საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ბიოგრაფია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ბიოგრაფია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ბიოგრაფია

დაიბადა: 1969 წლის  1 თებერვალს, ქ. თბილისში.
ანგელოზის დღე: ყველიერის ხუთშაბათი  (შიოობა)  და ღირსი შიო მღვიმელის გარდაცვალების დღე 22 მაისი.
ბერად აღკვეცა: 02. 01 1994
დიაკვნად კურთხევა: 19. 08. 1995
მღვდლად კურთხევა: 06. 05. 1996
ეპისკოპოსად კურთხევა: 07. 09. 2003
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 20. 09. 2009
მიტროპოლიტობა ებოძა: 02. 08. 2010

მიტროპოლიტი შიო (ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი), დაიბადა 1969 წლის 1 თებერვალს თბილისში. თბილისის 53-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ  სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში  და იყო წარჩინებული სტუდენტი (ვიოლენჩილისტი).

1991 წელს ელიზბარ მუჯირი მორჩილად განამწესეს შიომღვიმის მონასტერში. 1994 წლის 2 იანვარს ბერად აღკვეცეს  და  სახელად შიო ეწოდა. 1995 წელს ბერი შიო დიაკვნად  აკურთხეს, 1996 წელს მღვდლად. 1997 წელს მღვდელ-მონოზონი შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად. 1998 წელს მან დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე გააგრძელა. ამავე წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დადგენილ იქნა ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად.

1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის 20 სექტემბრიდან ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი. 2001 წლის ოქტომბრიდან  მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, პარალელურად კი სწავლობს მოსკოვის წმ. ტიხონის სახ. მართლმადიდებლურ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში.

2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა (ურბნისი) იღუმენი შიო გამოარჩია ახლადშექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის წინამძღოლად.

2006 წელს მან დაამთავრა მოსკოვის წმ. ტიხონის სახ. მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სამოძღვრო-საღვთისმეტყველო ფაკულტეტის ბაკალავრიატი.

2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი შიო დაჯილდოვდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი, – წმიდა გიორგის ოქროს ორდენით. 2009 წლის 20 სექტემბერს იგი აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, 2010 წელს კი მიტროპოლიტის ხარისხში და დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ქორეპისკოპოსად.

2010 წლის 15 აგვისტოს დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ქორეპისკოპოსად.

2013 წელს უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა ღვთისმეტყველების მაგისტრის ხარისხით და ჩააბარა წმ.ტიხონის სახ. მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ასპირანტურაში, სადაც 2015 წლის 27 ნოემბერს დაიცვა  დისერტაცია თემაზე: “ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია), მისი ცხოვრების ისტორიული კონტექსტი და სულიერ-სამოძღვრო მემკვიდრეობა”, რისთვისაც ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი მიენიჭა.

გამოქვეყნებული ნაშრომები:

1) თეკლათის დედათა მონასტრის ისტორიიდან (ღირსი ალექსი სენაკელის (შუშანია) მოღვაწეობის პერიოდში. XIX ს.-ის 60-იანი _ XX ს.-ის 30-იანი წლები). სენაკი. 2014. (259Gგვ.).

2) დიდი ქართველი მოძღვარი ათონზე და მისი სულიერი მემკვიდრეები ქ. სენაკში. სენაკი. 2014. (104 გვ.).

3) ალექსი ბერი სენაკელი // საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ენციკლოპედია. ტ. 1. თბ. 2015. გვ. 155-160.

4) ათანასია (სალაყაია) სქემიღუმენია // საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ენციკლოპედია. ტ. 1. თბ. 2015. გვ. 66-71.

5) ახვლედიანი გიორგი (დეკანოზი) // საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. Eენციკლოპედია. ტ. 1.  თბ. 2015. გვ. 358-361.

6) Митр. Шио (муджири). Менджи. Православная Знциклопедия. М. 2016. С. 678- 683.

7) Муджири Шио, архиепископ Сенакский и Чхороцкусский. «К жизнеописанию прп. Алексия (Шушания)» // XX Ежегодная Богословская конференция Православного Свято-Тихоновского Гуманитарного Уноверситета. М. 2010. С. 399-402.

8) Муджири  Шио, митрополит Сенакский и Чхороцкусский. «Из переписки прп. Алексия (Шушания) с насельницами Теклатского женского монастыря в Западной Грузии в 90-е годы XIX в.» // XXI Ежегодная Богословская конференция ПСТГУ. М. 2011. Т.2. С. 23-26.

9) Муджири Шио, митрополит Сенакский и Чхороцкусский. «Краткое жизнеописание прп. Алексия (Шушания) (1852-1923 гг.) // XXII Ежегодная Богословская конференция ПСТГУ. М. 2012. С. 11-19.

10) Муджири Шио, митрополит Сенакский и Чхороцкусский. «Из истории церковных гонений в Грузии в 20-х – 30-х гг. XX в. на примере притеснений обителей: Теклатского женского монастыря и мужской обители на Острове Архангелов» // XXIV Ежегодная Богословская конференция ПСТГУ. М. 2014. С. 19-25.

* * *

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანება (24.11.2017)

meufe-shio-1

წყარო: patriarchate.ge