიზმის მასობრივი გავრცელება”. შეიძლება, რომ ამან არ დატოვოს კვალი!? შესაძლოა, 13 წლის ასაკში ეს იყო გატაცება, ცნობისმოყვარეობა, როცა ადამიანს არ აქვს განსჯის უნარი, სულიერი მხარდაჭერის გარეშეა, მაგრამ რასთან მიგვიყვანა ამან? აშკარა დანაშაულთან და, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი შინაგანი სამყაროს დეფორმაციასთან. მოხსენების თანახმად, ერთ წელიწადში მოზარდი იმდენად შეიპყრო მრისხანებამ, ღიად გამოაცხადა, რომ მას სურს ტაძრის გადაწვა. აი, რას ნიშნავს სატანური სიმბოლოებით გატაცება…

სიმბოლო, ნიშანი, მოკლე დევიზი ატარებს გარკვეულ ინფორმაციას – ინსტალაციას, რომელსაც შეუძლია შეცვალოს თქვენი სულიერი დამოკიდებულება. თუ თქვენს ტექსტებში, ინტერნეტ გვერდზე, კომპიუტერულ თამაშებში  სისხლი, აჯანყება და ძალადობაა, ეს უკვე შინაგანი ხდება და ძალადობისკენ გამზადებთ.

მე ასევე ვამბობ, რომ სატანიზმი არ არის მხოლოდ ღვთის უარყოფა, ეს არის აგრესიული პროტესტი. ეს არის აქტიური ბოროტება, ცდილობს, გაანადგუროს ის, რასაც სხვები ქმნიან. სატანიზმი ცდილობს, აქტიურად შეეწინაღმდეგოს ღმერთს ყველა წარმოდგენილი და წარმოუდგენელი ანტიპოდით. ღმერთი სიცოცხლეა, ამიტომ სატანისტი სიკვდილის მოსურნეა. ღმერთი სიყვარულია, ამიტომაც სატანიზმი სიძულვილისკენ მოუწოდებს. ღმერთი შემოქმედია, ამიტომაც სატანისტი განადგურებას ქადაგებს. ნამდვილად ვფიქრობთ, რომ ასეთი ტიპის სექტები უვნებელია და არ აზიანებენ მოზარდების სულებს?

ყველაფერი იწყება მარტივი ცნობისმოყვარეობით, საიდუმლო ცოდნის შეცნობის ინტერესით.

ამიტომ, თუ თქვენ ცნობისმოყვარებით ნახავთ “ექსტრასენსთა ბრძოლას”, ინტერესს გამოიჩენთ წყევლის და შელოცვების მიმართ, ეს ყველაფერი უკვალოდ არ ჩაივლის, თქვენთვის შეუმჩნევლად თვითონვე ჩაერთვებით მაგიის და ბნელი ძალების სტიქიაში. წყლიდან ვინ ამოსულა მშრალი?

ჩვენ ყველას დიდი სიფრთხილე გვმართებს და განსაკუთრებით კი ჩვენს შვილებს, ჩვენს მოზარდებს.

მღვდელი ვალერი დუხანინი

ZNEOBA.GE-ს რედაქცია

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial