ჩიჩილაკის შესახებ

ჩიჩილაკის შესახებ

“ჩიჩილაკი, რომელსაც ბასილის წვერებს ეძახიან და წმინდა ბასილი დიდის სახელს უკავშირებენ, ხალხურ ტრადიციაში საეკლესიო დღესასწაულის დამახინჯებულად აღნიშვნაა. საიდან მოდის ეს? 14 იანვარი (ახ. სტ. – რედ.) წმინდა ბასილი დიდის ხსენების დღე გახლავთ, იგი ქრისტიანული სამყაროს უდიდესი წმინდანია – სვეტი და ბურჯი მართლმადიდებლური ეკლესიისა.

სამწუხაროდ, მისდამი პატივისცემა და მოხსენიება ხალხურ ტრადიციაში ასე ტრანსფორმირდა, რაც ეკლესიური თვალსაზრისით შეუსაბამოდ მიგვაჩნია. ჩვენი დიდი სურვილია, ადამიანები კარგად გაერკვნენ მის ცხოვრებაში და ეკლესიაში მისვლით გამოხატონ მისდამი პატივისცემა. ხალხურ ტრადიციას, რა თქმა უნდა, არსებობის უფლება აქვს, მაგრამ არა ასეთი დატვირთვით.

ღმერთმა ყველანი დაგლოცოთ წმინდა ბასილის დიდის მეოხებით”.

დეკანოზი დავით ლასურაშვილი