ღირსი პაისი მთაწმინდელის (1924-1994) წინასწარმეტყველება თურქეთის მომავალზე

ღირსი პაისი მთაწმინდელის (1924-1994) წინასწარმეტყველება თურქეთის მომავალზე

1507060_848314515197967_2751624803318588973_nღირსი პაისი მთაწმინდელის (1924-1994) წინასწარმეტყველება თურქეთის მომავალზე და კონსტანტინოპოლის განთავისუფლებაზე

,,თურქები ბარბაროსი ხალხია… ოჰ-ოჰ-ოჰ… როდესაც ისინი ხოცავდნენ სომხებს, სამი დღის განმავლობაში ქალაქში სასაკლაოს სუნი იდგა. ბერძნები ჩაკეტეს სახლებში, ვერავინ ბედავდა ქუჩაში გამოჩენას, ყვიროდენ, კლავდნენ მთელი სამი დღის განმავლობაში.

– ვინ, მამაო? თურქი ჯარისკაცები?

– არა მხოლოდ ჯარისკაცები, არამედ უბრალო ხალხიც, აგრეთვე მოხუცებიც. მავანი მიდიოდა და კლავდა მეზობელს, რომლის გვერდით მრავალი წელი გაატარა. ბარბაროსები, ბევრი დანაშაული ჩაიდინეს. დადგება დრო ზღვევისა. ამუშავდება სულიერი კანონები. მიცვალებულებისთვის კოლიოს (წანდილის) მომზადების გარდა სხვა საზრუნავი აღარ დარჩებათ.“ (1)

თურქეთის შესახებ ბერი დარწმუნებით ამბობდა: ,,ის დაიშლება და სახელმწიფოები, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობდნენ მსოფლიო პოლიტიკაში, კონსტანტონოპოლს ჩვენ გადმოგვცემენ. ისინი ამას გააკეთებენ არა იმიტომ, რომ ჩვენ ვუყვარვართ, არამედ იმიტომ, რომ ღმერთი მოაწყობს ყველაფერს ისე, რომ მათთვის მომგებიანი იქნება, რომ კონსტანტინოპოლი იყოს ბერძნული. იმოქმედებს სულიერი კანონები. თურქებს მოუწევთ პასუხისგება იმის გამო, რაც ჩაიდინეს, ისინი დაიღუპებიან, რადგანაც მათ ეს მიწა ღვთის კურთხევის გარეშე დაიკავეს. მათი აღსასრული უკვე ახლოს არის. მოსახლეობის გაცვლამდე (საუბარია 1923 წლის ე.წ. „მოსახლეობის გაცვლაზე“ საბერძნეთსა და თურქეთს შორის – მთარგმნელი), ცოტა ხნით ადრე წმინდა არსენი ამბობდა: ,,ჩვენ დავკარგავთ სამშობლოს, მაგრამ შემდეგ ისევ მოვიპოვებთ.“ (2)

– დღეს თურქების გამო ევროპელები ქმნიან დამოუკიდებელ სახელმწიფოს მუსულმანური მოსახლეობით (ბოსნია, ჰერცოგოვინა). თუმცაღა მე ვხედავ, რომ მომავალში ისინი დელიკატურად დაყოფენ თავად თურქეთსაც: აჯანყდებიან ქურთები და სომხები და ევროპელები მოითხოვენ, რომ აღიარონ მათი დამოუკიდებლობა და ამ ხალხის თვითგამორკვევის უფლება. მაშინ ისინი ეტყვიან თურქეთს: ,,ჩვენ თქვენ ოდესღაც გაგიწიეთ დახმარება, ახლა კი მსგავსადვე უნდა მიიღონ დამოუკიდებლობა ქურთებმა და სომხებმა“. ასე ,,კეთილშობილურად“ დაყოფენ თურქეთს ნაწილებად.“ (3)

ბერი პაისი ხაზს უსვამდა, რომ კონსტანტინოპოლის განთავისუფლება მოხდება ბერძნების უშუალო მონაწილეობის გარეშე: ,,კონსტანტინოპოლს დავიბრუნებთ, მაგრამ არა ჩვენ. იმის გამო, რომ ჩვენი ახალგაზრდობის უმრავლესობა დაეცა, ჩვენ ამის ძალა არ შეგვწევს. თუმცა ღმერთი მოაწყობს ისე, რომ სხვები აიღებენ ქალაქს და მას ჩვენ გადმოგვცემენ.“ (4)

,,ერთხელ ბატონი დ. კ. ეწვია ბერ პაისს. იმ დროს სსრკ იყო ძლევამოსილი სახელმწიფო და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ის დაიშლებოდა (ეს საუბარი ჯერ კიდევ ბრეჟნევის ეპოქაში შედგა).

სხვათა შორის ბერმა უთხრა მას:

– ნახავთ, რომ მალე სსრკ დაიშლება.

ბატონმა დ.-მა გააპროტესტა:

– მაგრამ ასეთი მტკიცე ძალის დაშლას, გერონდა, ვინ შეძლებს? მის ფეხის ფრჩხილსაც ვერ შეეხებიან.

-ნახავ!

ბერმა იწინასწარმეტყველა, რომ სსრკ-ის დაშლის მოწმე იქნება ბატონი დ., მიუხედავად მისი ხანდაზმულობისა.

ბერმა განაგრძო:

– იცოდე, რომ თურქეთი დაიშლება. იქნება ომი, რომელიც ორ ტაიმად გაგრძელდება. ჩვენ ვიქნებით გამარჯვებულები, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მართლმადიდებლები.

– გერონდა, იქნება თუ არა დანაკლისი ომში?

– ეჰ, ყველაზე დიდი, ერთ-ორ კუნძულს დაიკავებენ, ხოლო ჩვენ მოგვცემენ კონსტანტინოპოლს. ნახავთ, ნახავთ.“

,,ერთხელ მე შევხვდი ბერ პაისს, რომელიც ცოტათი შეცბუნებული და გაბრაზებული იყო. გამიმასპინძლდა და დაიწყო საუბარი:

– მოვიდნენ აქ ვიღაცეები და დამიწყეს ლაპარაკი, რომ დაიწყება ომი, თურქები შემოვლენ საბერძნეთში და ჩვენ გაგვყრიან ექვსი მილით კორინთომდე (თავიანთი გარყვნილი აზრებით მათ ამგვარად განმარტეს კოზმა ეტოლიელის წინასწარმეტყველება). <…> მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს საუბარი წინასწარმეტყველებებზე, მათ მაიძულეს, რომ განმემარტა წინასწარმეტყველება ექვსი მილის შესახებ, რომელზეც წმინდა კოზმა საუბრობს და ეს სხვა არაფერია, თუ არა ექვსი მილი საზღვაო შელფისა. ეს ის თემაა, რომლის გამო ჩვენ ბოლო წლებია, ვკინკლაობთ თურქეთთან და რომლის გამოც ბოლოს და ბოლოს შევებმებით ერთმანეთს. თუმცა ისინი არ შემოვლენ ელადაში: ისინი მხოლოდ ამ ექვსი მილით წაიწევენ და მაშინ მათ დაატყდებათ დიდი უბედურება ჩრდილოეთიდან, როგორც ამბობს წერილი და მაშინ მათი ყველა ჩანაფიქრი დაინგრევა. (5)

,,დღეს წაიკითხო წინასწარმეტყველება იგივეა, რომ წაიკითხო გაზეთი: ისე ნათლად არის დაწერილი იგი. აზრი მკარნახობს, რომ მრავალი რამ მოხდება: თურქეთს რუსები დაიკავებენ, თურქეთი კი გაქრება რუკიდან, იმიტომ, რომ მესამედი მოექცევა ქრისტეს რწმენაზე, მესამედი დაიღუპება და მესამედი კი გაიხიზნება მესოპოტამიაში.“ (6)

ერთხელ ბავშვების ჯგუფმა – ათონიადის მოსწავლეებმა – გადაწყვიტეს, წასულიყვნენ ბერთან და ეკითხათ იმის შესახებ, აიღებენ თუ არა ბერძნები კონსტანტინოპოლს და მოესწრებიან თუ არა ბავშვები ამ დროს.

