“ასეთი მძიმე დღეები, რომელიც დღეს არის, საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა” – მეუფე სპირიდონი

“ასეთი მძიმე დღეები, რომელიც დღეს არის, საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა” – მეუფე სპირიდონი

მეუფე სპირიდონის (აბულაძე) ქადაგება ჯვრის თაყვანისცემის კვირას (11.03.2018)

“ასეთი მძიმე დღეები, რომელიც დღეს არის, საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. ვინც ბიბლიას კითხულობს, იცის, რომ ადამიანს ღმერთთან შეთანხმება აქვს დადებული. ღმერთი ადამიანს ეუბნება, რომ გევალებათ სიწმინდის, სარწმუნოების, სულიერიების, პატიოსნების და წესიერების დაცვა და დანარჩენს მე შეგძენთ თქვენ. ამიტომ, როდესაც ადამიანი ღვთისადმია გულით მინდობილი, მას უფალი ყველაფერს აძლევს და ყველაფერს შესძენს. თქვენ იცით, რომ ისტორიამ ეს ყველაფერი დაადასტურა – თამარ მეფის, ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, გიორგი ბრწყინვალის პერიოდი – როცა ქართველი ხალხი სასუფეველს ეძიებდა და მისი ხელმძღვანელობა, მისი მთავრობა, მისი მხედრობა, მისი მეთაურები, მეფე – მაშინ საქართველო იყო უძლიერესი სახელმწიფო, რომლის წინაშეც შიშით კანკალებდა ის ხალხი, ვინც დღეს ყოფილ პლეხანოვზე – დავით აღმაშენებელზე, შოთა რუსთაველის პროსპექტზე რასაც უნდა იმას აკეთებენ…

…მომხდარა კი საქართველოში ისეთი სიბილწეები, რაც ბოლო პერიოდში ხდება? ეკლესიაში სამარცხვინო კი არა, საშიშიც კი არის ჰომოსექსუალებისა და ტრანსგენდერების ხსენება. რამდენიმე დღის წინ იუსტიციის სახლთან გამოვიდნენ და დაიწყეს უფლებებზე ლაპარაკი. სამწუხაროდ და სამარცხვინოდ, მათ ქართული პოლიცია იცავდა. პოლიცია, რომელიც 9 აპრილს ხალხის მხარეზე დადგა…” – განაცხადა ქადაგებაში სხალთელმა მიტროპოლიტმა სპირიდონმა.

ქვემოთ გთავაზობთ ქადაგების სრულ ვერსიას:

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial