“იქ დგანან ადამიანები რომელთა ცხოვრების საზრისად ქცეულა მამათმავლობა, ნარკომანია”

“იქ დგანან ადამიანები რომელთა ცხოვრების საზრისად ქცეულა მამათმავლობა, ნარკომანია”

დეკანოზი ანდრია კემულარია თავის ფეისბუქ გვერდზე პარლამენტის შენობასთან გუშინ განვითარებულ მოვლენებზე წერს:

10398435_1027446985910_6253575_n“29 წლის შემდეგ 9 აპრილის ხსოვნისდმი მიძღვნილ მემორიალთან დგანან ადამიანები, რომელთა ცხოვრების საზრისად ქცეულა მამათმავლობა, ნარკომანია, ‒ ადამიანები, რომელთა დიდი ნაწილი, რაოდენ მტკივენულიც არ უნდა იყოს ამის აღიარება, დაკარგული ყავს ქვეყანას (იმედია, დროებით). მათთვის არავის უსვრია, არავის ჩაუქოლავს. მათ თავად აირჩიეს ეს გზა. მაგრამ, ეს მათი არჩევანი არ არის მხოლოდ მათი ‒ გაუბურღეს ტვინი, ჩაუდეს, რომ თავისუფლება ეს არის ტკბობა, ნებისმიერი ხერხით, უკანმოუხედავად, უბრალოდ ეგოისტური ტკბობა. ერთ-ერთმა მათგანმა იკადრა, აძვრა მონუმენტზე და იცეკვა. და აზრადაც არ მოსდის, რომ მას იმიტომ შეულძლია ახლა იცეკვოს, რომ ამ ადგილას მისი მშობლების თაობამ საუკეთესო შვილები შესწირა. მისი ცეკვა შეწირული გმირების ძვლებზე ცეკვაა, მაგრამ მან ეს არ იცის, რადგან იმ საქართველომ, „თავისუფალმა“ საქართველომ არ ასწავლა, არ ჩაუნერგა, არ შეაყვარა ხიდად გადებული წინაპრები.

„სისტემა უნდა დაირღვეს“, ‒ გაჰყვირის სქესგაურკვეველი ყმაწვილი. 29 წლის წინადაც ქართველები სისტემის დასარღვევად შეიკრიბნენ, მოძალადე, დამპყრობელი, წამშლელი სისტემის წინააღმდეგ. ვინ ვიფიქრებდით მაშინ, რომ ჩვენი შვილები გადააბიჯებდნენ ადამიანობის ზღვარს, გედონიზმის ჩიხურ გზას აირჩევდნენ, მტრის გასახარად თავად გაექანებოდნენ გაქრობისაკენ?!

აქციები აისბერგის მწვერვალია. უფრო საშინელი არის ის იდეოლოგია, რომელმაც შვა თანამედროვე ქართული რეალობა, ის ღირებულებები, რომლებიც ჩვენი დაშვებით, დუმილითა და უგუნურებით ჩაენერგა ამ თაობის დიდ ნაწილს. თუ ამაზე ფიქრი არ დავიწყეთ, ამაო იქნება სპეცოპერაციები, აქციები და კონტრაქციები, ‒ ამაო იქნება საერთოდ ლაპარაკი საქართველოზე.

ცნობილი კარდიოქირურგი ამოსოვი წერდა: „ექიმები არჩენენ სნეულებებს, მაგრამ ჯანმრთელობა თავად უნდა მოიპოვოთ.“ უნებლიედ გამახსენდა ეს სიტყვები. სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიული ღონისძიებები, ‒ უდავოდ საჭირო და გადაუდებელი ‒ მხოლოდ ერთი მუწუკის მოშორებაა, სნეულება კი რჩება. ძალოვნებს შეუძლიათ შეზღუდონ ბოროტებმოქმედება, მაგრამ ერს ვერ განკურნავენ. ერმა თავად უნდა იზრუნოს გამოჯანსაღებაზე. იზრუნოს სკოლებში, ოჯახებში, ბიზნესში, ხელოვნებაში, პოლიტიკაში ‒ ყველა სფეროში ადამიანის მოღვაწეობისა. ამაოა იმედი, რომ არსებულ ზნეობრივ ვითარებაში, დღევანდელი ორიენტირების ფონზე რაღაც ძირეულად შეიცვლება და 9 აპრილს, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაღუპული გმირების სისხლი არ იქნება ამაო. დასანანი იქნება, თუ გალაშქრება იქნება ერთჯერადი, ბოლო დროს მრავალი ახალგაზრდის დაღუპვით გამოწვეული მუხტის მოსახსნელი. ეს ვითარება ხომ იმ გზამ მოგვიტანა, რომლითაც ატარა სახელმწიფომ ერი, იმ კანონებმა, იმ ნორმებმა, იმ მიდგომამ, რომლის მოწმენი ვართ?!

რამდენიმე დღეში „დამოუკიდებლობის დღეს“ იზეიმებს ქვეყანა. მაგრამ, თავისუფლება არ არის აბსოლუტური ცნება. თავისუფლება შეიძლება გქონდეს, რაღაცისგან, ვიღაცისგან, რაღაცაში. ვისგან და რისგან არის თავისუფალი და დამოუკიდებელი დღეს საქართველო? ქართული გზის არჩევანში, ზოგადსაკაცობრიო, ცხოვრების გამაგრძელებელ ღირებულებებში ნამდვილად არ ჩანს თავისუფლება. ის, რაც ვერ გააკეთა 9 აპრილს შემოსეულ ჯალათთა ნიჩბებმა და ტყვიებმა, გააკეთეს მედიამ (მისმა უდიდესმა ნაწილმა), არასამთავრობო სექტორმა, სულგაყიდულმა პოლიტიკოსებმა. გავაკეთეთ ჩვენ, ვინც დავდმუმდით, როცა შეგვეძლო და უნდა გვეთქვა სათქმელი, როცა ვერ მოვიცალეთ შვილებისთვის, როცა ქვეყანა აბსტრაქციად მივიჩნიეთ და ჩვენს ნაჭუჭში ჩავიკეტეთ.

უამრავი ახალგაზრდა შეიკრიბა დღეს დაღუპვაში ხელისარშეშლის მოთხოვნით. ისინი, ვისაც ჯერ არაფერი გაუკეთებია ქვეყნისთვის და, თუნდაც საკუთარი თავისთვის, ვინც უღალატა მშობლებს, ქვეყანას, ვინც ვერაფერს გააკეთებს მის დასაცავად, თუ არ შეეცვალა ცნობიერება. შემზარავია ამის ყურება! განსაკუთრებით მტკიცვნეულია იმის გაცნობიერება, რომ ბევრი მათგანი უკან ვერ დაბრუნდება, ვერასდროს ივარგებს ქვეყნისთვის, ოჯახისთვის; ადამიანები, რომელთაც გადააბიჯეს სულის თვისობრივი ცვილელების იმ ზღვარს, რომლის მიღმა ჯოჯოხეთია და საიდანაც ვერ ბრუნდებიან. ჩვენი შვილების თაობაა! წარმოდგენაც კი მზარავს მათი სულიერი მდგომარეობისა, მაგრამ, სასულიერო პირის გადასახედიდან ვხვდები, რომ მრავალი უკუნმოუქცევლად შევიდა ჩიხში. თუმცა, იმედი მაქვს, ცდუნების დაცხრომის შემთხვევაში ძალიან ბევრი გაიღვიძებს. ადამიანი ცვალებადი არსებაა და თავადაც ვერ წარმოიდგენს, რამდენად შეიძლება შეიცვალოს. მაინც ვიტოვებ იმედს.”

დეკანოზი ანდრია კემულარია