ისინი მივიდნენ მამა პაისის კალივაში, სადაც ბერი გაუმასპინძლდა მათ, მაგრამ კითხვის დასმა ვერ გაბედეს. ერთი მეორეს აძლევდა ნიშანს, ის კი – მესამეს. თუმცა ვერც ერთმა ვერ გაბედა ბერისთვის კითხვის დასმა. მაშინ ბერმა თვითონ უთხრა მათ: ,,რა იყო, ახალგაზრდებო? რის შესახებ გინდათ, რომ მკითხოთ? კონსტანტინოპოლის შესახებ? ავიღებთ ჩვენ მას, ავიღებთ და თქვენ იცოცხლებთ იმ დრომდე.“

ბავშვებმა ბერის ეს ნათქვამი გადასცეს თავიანთ მასწავლებელს კონსტანტინ მალიდისს – კეთილ ქრისტიანს და მხურვალე პატრიოტს. მასწავლებელი, ძალზედ დაინტერესებული, მივიდა ბერთან, რათა მოესმინა იგივე მისივე ბაგეებიდან, მაგრამ ბერმა მას უთხრა: ,,თავი დაანებე შენ, კოსტას, ამ საქმეებს: ეს ყველაფერი ჩემთვის და შენთვის არ არის. ჩვენ უნდა მოვემზადოთ სხვა ქალაქში გადასასახლებლად.“ (7)

ბერის ეს სიტყვები მომასწავებელი იყო როგორც მისი, ასევე მისი თანამოსაუბრის, მოახლოებული აღსასრულისა, იმიტომ, რომ მალე ისინი – ჯერ კოსტასი, ხოლო შემდეგ ბერი – გადასახლდნენ ჩვენს ჭეშმარიტ ზეციურ მამულში, ახალ ქალაქში, ზეციურ იერუსალიმში.

,,თურქეთი დაიშლება. ამას ხელს შეუწყობენ მისივე მოკავშირეები.“ (8)

,,იქნება ომი რუსეთსა და თურქეთს შორის. თავდაპირველად თურქებს ეგონებათ, რომ იმარჯვებენ, მაგრამ ეს იქნება კატასტროფა მათთვის. რუსები გაიმარჯვებენ და აიღებენ კონსტანტინოპოლს.“ (9)

,,წმინდა სოფიას ტაძარში კვლავ აღევლინება მართლმადიდებლური ღვთისმსახურება.“ (10)

,,თურქეთი დაიშლება 3-4 ნაწილად. მისთვის უკვე დაწყებულია უკუათვლა. ჩვენ ავიღებთ ჩვენს მიწებს, სომხები და ქურთები თავიანთსას.“ (11)

თარგმნა კ. ბაკურაძემ

წყარო: AgionOros.ru

ZNEOBA.GE-ს რედაქცია

_______________________
(1) Афанасий Раковалис «Отец Паисий мне сказал…». М., 2003. С. 151.
(2) Исаак, иеромонах. Житие старца Паисия Святогорца. «Святая Гора». М., 2006. С. 712.
(3) Χριστόδουλος Αγιορείτης, ιερομοναχος. Σκέυος Εκλογής. Άγιον Όρος, 1996. Σ. 143
(4) Χριστόδουλου Αγιορείτου. Ο Γέρων Παίσιος. Άγιον ΄Ορος, 1994. Σ. 210–221.
(5) Χριστόδουλου Αγιορείτου.. Ο Γέρων Παίσιος. Σ. 211
(6) იქვე. Σ. 206.
(7) Исаак, иеромонах. Житие старца Паисия Святогорца. «Святая Гора». М., 2006. С. 311.
(8) Γέροντας Παΐσιος ὁ Ἁγιορείτης 1924-1994 Νικόλαος Α. Ζουρνατζόγλου. ἐκδόσεις Ἁγιοτοκος Καππαδοκία. Σ. 412.
(9) იქვე. Σ. 417-418.
(10) იქვე. Σ. 422.
(11) იქვე. Σ. 431.

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial